გიფიქრია რა დიდი კავშირია შენსა და სამყაროს შორის? ან როგორ აღრმავებ ამ კავშირს ყოველდღიურად? თუნდაც იმით, თუ როგორ ზრუნავ დედამიწისთვის?
გააღრმავე შენი კავშირი დედამიწასთან და შენ მარტივად იპოვი მისი ზრუნვის გზებს.
გასულ კვირას პარკში ვსეირნობდი, გვერდით ასაკოვანი ქალის საუბარი მესმოდა, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და რამაც ინსპირაცია მომცა ეს სტატია დამეწერა, ეს სიტყვები იყო:
”დედამიწის მიმართ პატივისცემა მაქვს და მან ეს იცის”, – თქვა მან. ”როდესაც მასზე დავდივარ, ვგრძნობ, რომ დედების წიაღზე მივდივარ”.
დღეს, თითქმის ყველა ვხვდებით, თუ რა ზიანს ვაყენებთ ჩვენი საქმიანობით, ჩვენს პლანეტას.
თითქოს და ვერიდებით მის დაბინძურებას , გამონაბოლქვებს ვამცირებთ, ვყიდულიბთ გადამუშავებად, “მწვანე” პროდუქციას, ვრგავთ ნერგებს და ა.შ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის…
ვიცი რომ სწორედ შენ, ვინც ამ სტატიას კითხულობ, სურვილი დიდი გაქვს, კიდევ უფრო მყარად დაუკავშირდე დედამიწას, ამისთვის დაიწყე დღეს, ახლა, ამ წამს დედამიწისთვის მადლიერების და პატივისცემის პრაქტიკა.
ეს როგორ?
იგრძენი კავშირი ბუნებრივ სამყაროსთან;
დილით პირველ რიგში, მადლიერება მავსებს. სახეზე შესხმული წყალი მაკავშირებს წყალთან, რომელიც მიედინება მთელს პლანეტაზე. ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა ფილტვებში, მაკავშირებს მთლიან ჰაერთან, დილის მზის სხივებს სიხარულის გრძნობა მოაქვს, რადგან ცეცხლი, ჰაერი და პრანა გაერთიანებულია ჩემში.
გაღვიძების პირველ მომენტებში ვგრძნობ ღრმა კავშირს დედამიწასთან. როდესაც ჩვენ ვაფასებთ ამ კავშირებს, შეგვიძლია განვიცადოთ, უხვი კეთილდღეობა, სიყვარული და სამყაროს კუთვნილების გრძნობა.
არსებობს სხვა კავშირებიც. იოგური ტრადიცია მსოფლიოს განიხილავს, როგორც ხუთ ელემენტს: დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და ეთერი. ჩაკრებიდან ხუთი ჩაკრა,ამ ელემენტებს პირდაპირ ანარეკლებად მიიჩნევს.
დედამიწასთან ერთიანობის უფრო ღრმა განცდის შესაქმნელად ერთი გზა არის, ბუნების ენერგიის ათვისება და ფოკუსირება იმ ჩაკრებზე, რომელიც შეესაბამება სამყაროს ფიზიკურ ელემენტებს.
მულდჰარა, ფესვის ჩაკრა;
იგი მდებარეობს ხერხემლის დაბოლოებაში და მისი ელემენტია მიწა. გიბიძგებს გადარჩენისკენ. საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი…
ჩაკრის ბალანსისას თავს იმედიანად, თავდაჯერებულად გრძნობ. ხოლო დისბალანსისას შეიძლება განიცადო შიში ან დეპრესია. კავშირისთვის, წარმოიდგინეთ დგახარ ფეხშიშველი, ფესვები გამოდის ფეხების ფსკერზე და ღრმად ჩადის მიწაში ამით ენერგიას იღებს შენი მთლიან სხეული. ეს გაგრძნობინებს, რომ პლანეტის ნაწილი ხარ, ხოლო პლანეტა შენს ნაწილშია.
სვადჰისტანა, მეორე ჩაკრა.
ელემენტი-წყალი 🌊
ფერი-ნარინჯისფერი 🧡
მდებარეობა-ჭიპიდან 5 სანტიმეტრით ქვევით, სადაც განთავსებულია სექსუალური ორგანოები.🧘♀️ რომელიც მიმართავს ემოციების, ვნებების და შემოქმედების ნაკადს, რაც ჰარმონიას ან დისჰარმონიას უქმნის საკუთარ თავს და სხვებს. შედექი ამ ენერგიაში ცხელი წყლით გაჟღენთილი შხაპით. წყლით გაასუფთავე შენი სხეული, გონება და ემოციები.
მანიპურა, მესამე ჩაკრა.
იგი მდებარეობს მზის წნულში. ასახავს ცეცხლის ელემენტს. შენი ძალა, ინტელექტი და სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც ეხმიანება შენს ადგილს სამყაროში, შენი თვითშეფასების გრძნობა, ცეცხლით იკვებება. შთანთქავ მზის სითბოს და გარდაქმნი მას.
ანაჰატა, გულის ჩაკრა.
ჰაერის ელემენტი. ჰაერი, რომელსაც სუნთქავ, თანაგრძნობას, ინტუიციას და სიყვარულს შთაგაგონებს. მცენარეები, რომლებიც ჩვენს სამყაროს იზიარებენ, ნახშირორჟანგით იღებენ და სუფთა ჟანგბადს უბრუნებენ. მათი შენარჩუნება ნიშნავს, რომ ისინი გვიცავენ ჩვენ.
ვიშუდჰა.
იგი მდებარეობს ყელის არეში. ღრმა სუნთქვა დედამიწასა და ზეცას აერთიანებს შენში, იწვევს თავისუფლების შეგრძნებას. სუნთქვის პრანა და სული აერთიანებს ყველას მადლიერებასა და სიყვარულს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, შენი სხეულის, გონების და ემოციების ზიარება დედამიწასთან ერთად გამოიწვევს ცვლილებას შენს შინაგან და გარე სამყაროებში. ეს დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანში ვიპოვნოთ დედა დედამიწის განკურნების გზები.


დატოვეთ კომენტარი