🧘♀️….როდესაც იოგას ვარჯიშს ვამთავრებ და ხალიჩას ვახვევ ასე მგონია ამ დროს ყველაზე მოტივირებული, ენერგიული და თვითკმარი ვარ მსოფლიოში. ყველა უჯრედით მიყვარს სამყარო და ბედნიერი ვარ რომ ვარსებობ .
სხვადასხვა ეტაპზე იოგას ყოველთვის განსხვავებული როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.იყო დრო როდესაც მჭირდებოდა ფიზიკური ჯანმრთელობა და დეპრესიასთან გამკლავება და იოგის საშუალებით მე ეს შევძელი. შემდეგ იყო თვითრწმენის და თვითშეფასების დეფიციტი და აქაც იოგა დავიხმარე, ამას მოყვა ემოციების ბალანსის აუცილებლობა და ისევ იოგა, ახლა ჩემს ცხოვრებაში ისევ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ისევ მორიგი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, კიდევ ერთი ან თუნდაც ორი ნაბიჯი მინდა გადავდგა წინ და ზუსტად ვიცი რომ იოგა და მოტივირებილი გარემოცვა მჭირდება.🙏
მე მარინას რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა და ვიცი რომ ეს პროექტი იმაზე მეტს მომცემს ვიდრე მოლოდინი მაქვს. ამისთვის მადლიერება და სიყვარული ჩემგან შენ მარინა .❤
მანანა სულაკაძე
დილამშვიდობისა მარინა.მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ამბავს. პირველი და მეორე ჩაკრაზე მუშაობა შედარებით უფრო მძემე იყო ვუდრე მესამეზე. დღეს მეორე დღეა მესამე ჩაკრაზე ვმუშაობ და ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ გაბრწყინებული. ვგრძნობ სამივე ჩაკრას ფერებით.გუშინ ისეთი შეგრძნებები მქონდა სული ასხივებდა შიგნიდან.ყველა უჯრედი ბედნიერებას და სიყვარულს გრძნობდა. მადლობა თქვენ და სამყაროს ამ შეგრძნებების თვის.


სიამოვნებით შემიძლია ვისაუბრო ამ პროექტის შესახებ მითუმეტეს თუ ვინმესთვის სტიმული იქნება ჩემი შთაბეჭდილება. სხვადასხვა მიზეზის გამო, ვიყავი აფორიაქებული, თითქოს მაინც ვახერხებდი არსებულ პრობლემებთან გამკლავებას მაგრამ, იგივე შფოთვები, უსაფუძვლო შიშები არ მშორდებოდა. რა მივიღე ამ პროქტისგან? ყველაზე მთავარი ჩემთვის, ვიპოვე საკუთარ თავში სიმშვიდე, მთავარი პრობლემა რაც იყო და რისგანაც მომდინარეობს შემდეგ სხვა დანარჩენი, ვისწავლე როგორ გავუმკლავდე სტრესულ სიტუაციას, ავირიდო ცუდი ენერგია, ძალიან მეხხმარება მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შფოთვის ,პანიკის გარეშე მშვიდად ვეძებ გამოსავალს. ჩემთვის მსგავსი პროექტი პირველი იყო და მოლოდინი ნამდვილად გამიმართალა.ეს არ არის მარტო პროექტის მიმდინარეობა,გაქვთ პროექტის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოუსმენენ შენს ნებისმიერ პრობლემას , მიიღებთ ნაყოფიერ რჩევებს. სითბოს და სიყვარულს სრულიად უცხო ადამიანებისგან და ეს დამიჯერეთ ნამდვილად დიდი ნაპერწკალია თქვენს გულებში. ყველა ამ პროექტში მონაწილეს წარმატებეს ვუსურვებ

პროექტში ჩართვა განაპირობა ჩემმა სტრესულმა მდგომარეობამ მეგობრების რჩევით
1.პროექტის დაწყებისას ვიყავი ძალიან დაძაბული მხრების და კისრის არეში .
2. პროექტის დაწყებიდან ერთი კვირაში უკვე მომეხსნა მხრებისა და კისრის დაძაბულობა.
3.ორ კვირაში სრულად განვთავისუფლდი ყველა სტრესისგან და დაძაბულოისგან,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც მომხდარა არაფერი რის გამოც ასე ცუდად ვიყავი.
