ამ ძველ სამყაროში ადამიანს შეუძლია ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს, საკუთარი თავისა და სურვილების გარდა. ეს იმიტომ ხდება, რომ სულს დავიწყებული აქვს მისი ჭეშმარიტი ბუნება, ხოლო გულმა იცის, ვის უნდა დაეყრდნოს, ვის ენდოს და ვის წინაშე უნდა მოიდრიკოს.
გული დიდია, მაგრამ თუ მის ნდობას ისწავლი, ის უსასრულოდ გაიზრდება, გაძლევს ძალას და სიღრმეს, რომელსაც მხოლოდ სული იგრძნობს. თუმცა, როგორც ყველაფერი, გულის რწმენაც ზღვარს საჭიროებს. ზღვარის გასასმელად ამ სამყაროში და გულის რწმენის შესანარჩუნებლად, საჭიროა იპოვო ბალანსი გარე და შინაგან სამყაროს შორის. ზღვარი არ არის მხოლოდ თავდაცვა, არამედ სივრცე, სადაც შენი გული და გონება თანხმობაშია ერთმანეთთან. ეს არის ადგილი, სადაც ნდობა იხსნება და შენი სულიერი სიმშვიდე გეხმარება სწორ გზაზე დარჩენაში.
ხანდახან ყველაზე მეტად გვაშინებს არა სხვა ადამიანები, არამედ საკუთარი თავის ნდობა — შიში იმისა, რომ ვერ შევძლებთ საკუთარ თავი დავიცვათ. ეს შიში გვაიძულებს ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი შინაგანი ძალა და დავკარგოთ კავშირი იმ ხმასთან, რომელიც გვიცავს და გვაძლიერებს. მაგრამ სწორედ ამ ნდობის აღდგენაში ვპოულობთ ნამდვილ თავისუფლებას და სიძლიერეს.
სამყაროს ნათელი იერარქიები გველოდებიან როდის მივიღებთ სწორ გადაწყვეტლებას, მხოლოდ გველიან და ისევ და ისევ გვაძლევენ საშუალებას რომ ავარჩიოთ. მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ადამინი გონს უნდა მოეგოს და სწორი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს.
როცა ვუსმენთ გულს და მივყვებით მის მიმართულებას, ვხვდებით, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო. ამ დროს ჩვენი არჩევანიც ჰარმონიაშია და ზღვარი ნათელი ხდება.
ისწავლე გულის მოსმენა ადამიანო.


🙏💕