გუშინ კუნდალინი იოგას ფესტივალზე ვიყავი, ჩემი მასწავლებლის იოგა კლასის დროს გავაკეთეთ კრია შინაგანი ძალის გაღვიძება.
რაღა უნდა გააღვიძო, 10 წელია ვვარჯიშობ ლამის. მაგრამ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას, ახალ ნაბიჯს, შენარჩუნებას, სიყვარულს, ახალი ძალა ჭირდება.
5 სავარჯიშო იყო და თითო სავარჯიშოს 11 წთ ვაკეთებდით. ერთერთი სავარჯიშო სადაც გაუნძრევლად ერთი ხელი მაღლა გვქონდა და ერთს მთელი ძალით ნაბიზე( ჭიპზე) ვიჭერდით სადღაც მე 7 წთ ზე უკვე ტკივილისაგან ტირილი მინდოდა. ვაგრძელებ მივიღე გადაწყვეტილება და გულიდან სითბო წამოვიდა… ვიფიქრე, იესოს ჯვარზე გაკვრა რომელსაც ჩვენთვის ითმენდა და მე 11 წთ ხელგაშლილი ვერ ვჩერდები. იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი უფლის მიმართ მეგონა იმ წუთში მთებს გადავდგამდი.
იფიქრე და იცხოვრე გულიდან და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ![]()


Interesting take on risk assessment! It really highlights how deliberate practice, like what Pinas77 offers, can build a solid foundation – even beyond just luck at the table. Building that ‘credibility’ is key!