4 ამ პროექტის გავლას ვურჩევ ყველას ასაკისა და სქესის მიუხედავად, არ არის აუცილებელი ვიყოთ სტრესულ მდგომარეობაში იოგა და მედიტაცია გვაძლევს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს 
კი შეგიძლიათ დადოთ
მადლობა თქვენ 
პროექტამდე არ ვიყავი თავდაჯერებული, ვიყავი ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით ჩემი ვიზუალი არ მომწონდა.ვაკრიტიკებდი წონას,ფორმებს სიმაღეს და ა.შ.
პროეტის მსვლელობის დროს შინაგანად საოცრად დავმშვიდდი , მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ და ჩემდა გასავირად მომეწონა კიდეც? მომემატა მადლიერების გრძნობა , ეხლა როცა ჩემი რომელიმე მეგობარი გამოხატავს მისი თავის მიმართ კრიტიკას დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს,რადგან საკუთარი თავის სიყვარული უმნიშვნელვანესია.
ჩემ შემთხვევაში მოვიდა უამრავი გაცნობიერება,ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ ,ვარ მეტად მხიარული , გარშემო მიმდინარე მივლენებიდან ვისწავლე დადებითი მხარის შემჩნევა, რადგან ყველა მოვლენას ორი მხარე აქვს დადებითი და უარყოფითი, ფოკუსირება უნდა შევძლოთ გავაკეთოთ დადებით მხარეზე?
პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკლებლივ ყველა ქალბატონმა აუცილებლად?ვისაც საკუთარი თავი არ მიაჩნია ერთადეთ საყრდენად , საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ჯადოსნური სიახლეები ჩვენ ცხოვრებაში. თუ გსურს ვიყოთ ბედნიერები ,წარმატებულები ,სასურველები ,საზიგადიებისთვის მისაღები პიროვნება ამისთვის საჭიროა პირველ რიგში მვიღოთ და შევიყვაროთ ჩვენი თავი ,რადგან რასაც ვფიქრბთ საკუთარ თავზე ჩვენ იმას ვასხივეთ და ხედავს სხვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მარინას,რომელმაც ჩემ ცხბრებაში შემოიტანა სიხარული?წარმატებეს ვუსურვებ ყველა მონაწილეს, თქვენ დატკბებით საოცარი შედეგებით და დაინახავთ როგორ იცლებით თქვენ და თქვენეთან ერთად გარემო რომელშიც ხართ?
გავიარე 40 დღიანი ონლაინ იოგა-გადატვირთვა. ამ 40 დღის განმავლობაში მარინას დახმარებით ძალიან ბევრი და საინტერესო რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში. მივაღწიე ჩემს მთავარ მიზანს, რისთვისაც ჩავერთე პროექტში. დავამუშავე ჩაკრები, თავს ვგრძნობდი მსუბუქად და თავისუფლად. მადლობა მარინა შენ ამ პროექტის შექმნისა და ჩვენს ჯგუფთან ასეთი თავდაუზოგავი და დაუზარელი მუშაობისთვის <3 მადლიერი ვარ ^_^ სატ ნამ <3
ქალბატონ მარინას პროექტმა უამრავი სიახლე შესძინა ჩემს ცხოვრებას. პირველ რიგში ვისწავლე თავის დაფასება,რომ მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. უფრო მობილიზებული და დაკვირვებული გავხდი საკუთარი თავის მიმართ. უკვე მჯერა რომ ჩემი ჯანმრთელობა ჩემს ხელშია. პროექტის საშუალებით გამიქრა ხერხემლის ტკივილი. მომიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. გამიქრა თავის უაზრო ტკივილები. გულის ტკივილები მქონდა რაც გაქრა. გამიუმჯობესდა სისხლის მიმოქცევა. მუდმივად მაწუხებდა სიმძიმე ფეხებში, რაც ძლიერ ტკივილს იწვევდა . ახლა მსუბუქად ვარ ძალიან. უფრო ელასტიური, უფრო ძლიერი გავხდი ფიზიკურად. გამომიფხიზლდა გონება რაც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში სწორად დაგეგმვასა და შესრულებაში უდიდეს როლს ასრულებს. სულიერად გავხდი უფრო მშვიდი,ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მე უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი პროექტის ქალბატონო მარინა .
