შეცოდება თუ თანაგრძნობა ?
გიგრძვნია ხოლმე ადმიანის ტკივილი საკუთარ თავზე? და რა შეგრძნება ეს ?
თითქოს და ეს შენს თავს ხდება, ცრემლები მოგდის და შენს განვლილ სიტუაციას იხსენებ. ეს შენი წარმოდგენაა მის ტკივილზე, შენი ტკივილის დამატებით და ამავე დროს მჭიდროდ დაკავშირებული საერთო ტკივილთან, რაც დედამიწაზე ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს. ეს არც შენთვის არის კარგი და არც იმისთვის ვინც ამ ტკივილს ახლა განიცდის და შენ ასე გეცოდება.
თანაგრძნობა- ეს არის როდესაც გვერდიდან აკვირდები ამ მდგომარეობას, შენ არ გრძნობ ანუ არ გტკივა, თვალწინ არ გიდგება შენი სიტუაცია. თანაუგრძნობ მსმენელს, სიტუაციას უფრო რეალურად აღიქვამ, არ გიპყრობს ემოციები და ამით ახერხებ რელურად დაეხმარო ამ ადამიანს შესაძლებლობა გაქვს მთელი შენი ყურადღებით და ფოკუსით მასთან დარჩე. ეს ალბათ ცოტა რთულია, მაგრამ ეს რეალობაა…
შეცოდება და მსხვერპლის როლი ჩვენს ცხოვრებაში აქტუალურია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.. ამ დროს ტკივილი ძლიერდება და ვერც მსმენელი და ვერც მოსაუბრე რეალურ გამოსავალს ვერ ნახულობს.
თანაგრძნობა ეს არის რბილი ხასიათი, მზად ყოფნა დახმარებისათვის, გვერდში დგომისთვის, როგორც სხვებთან ასევე საკუთარ თავთან.
ის რომ საკუთარ თავს უთანაგრძნობ სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავ ან სულ თავს იმართლებ -„მე ხომ ადამიანი ვარ“. თანაგრძნობა პირიქით უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ ხშირად მასთან ახლავს შიში: ვარ კი მე საკმარისი? ან შემიძლია დახმარება? . ეს ემოციები ხომ ადამიანურია.
თუ კი საკმარისი თანაგრძნობა გაქვს საკუთარი თავის მიმართ, ეს გაძლევს საშუალებას დაინახო შენი ნაკლი, შეიცნო და არ მისცე საშუალება დაგაბრკოლოს. თანაგრძნობა გაძლევს საშუალებას არ იყო საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი, რეალურად შეაფასო და დაინახო საკუთარი შესაძლებლობები, მაშინ სხვასაც უკეთ დაეხმარები ანუ შენი გაუცნობიერებელი ტკივილი დედამიწაზე ნაკლებია. იმას კი რასაც აცნობიერებ ან იღებ, ან ტრანსფორმირებას უკეთებ.
ხშირად უთანაგრძნო საკუთარ თავს რთულია, ჩვენი სხეული სტრესის დროს პირველად ემოციებში გადადის:
• ადგილზე გაყინვა- უმოქმედობა;
• გაქცევა;
• ბრძოლა;
მე არ ვამბობ რომ ეს არა რის საჭირო, მე უბრალოდ ვამბობ რომ თუ კი ემოციას გააცნობიერებ, უამრავ ენერგიას და დროს დაზოგავ.
როდესაც შენთვის ძალინ მნიშველოვანია რას იტყვიან შენზე, ეს მომენტი ხშირად გიბიძგებს უმოქმედობისაკენ, რადგან არ იცი გარშემომყოფების რეაქცია. ტკივილი და ემოციური აშლილობა ახლავს ადამინურ ბუნებას და მისი მოშორება არც კი არის საჭირო, თუ კი გააცნბიერებ მათ. ამაში გეხმარება მედიტაცია. მისის დახმარებით ხედავ სიტუაციას ობიქეტურად და არა ისე როგორც შენ გინდა ან გეჩვენება.
ხდება ისეც, რომ ადამიანი დიდი ტკივილის დროს საკუთარ თავს იზოლაციას უკეთებს ანუ გაქცევა საზოგადოებისაგან, გარშემომყოფებისაგან, რადგან თვლი, ამ დროს მათგან უფრო მეტი ტკივილი მოდის.. სწორედ აუტანელი ტკივილი ქმნის სიცარიელეს და მას ვერ ავსებ., ურთიერთობები პირიქით გაგრძნობინებენ , რომ შენ მარტო არახარ და რაღაც დიდის ნაწილი ხარ და ტკივილი სულაც არ არის ვინმეს ბრალი, ის უბრალოდ არის. ამ დროს მიიღე ის მომენტი, სადაც ტკივილი იქ არის ზრდა.
საკუთარი თავის კრიტიკის დროს ადამინი იბრძვის, ის ტუქსავს საკუთარ თავს, აკრიტიკებს როგორც მკაცრი მშობელი, მაგრამ თუ აქ არ შეებრძოლები და უბრალოდ მიიღებ საკუთარ ნაკლს შენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და გაცილებით მარტივს გახდი. იყავი ამ დროს საკუთარი თავის მზრუნველი მშობელი, მომთმენი მასწავლებელი და განსაკუთრებულად ყურადღებიანი.
ეს სავარჯიშოები დაგეხმარები გახსნა გულის ცენტრი, იყო თანამგრძნობი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ.
* სათ კრია
*გულის ჩაკრის კრია
* გულის ჩაკრის მედიტაცია 👇
https://www.youtube.com/watch?v=8uDDJ4LIQN0


დატოვეთ კომენტარი