ბალანსი და ჰარმონია არ არის ის, რაც გარეთ უნდა ვეძებოთ. ის საკუთარ თავში, თავად უნდა შევქმნათ. დღს გაგაცნობთ როგორ შვინარჩუნოთ ბალანსი და ჰარმონია აიურვედათი.
რა არის აიურვედა ? აიურვერდა არის უძველესი ინდური გამაჯანსაღებელი სამედიცინო სისტემა, რომელიც იოგასთან ერთად გასაოცარ შედეგს იძლევა და მე მას ვიყინებ თითქმის ყველა ჩემს პროექტში.
აიურვედა შეიქმნა 5000 წლის წინ და ზეპირი მეტყველებით გადაეცა თაობებს. მას ღმერთების მედიცინასაც ეძახიან. აიურვედის მთავარი მიზანია ადამიანს აპოვნინოს ბალანსი და ჰარმონია საკუთარ თავში.
დააბალანსე შენი ეგერგია.
აიურვედას მთავარი დევიზია, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია თავისი უნიკალური თვისებებით და ადამიანის ჯამრთელობისთვის საჭიროა ეს თვისებები ბალანსში იყოს.
შენს სხეულში არსებული ყველაზე დომინანტური ენერგია, აღგწერს ყველაზე უკეთ და აიურვედა ამ ენერგიის საფუძველზე გეხმარება გაარკვიო თუ რა არის შენთვის უკეთესი, კვებიდან დაწყებული სპორტით დამთავრებული .
ყველა ადამიანს აქვს თავისი ენერგიის წყარო და ეს წყარო უნიკალურია , როგორც თითის ანაბეჭდი.
აქვე აღვწერ ენერგიებსაც და იქნებ საკუთარი თავიც ამოიცნოთ და გაგვიზიაროთ.
VATA- კრეატიული და ენერგიული
ხარ შემოქმედი და იმპულსური? ხშირად გეკითხებიან თუ საიდან გაქვთ ამდენი ენერგია? მაშინ აიურვერდს მიხედვით VATA ხარ. ბალანსის საპოვნელად საუკეთესო საშუალებაა იოგა და ცურვა.
PITTA – ძლიერი და სტაბილური
ხშირად მოგმართავენ ადამიანები დახმარებისთვის? ხარ კარგი მსმენელი? მაშინ შენი ენერგიის ტიპია PITTA. ეს ადამიანები გონიერები და კარგი ლიდერები არიან. თუ ისინი არ არიან ბალანსში ხდებიან აგრესიულები და მომთხოვნები. მათი სპორტი დაკავშირებული უნდა იყოს
წყალთან რომ გაანელოს ცეცხლი.
KAPHA- მშვიდი და სიყვარულით სავსე.
თუ ადამიანი მშვიდია ბუნებით,
გაწონასწორებულია და სიყვარულით, გაგებით ეპყრობა გარშემო მყოფებს , მაშინ ეს KAPHA ენერგიაა. მის გასაძლიერებლად და დასაბალანსირებლად კუნდალინი იოგა საუკეთესო საშუალება.
ენერგიის დასაბალანსებლად აირვედის მიხედვით არაჩვეულებრივი საშუალებაა აგრეთვე ეთერული ზეთები, მათ დანისნულებებს და გამოყენების წესეს მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ.


დატოვეთ კომენტარი