ყოველთვის მინდოდა იოგის სწავლა, თუმცა მოუცლელობის თუ სიზარმაცის გამო ვერ ვახერხებდი. ამიტომ პროექტი ,,21 დღიანი იოგა ჩელენჯი” ჩემი აღმოჩენა იყო
ვარჯიში სასურველ დროს და ადგილას, პოზიტიურ, ყურადღებიან ინსტრუქტოს მარისთან ერთად დიდი ბედნიერება აღმოჩნდა
იოგის პირველივე ვარჯიშიდან ამიმაღლდა განწყობა და ენერგია. 21 დღის ვარჯიშმა სრულიად შეცვალა ჩემი სხეული. მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე, მომიწესრიგდა ძილი,მომეხსნა ტკივილი ხერხემალში, გავიძლიერე ენერგეტიკა, ავიმაღლე თვითშეფასება და გუნება განწყობა
იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მინდა ვურჩიო ყველას ამ კომფორტული პროექტის შესახებ, მინდა ყველამ გაიგოს იოგის ძალა, რადგან იოგა მეტია ვიდრე ვარჯიში
პროექტის დაწყებამდე ვიყავი რაღაც უენერგიოდ და უიმედოდ, დაკარგული მქონდა ხალისის და სიხარულის შეგრძნებები. უკვე პროექტის მსვლელობის დროს შემართებას და განწყობაც ისეთი მქონდა რომ მე ამ ყველაფერით ვირებდი მნიშვნელოვან ენერგიას და ბედნიერების შეგრძნებებს. უკეთესი მომავლის რწმენა მოდიოდა დღითიდღე. დასრულებისას მქონდა 100% რწმენა, რომ მე ყველა ჩემს მიზანს მივაღწევდი, და იმ ნაბიჯებს მივყვებოდი რომელიც პროექტის განმავლობაში გავნსაზღვრე. შევინარჩუნე სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება და მაქვს ენერგია ვიარო წინ. ამ პროექტის გავლას ვურჩევდი ყველას ვისთვისაც კარგი მინდა.
პროექტამდე ვიყავი დეპრესიული,დანევროზებული. პროექტის გავლის დროს ვიგრძენი თუ როგორ მიუმჯობესდებოდა მდგომარეობა დღითი დღე. ვიგრძენი ენერგია.თითქოს სასწაული მოახდინა უფალმა. გავხდი მეტად გაწონასწორებული და მშვიდი.უარყოფით ინფორმაციას ვიღებ უფრო მშვიდად და ადეკვატურად. მინდა ვურჩიო ეს პროექტი ჩემს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს, რომ განიცადონ ის რაც მე აქამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა

. იოგამ მართლაც მოახდინა სასწაული.
პროექტში ჩართვა წელისა და ხერხემლის ტკივილებმა გადამაწყვეტინა, მდგომარეობამ როდესაც ჯდომა არაკომფორტულია და ადგომა ტკივილთან არის დაკავშირებული. პროექტის განმავლობაში პირველი რაც ვიგრძენი იყო ერთგვარი ,,გახსნა” თითქოს ჩემს ძვლებს უფრო მოქნილად შეეძლოთ მოძრაობა. ასევე ვისწავლე მუცლით სუნთქვა, რომელსაც ყოველთვის ვახსენებ თავს, როგორცკი რაიმე სტრესულ სიტუაციაში აღმოვჩნდები და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე დროს ვუთმობდი საკუთარ თავს. ვცდილობდი მომესმინა ჩემი სხეულისთვის და აღმომეჩინა ის ენერგია, რომელიც ჩემში ყოველთვის იყო, თუმცა მიძინებული.
მნიშვნელოვანი რაც მივიღე ამ პროექტიდან იყო ჩემი მდგომარეობა, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე, თავდაჯერება და მოქნილობა. მდგომარეობა, როდესაც გრძნობ სიმსუბუქეს, მიუხედავად გარშემო არსებული სიტუაიებისა. ეს პროექტი არის მათთვის, ვისაც სურს იყოს ჰარმონიაში საკუთარ სხეულთან, ენერგიებთან და ზოგადად სამყაროსთან. თუმცა ეს პროექტი მხოლოდ ნაწილია იმ მდგომარეობისა, რომელში ყოფნაც შეიძლება იოგასთან თანაზიარება.
ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი მარინა კვატაია და მე პირადად ძალიან გამიმართლა, რომ მისი პირველივე გუნდის მონაწილე გავხდი.
იოგას ვარჯიშებმა ჩემს ნანატრ სამყაროში, რეალურად გადამიყვანა.
ამ მარათონში ჩემი მიზანი იყო :
- არაორდინალური სამუშაო გრაფიკის გამო, ყველანაირად ამოვარდნილი რეჟიმი დამელაგებინა.
- მომეპოვებინა შინაგანი სიმშვიდე.
და რაც მთავარია მომეხსნა შინაგანი სტრესი, რომელიც სულ თან მდევდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა მე ძალიან წარმატებული პერიოდი მქონდა თუ ნაკლებად.
პირველივე ვარჯიშისა და სუნთქვების დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ჩემს სულს და მის ,,ჭურჭელს“ სხეულს ჟანგბადივით სჭირდებოდა. სულში ღრმა სიმშვიდის შემოსვლა ვიგრძენი.
თანდათანობით შემდეგი ვარჯიშების დროს უცნაური დეჟა ვუს შეგრძნება მეუფლებოდა: თითქოს ამ ყველაფერის, ძაალიან ძველის დავიწყებულის გახსენების პროცესი შემოდიოდა გონებაში და ეს საოცარ აღტაცებულ სიხარულს მგვრიდა.
შედეგად:
- მომეხსნა სტრესი.
- შინაგანი დაძაბულობა, როგორც სხეულზე, ასევე სულიერად.
- შემოვიდა სიხარულის მუდმივი შეგრძნება იდუმალი, შენთვის რომ გრძნობ და ხარობ.
- სხეულმა წონაში კლება დაიწყო.
- შემიმცირდა ჭამის მადა.
- ძილის ხარისხი გამომისწორდა.
- დილით რომ დაღლილს მეღვიძებოდა, ეგეც მომეხსნა.
- სხეულის ფორმები დამეხვეწა და მეტად მოქნილი გახდა.
- გამეხსნა მეტი თავისუფალი მოძრაობები.
ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა მე ეს უნიკალური ადამიანი ვერ გამეცნო…
უსათნოესი მარინა კვატაია, რომლის ჰაეროვნება ჩემზე პოზიტიურად გადმოდის, მისი ხმაც კი სასიამოვნოდ მოქმედებს და ხაზგასმით ეტყობა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, რადგან აშკარად ჩვენსავით დაგრუზული არ არის.
ჩემს საკუთარ თავს ვუსურვებ მუდმივ კონტაქტს ამ შესანიშნავ ადამიანთან, თქვენც იგივეს გისურვებთ, რადგან საკუთარი თავის შესაყვარებლად ვერასდროს მოვიცალეთ ცხოვრება ისე გარბის, ქალბატონმა მარინამ კი რეალურად დამაწყებინა და აღარ გავჩერდები.
უდიდესი მადლიერების გრძნობით, სიყვარულით გაჟღენთილ მზის სხივებს გიძღვნი მარინა… მიყვარხარ… მადლიერი ვარ უფლის, რომ შენთან დამაკავშირა…
პროექტამდე ვიყავი: ცოტა მოშვებული,მაწუხებდა დაღლილობა,წელის ტკივილი,ზოგჯერ არითმია(მაგრამ ამას ვერ ვიგებ ტოდის და რატომ მემართება,მგონი წონის ბრალია),როცა დავიწყე ვარჯიში,უკეთესად ვიყავი.შემდეგ ვარჯიშები გართულდა,ვცდილობდი ვარჯიშები შეძლებისდაგვარად ბოლომდე გამეკეთებინა,მაგრამ წელი უფრო მეტად ამტკივდა,ბოლო 3-4 ვარჯიში ვეღარ გავაკეთე… მივხვდი,რომ უფრო ნაკლები უნდა გამეკეთებინა,ახალ პროექტში გავითვალისწინებ და თანდათანობით გავზრდი დროს… ამ პროექტში მონაწილეობას და საერთოდ იოგაში ვარჯიშს ვურჩევ ყველას,განსაკუთრებით ქალბატონებს.
