
საღამოს სასიამოვნო რიტუალები დაგეხმარება, დღისით მიღებული სტრესის სხეულიდან მოშორებაში.

ყოველთვის დაწექი ერთსა და იმავე დროს, დაწოლამდე დაუთმე საკუთარ თავს მინიმუმ 30 წთ, შემდეგ ეს პროცესი ისე მოგეწონება 1სთ გამონახავ ამისთვის, რადგან შენი ცხოვრების ხარისხი საოცრად გაუმჯობესდება.

მომდევნო ნაბიჯი გაწელვის რიტუალია, შეასრულე 15 წთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში უმეტასად ვზივართ, რაც კუნთებს ძალინ ადუნებს, ან სტრესი გვაქვს და კუნთებს ჭიმავს და საბოლოო ჯამში კუნთებისა და სახსრების ტკივილამდე მივყავართ. ამიტომ გაწელვები ან დინამიური კუნდალინი იოგის ვარჯიშები, როგორიც არის სპაინალ ფლექს, შოლდერ ტვისტ და სხვადასხვა პრანაიმა სტრესს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოწურავს სხეულიდან.

მომდევნო ნაბიჯი მედიტაცია ან მანტრაა, 3-7-11 წთ უკვე საკმარისია სხეული იგრძნო და გააცნობიერო როგორ დუნდება და ემზადება მშვიდი ძილისათვის.

კარგი იქნება ასევე თბილი, ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი შეიზილო სხეულში წრიული მოძრაობით. დღეს არის ისეთი ზეთები, რომელსაც იმდენად კარგად იწოვს კანი, ჩამობანაც არ სჭირდება. ზეთი ჯერ ხელზე გაათბე და შემდეგ დაიწყე ტერფებიდან მუხლების მიმართულებით შეზელა წრიული მოძრაობით. შემდეგ ფეხების ზედა ნაწილი, მუცელი, ხელები, მკლავები და კისერი.
დააკვირდი რომელ სურნელს აქვს შენზე დამაშვიდებლი ეფექტი, იყავი დამკვირებელი და ცნობისმოყვარე, შეისწავლე საკუთარი თავი.

საღამოს კარგია ესევე თბილი წყლის აბაზანა. წყალი კარგად ადუნებს სხეულს, ჩამორეცხავს დარჩენილ სტრესს და დღის განმავლობაში კანზე დაგროვილ მავნე ნივთიერებებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეელზე ზრუნვა, ჯანმრთელი სხეული ეს არის მენტალური ჯამრთელობის საწინდარი. იქ, სადაც ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი სულია ვირუსისა და სხვა ნეგატივის ადგილი უბრალოდ არ არის. მომდევნო სტატიებში მე განვიხილავ სავარჯიშოებს, რომელიც აბალანსებს და წესრიგში მოჰყავს ნერვულის სისტემა.
გააზიარე პოსტი თუ მოგეწონა. შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე.
სათ ნამ
შეიგრძენი სიხარული ყოველდღე