ამ გზას ალბათ ყველა ეძებს, სადღაც ქვეცნობიერში არც სჯერა მისი არსებობის. უამრავი პოსტი და რეკლამა ხომ ამაზე გვიყვება: მარტივი პრაქტიკებით მოუსმინე, გაიმეოერე და ყველაფერი შენს გარშემო შეიცვლება. თითქოს უკვე არაერთი ტრენინგია გავლილი, არაერთი აფირმაცია და სარკესთან, საწოლში, ბალიშზე, იოგის ნოხზე და ჰოი, სიტუაცია არამარტო გამოკეთდა პირიქით გაუარესდა… პროცესია, ისმის ხმა მათგან ვინც შედარებით დამუშავებულია. არადა შინაგანი ხმა გეუბნება არ იმოქმედა და ახალ მისტიურ და რთულ გზას ეძებ. ბევრს ეს გზა იოგა და მედიტაცია ჰგონია.
მე ამ ბლოგში ჩემს განვლილ გზას მოგიყვები და დასკვნა შენთვის მომინდვია. მოსინჯე და ერთი წელი არ გაიტანო ნაგავი. არ გაიატანო დააგროვე… არ მაქვს საუბარი 10 წელი, 20 და 45. უბრალოდ 1 წელი დააგროვე და იყოს. კარგად გადააფარე ლამაზი გადასაფარებელი შენს საყვარელ ფერებში და გააგრძელე დაგროვება. საბოლოო ჯამში ამ ნაგავის გადაყრა მოგიწევს… გინდა არ გინდა და რაც არ უნდა უძახო მაპატე და მიყვარხარ ის არც გაქრება და არც ოქროდ გადაიქცევა. არ გადაიქცევა … თუ გინდა დავნიძლავდეთ. მაინც განძრევა მოგიწევს და ამ ხნის ნაგვის ან დეკომპოზოცია, ან ერთიანად, მაგრამ გადაყრამაინც მოგიწვს. ვიღაც ამ ნაგავს მიადგება ურიკით, ვიღაცა დიდი ექსკავატორით, ვიღაცა ტანკით. ზოგი კი უბრალოდ უყურებს და ტირის ისეთი სუნი აქვს, მაგრამ ის არაფერს არ აკეთებს რომ ეს სუნი მოიშოროს, თვითონაც ნაგვის სუნი ასდის უკვე, ავრცელებს ამ ნაგავს და თვითონ რა თქმა უნდა პრობელემის არსს ვერ ხედავს. რომელი გზა არის სწორი? ურიკა, ექსკავატორი, ტანკი? რომელი? ყველა, რომელიც ნაგვისაგან სივრცეს გაათავისუფლებს. რომელია რთული და რომელი მარტივი? ნებისმიერი მიმდინარეობა, რომელიც დაგეხმარება ფუნდამენტი გაამაგრო და გათავისუფლდე.

ყველა გზა გამართლებულია და იმ წერტილში მიყავხარ, რომელსაც განულება ჰქვია. იმ წერტილში შეიგრძნობ რომ ყველა გზა უფალთან მიდის. აი, იქ მისული აყროლებულ წყალსაც გადააქცევ სასმელ წყლად და აყროლებულ ნაგავს რესურსად. მაგრამ იქამდე უნდა მიხვიდე. და ეს გზა არ არის მარტივი. ნებისმიერი მარტივი ტექნიკა დასაწყისში გულის რევის შეგრძნებას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში სულ დაგანებებინებს თავს. არა იმიტომ რომ ყველაფერი შრომით მოიპოვება, იმიტომ რომ ყველაფერს მოქმედება სჭირდება და შენზე არის დამოკიდებული მას ტანჯვად გადააქცევ თუ სასიამოვნო ზრდის პროცესად. ფუნდამენტი უნდა გაამაგრო, მერე დააშენე რაც გინდა ზედ. დღეს შეგიძლია ამ ფუნდამეტის გამაგერება კუნდალინი იოგით დაიწყო, მე აქ ვარ შენთან. აქვე გაგიმეორებთ ჩემი მასწავლებლის ჰარი კრიშანის სიტყვებს ნუ ენდობი სიტყვას, ენდე მდგომარებას.
სატ ნამ


დატოვეთ კომენტარი