იოგის გაკვეთილები მარინასთან ეს არის საუკეთესო საშუალება არა მარტო რელაქსისა და მოდუნებისათვის, არამედ საკუთარი თავის შეცნობისა და ცნობიერად ცხოვრებისათვის. მარინა გთავაზობთ საჭირო ბალანსს სავარჯიშოებს შორის და მათ ვისაც სჭირდება, შესწორებასაც აძლევს. ის ყველას აძლევს საშუალებას გაკვეთილზე თავისი თავი იყოს, იგრძნოს სიმშვიდე და ის ერთი საათი მარტო საკუთარ თავს დაუთმოს. ის პასუხობს დასმულ კითხვებზე, განმარტავს სავარჯიშოებს ისე, რომ მათი გამოყენება ყოველდღიურობაში ადვიილი და კომფორტული ხდება და მე მათ სამუშაოზედაც და სპორტის დროსაც ვიყენებ. ეს ყოველივე მეხმარება რომ ბალანსი დავიცვა ჩემს ცხოვრებაში.
პროექტამდე ვიყავი დეპრესიული, თითქოს ხელი მქონდა ჩაქნეული ყველაფერზე, არ მყოფნიდა ნებისყოფა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, ვიყავი ჩაკეტილი და საშინლად გაბრაზებული პროექტის მიმდინარეობისას თითქოს მზე განათდა ჩემში, თითქოს გავიღვიძე, მიმეხსნა თავბრუს ხვევები, ხერხემლის ტკივილები, თითქოს გზა გამოჩნდა , ახლა მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა და ამას ხალისით ვეკიდები, მანამდე ამას ვერ შევძლებდი, ვის ვურჩევდი?!! ყველა ჩემს ახლობელს და ნაცნობს , ვურჩიე კიდეც მაგრამ სკეპტიკურად ეკუდებიან ჩემს ნათქვამს გონიათ რომ გადატანილი სტრესის გამო ცოტა გავუბერე
გაქრა გაბრაზება, და ყველა მოცემულ სიტუაციას მშვიდად ვიღებ.
როექტამდე დილით დაღლილი ვიღვიძებდი თითქოს და უენერგიოდ.2-პროექტის გავლოს დროს ვგრძნობდი ნელ ნელა როგორ გაქრა დაღლილობა,როგორ დამეუფლა სიმშვიდედა ,დავიმუხტე ენერგიით.გავივსე პოზიტივით 4-ყველაზე მხიარულად და ენერგიულად შევხვდი ახალწელს ვურჩევდი ყველას ვისაც უნდა ენერგია პოზიტივი სიმშვიდე და ხალისი დაუბრუნდეს გაიაროს ეს კურსი.არაჩვეულებრივ მარინასთანრომელიც უკვე ძალიან მიყვარს და ჩემიაროექტამდე დილით დაღლილი ვიღვიძებდი თითქოს და უენერგიოდ. პროექტის გავლოს დროს ვგრძნობდი ნელ ნელა როგორ გაქრა დაღლილობა,როგორ დამეუფლა სიმშვიდედა ,დავიმუხტე ენერგიით.გავივსე პოზიტივით -ყველაზე მხიარულად და ენერგიულად შევხვდი ახალწელს ვურჩევდი ყველას ვისაც უნდა ენერგია პოზიტივი სიმშვიდე და ხალისი დაუბრუნდეს გაიაროს ეს კურსი.არაჩვეულებრივ მარინასთანრომელიც უკვე ძალიან მიყვარს და ჩემია
იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად. სხვათაშორის, ამ ყველაფრის მიღწევა 21 დღეში თავისუფლადაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, ვარჯიშის დაწყებიდან მეორე დღესვე კისერი გამიშეშდა და ვარჯიშებს ვეღარ ვასრულებდი, კისერის გაშეშების შემდგომ შევძელი გამეგრძელებინა ვარჯიში, რაც იმის დამსახურებაა,რომ ონლაინ ტარდება და ნებისმიერ დროს შეგიძლია მიუბრუნდე. ამ კურსის გავლას ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს საკუთარი სხეული.
