ნაწილი პირველი
ალბათ არასოდეს დავიწყებდი სილამაზეზე საუბარს აზიის მაგალითიდან, საკუთარი თვალით რომ არ მენახა აზიელი ქალები, რომლებსაც მართლა კრიალა კანი და საოცრად მზინვარე თმა აქვთ. შესაძლოა მიპასუხოთ რომ ეს ძვირადღირებული სალონებისა და თავის მოვლის საშუალებების დამსახურებააო და აქვე გიპასუხებთ, რომ საქმე არა სალონური მოვლის საშუალებებში, არამედ იმ უბრალო ინგრიდიენტებშია, რომლებსაც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ბრინჯი – ერთი შეხედვით უბრალო და არაფრით მიმზიდველი ინგიდენტი, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ როგორც საკვები საშუალება, არამედ ძირითადი მასალა თმის მოვლისა და კანის ელასტიურობისათვის. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ კი ბრინჯის ნახარშს და მის, ვფიქრობ რომ მაგიურ თვისებებს.
- აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა ბრინჯი
- გარეცხეთ და მოათავსეთ თავის რაოდენობაზე ორჯერ მეტ ადუღებულ წყალში, აცადეთ დუღილი ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
- მოათავსეთ ანადუღარი სითხე ცალკე, უმჯობესია მინის ჭურჭელში.
- შეინახეთ ითახის ტემპერატურაზე ერთი დღე, ვიდრე არ შეატყობთ რომ მიღებული მასა შესქელდა.
- წამოადუღეთ კვლავ, ოდნავ შეციებულს კი დაამატეთ კონიაკი, თუ გსურთ თმისათვის გამოყეება ან რომელიმე სურნელოვანი ზეთი, როგორც სახის კანის მოვლის საშუალება. გირჩევთ ვარდის ეთრზეთს, მიესადაგება ყველა ტიპის კანს და არ იწვევს ალერგიას.
- გამოიყენეთ მიღებული მასა როგორც ბუნებრივი მკვებავი საშუალება თმისათვის, შამპუნის შემდეგ. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში მსბუქი, წრიული მოძრაობებით. რაღათმაუნდა უნდა ჩამოიბანოთ წლით, სასურველია საშუალო ტემპერატურის, რათა თავიდან აიცლოთ თმის ცვენა.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის კანისათვის, როგორც მკვებავ – გაწმენდი საშულება. შეიზილეთ თითების გამოყენებით, მასაჟური მოძრაობებით. ჩამოიბანეთ ნელ – თბილი წყლით.
ახლა კი ორიოდე საიტყვა იმაზე თუ რეალურად რას შეიცავს და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბრინჯს თქვენი სილამაზისათვის. გარდა იმისა რომ ბრინჯი რეალურად შეუცველელი საკები საშუალებაა აღმოავლელი ხალხისათვის და პურის მაგივრობას უწევს მათ, ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ვიტამინ E – ს. ანტიოქსიდანტები არიან ნივთიერებები, რომლებიც უნარჩუნებენ ახალგაზრულ თვისებებს ჩვენს ორგანიზმს, გააჩნიათ უნარი, გამოდევნონ და დაეხმარონ სხეულს სასურველი ვიტამინების შენარჩუნებაში. ვიტამინი E, სხვა დანარჩენ ელემენტებთან ერთად წარმოადგენს ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის ერთ -ერთი სასიცოცხლო მინერალს და საბოლოო, გარეგნული სარგებელი ესაა ეფექტური საშუალება ფორების შეკვრისა და აკნეს საწინააღმდეგოდ, ასევე გამოიყენებადია, მსუბუქი დამწვრობის სამკურნალოდაც. რაც შეეხება თმას, ძირითადი დანიშნულება მისთვის მბზინვარების მინიჭებაა, რომელიც მასში შემავალ მკვებავი ინგრედიენტების დამსახურებას შეიძლება მივაწეროთ.
ავტორი
ნუცა მუჯირიშვილი


დატოვეთ კომენტარი