ბუნება.. გიყვართ ბუნებაში განმარტოება და მისით ტკბობა? დაკვირვებიხართ რომ ბუნებაში და ზოგადად სამყაროში ყველაფერი ცვალებადია? სიცივეს მოსდევს სითბო, სიკვდილს – სიცოცხლე, სიჩუმეს – ხმაური და ასე, დაუსრულებლად. თუმცა ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ ამ ხმაურსა და ორომტრიალში, ბუნება, თავისით, როგორღაც ინარჩუნებს ერთ საოცარ თვისებას იყოს – ჰარმონიული. შესაძლოა შემომედავოთ, მაშინ კატასტროფებსა და კატაკლიზმებს რა სახელს დაარქმევდიო? ესეც მისი უკუკავშირია ჩვენს არასწორ ქცევებზე, როდესაც მის საზღვრებს ვეხებით და ჰარმონიულობას ვაკარგვინებთ.
დავაკვირდეთ ადამიანებს, საკუთარ თავს.. რატომ ხდება ხოლმე, ხშირად შეიძლება რეალურად სასიამოვნო სიტუაციშიც ვიყოთ, კარგადაც ვგრძნობდეთ თავს, მაგრამ შინაგანად, თითქოს რაღაც არ გვასვენებს და სულ ცუდის მოლოდინში ვართ. მოვლენათა განვითარების სცენარს, ყოველთვის უარყოფით კონტექსტში უფრო განვიხილავთ ვიდრე დადებითში და საბოლოოდ ასეც ხდება ხოლმე… როგორც ვიცით, სამყაროში მოქმედებს მიზიდულობის კანონი და ზუსტად ესაა მიზეზი იმისა, რომ საბოლოოდ რისიც გეშინია და რასაც ხშირად საკუთარ თავსაც არ ვუმხელთ ბოლომდე, ის აგვიხდება ხოლმე. თუცა გამოსავალიც არსებობს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ჩვენი წარსული გამოცდილებიდან, რომელიც გვიყალიბებს ერთგვარ რწმუნებულებებს და გვიქმნის მოვლენათა აღქმის ფილტრებს და გვინდა თუ არ გვინდა, მივყვებით ერთხელ განცდილ სცენარს ფეხდაფეხ და შემდე ვწუწუნებთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება და ისეთი შეგძნება გვრჩება, რომ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს. ამ დროს მთავარია გამოვიმუშავოთ ენერგია, რომელიც მოგვცემს ძალას, მსგვასად ბუნებისა, ერთი გემრიელად შევუტიოთ და გავარღვიოთ ეს ე.წ. საზღვრებუ და ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ ჰარმონიულობას, ჩვენს ნამდვილ მეს, მსგავსად ბუნებისა. ნელ – ნელა ჩავსვათ საკუთარი თავი და ცხოვრება ცვალებადობის განზომიერბებაში და აქვე კითხვაც და საიდან მოვიტანოთ ეს ენერგია? იოგა, ვარჯიში, გნებავთ სპორტის რომელიმე სახეობა, სწორი კვება. თუმცა იოგა იმით არის მათგან გამორჩეული, რომ საქმე მხოლოდ სხეულს არ ეხება, მისი მეშვეობით ვსწავლობთ აზრთა მდინარების შეცნობასა და მათ მართვასაც, განსაკუთრებით კი ნეგატივის იდენტიფიცირებას, რათა ერთხელ და საბოლოოდ მიმართო შენი ყურადღება დადებითისაკენ, რათა აღარ მოიზიდო უარყოფითი და შეხვიდე დადებითი ენერგიის მდინარებაში.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა რეალურ დროსა და სივცეში, როგორ მივხვდეთ რომ ნადვილად ვუახლოვდებით ჩვენს იმ ,,მეს“, რომლეთან შეხვედრაცას, ბავშვობის შემდეგ ასე უშედეგოთ ვცდილობთ. პასუხი მარტივია და ისიც კვლავ ჩვენშია. საკუთარ თავებს, ჩვენზე უკეთ არავნ იცნობს და საკმარისია ერთი, მხოლოდ ერთი გადამწყვეტი, რომელიც პასუხია კიტხვაზე თუ რა გაკლია იმისათვის, რომ იყო ჰარონიული. პასუხები ბევრი მოვა, მთავრია მთაგან ამოიარჩიო ის ერთი, საკვანძო, რომლის განხორცილებაც თუნდაც ახლავე შეგიძლია და აკეთო ის ყოველ დღე, თავდაუზოგავად და დაუფიქრებლად, ტკივილისა და დროის უქონლობის მიუხედავად, თუნაც იმიტომ, რომ იყო მართალი საკუთარ თავთან. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, მეცადინეობა რომელიმე ენის მაგრამ ყოველ დღე, თუნდაც ნახევარი საათი; ვარჯიში იოგის; ხატვა; ხელსაქმე ან რაიმე ისეთი, რომელიც იმ შენს ზე, ჰარმოიულ მეს ახასიათებს და ასე გჭირდება შენც, რომ განიცადო ის მდოგამრეობა და აქვე კითხვა. არის განა ეს საკმარისი იმისათვის რომ ჰარმონიულად ვიგძნოთ თავი? არა. ეს მხოლოდ გადამწყვეტი, პირველი ნაბიჯებია, რომელსაც სჭირდება ახალი დახმვედრი, ჩვენი ახალი მე, უფრო თავისუფლად მოაზროვნო მე, თუმცა ისიც კვლავ თქვენში ცხოვრობს, უბრალოდ კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩაიხადოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს თუ როგორია ის ჰარმონიული, წარმატებული და ასე ერთი შეხედვით მიუღწეველი მე, რომელიც ასეთი ბედნიერი და ლაღია ჩვენს წარმოდგენებში და პასუხიც მოვა. პასუხია მარტივია ისიც შენ ხარ, რადაგან იმას ვერ შექმნი, რაც შენში უკვე არ არსებობს განსხვავება მხოლოდ ერთშია – ის მე უფრო ენდობა საკუთარ თავსა და სამყაროს, ის უკვე დაემშვიდობა თუნდაც იმ ნივთებს, ჩვეულებებსა და ადამიანებსაც კი, რომლებიც ხელს უშლიდნენ მის ჰარმონიულობას. მან იცის, რომ შედეგისთვის საკარისი დაიწყო, დაიწყო თუდაც მცირე ნაბიჯებით და არასოდეს გაჩერდე. გჯეროდეს რომ შენ ის ხარ, ვინც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან სხვები, რადაგან ეს მხოლოდ გამოწვევაა შენთვის, რომელიც უბრალოდ გადასალახია, რათა მიიღო გამოცდილება და საბოლოოდ, სხვდები, რომ შენ თავად ხარ ენერგიაც და ბუნებაც. სამყაროს ის ნაწილი ხარ, რომელიც მასსავით ექვედებარება ცვლილებას და ქმნის საკუთარ ისტორიას, ასწესებს საზღვრებს და თავადვე იცავს მათ; არის ბობოქარიც და არის მშვიდიც და არასოდეს კვდება, რადგან არის ენერგია, მთელის ნაწილი და ისეთივე ჰარმონიული, როგორც თვად მთელი.
პ. ს. ეს სინამდვილეა. რეალურად შეგიძლია იყო ჰარმონიული, სულელი ბავშვივით ბედნიერი და მართლა ჩიტივით თავისუფალი… სიარული დაიწყე.
ავტორი: ნუცა მუჯირიშვილი


დატოვეთ კომენტარი