სიტყვები არ მყოფნის, იმის სათქმელად , თუ რამდენად მოხარული ვარ რომ ვიცნობ მარინას. ის არის საუკეთესო მწვრთნელი Kundalini-ის იოგის. მე შეხება მქონდა კლასუკურ იოგასთან , რელაქსაციასთან , მაგრამ ეს არ არის ყველაფერი… kundalini იოგა , რომელსაც გავეცანი მარინადან იყო ნამდვილი რევოლუცია ჩემთვის . იოგას სავარჯიშოები მოიცავდა სუნთქვის ტექნიკებს.პირველი გაკვეთილის შემდეგ, მე ვიყავი გაოცებული. მე ვგრძნობდი თავს განტვირთულად და ძილერად როგორც გორილა…სავარჯიშოების კომბინაციამ სუნთქვის ტექნიკასთან ერთად მიმაღებუნა ჩემს სხეულზე განტვირთა და ჩემი სისხლძარღვები გაივსო უფრო მეტი ჟანგბადით . ეს ჯადოსნურია! ეს რელაქსაციაა! ყოველი სესია სიამოვნებას მგვრიდა და რაც მთავარია მე შევძელი ძილი ღამეში 4 საათზე მეტი . ეს არ არის ხუმრობა! ეს არის რეკომენდაცია ყველასთვის ვინც დასაქმებულია, ხალხისთვის, ვისაც აწუხებს სტრესი და დაღლილობა . შემოურთდით ყველანი. და ბოლოს, ყელაზე ლამაზი არის ის , რომ მასწავლებელი სუპერ ტკბილი ქალბატონია . მე გაღმერთებ მარინა შენ და მე ვარ ბედნიერი .
დასაწყისში ვიყავი ძალიან სკეპტიკურად განწყობილი.მე მქონდა ბევრი პრობლემები ჩემს გონებაში და მსურდა საბოლოოდ მეპოვნა სიმშვიდე ჩემს თავში.მე გადავდგი ეს ნაბიჯი,მე ვგრძნობდი ბევრ ემოციურ ტკივილს.ერთ-ერთი იყო მამაჩემი რომელიც შვიდი წლის წინ დავკარგე,ის იყო ჩემი საყრდენი.მას შემდეგ რაც შევუერთდი იოგას, მარინა დამეხმარა,მიმეღო ეს დანაკარგი,მაგრამ ეს ჯერ სრულად არ დამთავრებულა.სტრესის დონე კლებულობს.მე თვალყურს ვადევნებ გაკვეთილების ახალ სესიას და ვღებულობ სიმშვიდეს ჩემი სხვა პრობლემების ფონზეც.თითოეული გაკვეთილის შემდეგ მე ვგრძნობ,განტვირთვას და მეტ ჰაერს ჩემს ირგვლივ.მე არ ვდარდობ ხალხის რეაქციაზე,მე უბრალოდ მივყვებჯ იოგას.მადლობა მარინას ასევე სიტყვიერი რჩევებისთვის,რომ დამეხმარა გაძლიერებაში.
მაწუხებდა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები.ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რამდენიმე გაწეული რეკომენდაციის შემდეგ,დავიწყე მუშაობა მარინა კვატაიასთან. მარინა ასევე გვთავაზობს სესიებს სრულიად პერსონალური მიდგომით,რათა გაზარდოს შედეგი. მარინამ გამოყო დრო kundalini ს იოგის განსამარტად და მე შევძელი ყველაფრის გაგება.ყოველ სესიასთან ერთად ის ხსნიდა უფრო და უფრო მეტს და ამით ნამდვილად მომაჯადოვა . მარინა არის მოტივაცია და შთაგონება.ის მაიძულებს მე გავზარდო ჩემი შესაძლებლობები.იოგას შეუძლია შეეხოს შინაგან , ემოციურად მგრძნობიარე ნაწილებს.ეს არის ბედნიერება იპოვო მარინას მსგავსი ადამიანი.შენ შეგიძლია იგრძნო თავი მასთან უსაფრთხოდ.ერთი სეზონის შემდეგ მე ვიყავი გაოცებული ჩემი მიღწევებით.გაუმჯობესდა ჩემი სუნთქვა,რომელიც იყო ჩემი მთავარი მიზანი.მე შევძელი ტკივილისა და სტრესის კონტროლი.ჩემი სხეული გახდა უფრო მკვრივი.მე დარწმუნებით გირჩევთ მარინა კვატაიას.მე მადლობელი ვარ რომ ის არის ჩემი მწვრთნელი.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა იოგით დავკავებულიყავი,თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმაში ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს,ალბათ სწორი მასწავლებელი მჭირდებოდა. როდესაც სულ ჩავიქნიე ხელი და გადავწყვიტე როცა ასაკში შევიდოდი მაშინ მევარჯიშა ,გამოჩნდა ქალბატონი მარინა,უსაყვალესი. ნათელის და ბრწყინვალების მქონე მასწავლებელი. გულის ფანცქალით ველოდი მარათონი დაწყებას და მოლოდინს გადააჭარბა,2 დღეში მივხვდი რომ ეს ის იყო რაც მაკლდა ცხოვრებაში,დაემთხვა რთულ პერიოდს ჩემი ცხოვრებისა და მისი წყალობით ძალიან ადვილად გადავიტანე. მომეხსნა მუდმივი მტანჯველი ტკივილი წელის არეში,ჩემი სხეული უფრო მოქნილი და ელასტიური გახდა, მომეხსნა პანიკური შეტევის შიში, სუნთქვითი სავარჯიშოები მისწრება აღმოჩნდა. უფრო დიდ კავშირს ვგრძნობ ღმერთთან ლოცვის დროს. ვაპირებ ქალბატონ მარინას ყველა სამომავლო პროექტში მივიღო მონაწილეობა. მადლობა სამყაროს . ნამასტე
პროექტამდე მქონდა მუდმივად დაღლილობის შეგრძნება. პროექტის გავლის დროს, დასაწყისში რამდენიმე დღე მუდმივად ძილი მინდოდა და საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ამ ეტაპის გავლის მერე დაიწყო ახალი ტალღა, ახალ ენერგიას ვგრძნობდი, აღარ ვიღლებოდი ისე ადვილად, როგორც ადრე…დავიწყე ერთი წლის წინ მივიწყებულ პროექტზე მუშაობა და სრულიად შევცვალე და გავნაახლე. 21 დღის შემდეგ აღარ მტკიოდა კოჭი და მუხლი,( ერთი წლის წინ მანქანა დამეჯახა და ტრამვა მქონდა, დამავიწყდა დასაწყისში დამეწერა, რომ პროექტის დაწყებამდე დროდადრო მტკიოდა ხოლმე კოჭი და მუხლი) ვიყავი ენერგიული და ხელში მეჭირა ახალი პროექტი, რომელიც დავაპატენტე ჟენევის საერთაშორისო საპატენტოში და წავიღე ჩინეთში ქარხანაში.. პროექტის გავლას ვურჩევ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ასავე, ვინც საკუთარ თავში ძალას ვერ პოულობენ წინ გადადგან ნაბიჯი
ყოველთვის ვოცნებობდი იოგაზე, უდიდესი სურვილის მიუხედავად ვერ მოვახერხე მოუცლელობის გამო მევლო ვარჯიშებზე. ჩემი აღმოჩენა გახდა მარინა და მისი 21 დღიანი იოგას მარათონი , რომელიც მოიცავდა მედიტაციებს, ჯანსაღი კვების და ჯანმრთელი ცხოვრების პრაქტიკებსაც. მე ჩავერთე ამ მარათონში მონდომებით. პროექტის მსვლელობის დროს ვგრძნობდი ენერგიის მზღვავებას, სიმშვიდეს, შეგრძნებები იყო მართლაც გასაოცარი და პოზიტიური, რაც ჯანმრთელობაზეც აისახა. ყველას ვურჩევ არ დაიზარონ და ჩაერთონ მსგავს მარათონში ისევ და ისევ თავის სასიკეთოდ.
დიდხნიანი (1საათი) ჯდომის მერე მეწვოდა ბეჭი და მაწუხებდა წელი, აშკარა ცვლილება მქონდა უკვე 5 იოგა ვარჯიშზე. უფრო მეტად მოტივირებული გავხდი და სხვანაირად მიხაროდა დღე, მიუხედავად იმისა რომ ოპტიმისტი ვარ….ყველაზე უებარი წამალია სიზარმაცის დასაძლევად და ხასიათის გასაუმჯობესებლად! ასევე დავიწყე სწორი სუნთქვა რასაც წლების მანძილზე ვერ ვახერხებდი. კიდევ მივხვდი რმ ჯგუფური და გუნდური ერთობა ჩემზე ძალიან დადებითად აისახა… მოუთმენლად ველი ახალ პროექტს.
იოგის საოცარი თვისებების შესახებ გავიგევ , მარინასაგან, შემდეგ ეს ყოველივე საკაუთარ თავზე გამოვცადე.დავიწყე ორგანიზმის გაწმენდვა,წონის კორექცია,და ყველაზე,რთულს დეპრესიის დამარცხებას. შევუერთდი 21 დღიან იოგა მარათონს,შედეგმაც არ დააყოვნა.ვარჯიშის დროს მქონდა სისუსტე,გულის რევის შეგრძნება,ხერხემლის ტკივილი,არასწორი სუნთქვა. როდესაც სწორად დავიწყე სუნთქვა ტკივილებმაც და გულისრევებმაც მალე გადაიარა, ვარჯიშების შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,,საოცრად მსუბქად,ვირწმუნე საკუთარი თავის,და მივიღე ჩემი სხეული ისეთად როგორიც ვარ. დავიკელი 5კილო,გავხდი უფრო ხალისიანი,ამისრულდა პატარა ოცნებები,ვისწავლე სწორად ფიქრი,ბევრი რამ აგარ მიმაქვს გულთან ახლოს. იოგა ყველასთვის არის განკუთვნილი,მთავარია მოინდომოთ.ყველაზე მეტად მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც იგებენ ანტი დეპრესანტებს,და განიცდიან საოცარ სისუსტეს და მარტოობას,მოიცილეთ წამლები,გაუღიმეთ მეტი ცხოვრებას,გახადეთ იოგა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად,ეს არაა ლიტონი სიტყვები,ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. მე გამომივიდა,ჯერითქვენზეა:)
სალამი მე ვარ ელენე , ონლაინ იოგა მარათონის მონაწილე. ჩემთვის აღმოჩენა იყო ეს ჯგუფი, სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ და ეხლაც ვფიქრობ, რომ სამყარომ გამომიგზავნა ეს ძვირფასი საჩუქარი.
ჩემი ამ ჯგუფში გაწევრიანება ჯანმრთელობის პრობლემებს დაემთხვა. იმიტომაც ვთვლი ,რომ საჩუქარია სამყაროსგან, გამიადვილა ეს პერიოდი. ადვილად გადავლახე სირთულეები. ვისწავლე სწორად ფიქრი და სწორად განაწილება ენერგიის. ჩემი პრობლემაც ამაში მდგომარეობდა , ვერ ვიყენებდი რესურსებს და ენერგიას სწორად არ ვნაწილებდი რამაც გარკვეული პრობლემები შემიქმნა ჯანმრთელობის მხრივ.
იოგამ დამამშვიდა, ის მომცა რაც არც ერთ ფიზიკურ აქტივობას არ მოუცია – სულიერი სიმშვიდე
რაც თავი მახსოვს აქტიურად ვვარჯიშობ, ვცურავ, მაგრამ ეს რაღაც სხვაა, სიმშვიდე და წონასწორობა
მადლობა მარინა, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება შემდეგი მარათონი
ყველას ვურჩევ მონაწილეობის მიღებას ვისაც სურს სულიერი სიმშვიდე, აქ სასწაულები ხდება, მერწმუნეთ, ეს ცხოვრების თავიდან დაწყებაა, ეს რაღაც ახალია თქვენს ცხოვრებაში. სულიერისა და ფიზიკურის შეხმატკბილება
მადლობა სამყაროს, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები გამაცნო. მადლობა მარინას მადლობა ნინის, რომელმაც საჩუქრად დაუვიწყარი ერთი საათი დამითმო. (სარელაქსაციო მასაჟი გმარჯვებულს), მადლობა თითოეულ წევრს, რომლებიც ერთმანეთს გვერდში ედგნენ ოჯახის წევრებივით.
მადლიერი ვარ.



















