Კუნდალინი იოგა გვაჩვენებს ადამიანად ყოფნის სრულ სურათს, ინდივიდს რომელსაც გააჩნია ნათელი სული და ღმერთის ცოდნას თან ატარებს. Ჩვენი სული დაფარულია და მოიცავს პირად კარმას. Კარმა არის გადაწყვეტილებების და არჩევანის შედეგი, რომელიც არა უდარდელი ცხოვრების საფუძველზე წარმოიშვა არამედ შიშის, სასრულისა და ეგოს გააზრებასა და იდენტიფიცირებისგან.
Შენ გაგაჩნია თავისუფალი ნება, შეგიძლია თავისუფლად გააკეთო ნებისმიერი ბინძური არჩევანი. Გეძლევა შანსი რომ სწავლების ან მასწავლებლისგან ბიძგი მიიღო, მაგრამ ესეც შენი გადასაწყვეტია მისცემ ამ ბიძგს შერხევის უფლებას თუ წახვალ და შექმნი საკუთარი თავისგან კიდევ უფრო მეტ აურზაურს. Თითოეული სწავლების საბოლოო მიზანი არის საკუთარი პონეციალის გააზრება და გამოღვიძება, განსხვავება არის ის რომ ზოგიერთი სწავლების ბიძგი სწრაფად მუშაობს ხოლო ზოგიერთი კი ნელა.
Ყველა ადამიანს აქვს პოტენცია, ანუ თითოეული ჩვენგანი შეუძლია კუნდალინი იოგა, მაგრამ ზოგიერთის წარსულში გაკეთებულმა არჩევანმა შეიძლება შეზღუდოს ისინი. Მასწავლებლის დანიშნულება ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ის რომ შეახსენოს კუნდალინი იოგის ამოუწურავი ჰორიზონტის შესახებ. Მოსწავლეები უნდა მიეჩვივნო დისციპლინას, მასწავლებელი ვერ აიღებს მათ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, ის მხოლოდ დიდი შოუს ნაწილია, მისი მისია კი ამ ნაწილის კარგად შესრულება არის.
Კუნდალინი იოგის მუდმივი შესრულება გაქცევს იმ ადამიანად ვინც სინამდვილეში ხარ და მოგცემ უსასრულობის პრაქტიკულ შეგრძნებას. Კუნდალინი იოგის ელემენტარული გააზრებაც კი გვეხმარება მოვიშოროთ შინაგანი კონფლიქტი და მივმართოთ ჩვენი ენერგია ბედნიერებისკენ. Როდესაც სული იხსნება გულის წინაშე ადამიანი ხდება უსასრულოდ ღვთიური. Ადამიანმა უნდა შეიცნოს და გაიგოს მისი არსებობა მთლიან სამყაროსთან ურთიერთობაში, ხოლო ის ვინც ამას გაიგებს ჩაწვდება მთლიანი სიმართლის არსს. Მთელი სამყარო შენს ირგვლივ კიდევ უფრო გალამაზდება, თუკი შენ მიხვდები ვინ ხარ სინამდვილეში.
Კუნდალინი იოგა არის ცნობიერების იოგა. Ჰათჰა იოგას 12 წელი პლუს რაჯა იოგას 6 წელი, პლუს მანტრა იოგას სამი წელი, პლუს ლაია იოგას ერთი წელი უდრის კუნდალინი იოგის ერთი კომპლექსური წლის შედეგს. Არჩევანი თქვენზეა. Კუნდალინი იოგის სირთულე არის იმასი რომ მას მასწავლებლის დახმარების გარეშე, წიგნებიდან ვერ ისწავლით. Ამიტომ უწოდებენ კუნდალინი იოგას ოქროს გზას, ან ოქროს ჯაჭვს, რადგან ის ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა. Შენი მასწავლებლის და მისი მასწავლებლების ცოდნა და ენერგეტიკა შენზეც გადმოდის. Შენ უკან მთელი კუნდალინი იოგის ქარტია დგას. Წინა ინკარნაციების გამოცდილებით თქვენ აუცილებლად შეხვდებით თქვენს მასწავლებელს და ამ მომენტში მიანდობთ თქვენს ეგოს მას ან უბრალოდ გაიქცევით.
Მოსწავლემ იოგი ბაჯანს კითხვა დაუსვა :
Მე ვაკეთებ კუნდალინი იოგას როგორც მასწავლეთ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. Ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ბევრ წარმატებსაცა მივაღწიე. Ჩემი კითხვა არის რატომ მუშაობს კუნდალინი იოგა? მე ხომ ყოველთვის არ ვგეგმავ რაღაცეებს, მაგრამ სხვადასხვა ასპექტები თავისით იწყებს დალაგებას.
Სამყარო და ჩვენი მოგზაურობა ამ ცხოვრებაში ძალიან გამჭირვალე და ცნობიერიც კი არის. Მისი თითოეული ასპექტი კრეატიული და ორგანიზებულია. Ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. Რატომ გახდა ეს სამყარო პაზლი ჩვენთვის? Დაბნეულობა მაშინ ხდება როდესაც, ზოგჯერ მიუხდევად ჩვენი კეთილ მოწყობილი პიროვნებისა და საუკეთესო მომზადებისა, ჩვენ არ ვვითარდებით და ვერც ვგებულობთ რატომ. Შეიძლება ამას გარკვეულწილად ინტუიციურად მივხვდეთ მაგრამ ამის ტექნიკურ და სისტემურ გაგებას დრო დაჭირდება.
Წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მამაკაცი რომელიც საშუალო დონის მედიცინის სტუდენტია. Ის ამთავრებს უნივერსიტეტს და ეძლევა საუკეთესო შესაძლებლობა. Მისი ბიზნესი და თვითონაც ძალიან წარმატებულის ხდებიან. Ახლა წარმოიდგინეთ მეორე მამაკაცი, რომელიც საუკეთესო სტუდენტი იყო კოლეჯში, მაგრამ დამთავრების შემდეგ მას არ ეძლევა საუკეთესო შესაძლებლობა და ქმნის საშუალო დონის კარიერას. Რა არის ნამდვილი განსხვავება ამ ორ შემთხვევას შორის? Რატომ ხდება რომ ხშირად ვერ ვერგებით ცხოვრებას და ჩვენს გეგმებსაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის რომ ამას მივაღწიოთ? Ამ დაბნეულობის ცენტრი ძალიან ადამიანური პრობლემიდან მომდინარეობს. Თქვენ ვერ გებულობთ ვინ ან რა ხართ. Შემდეგ ვერ გებულობთ როგორ მუშაობს რაღაცეები და როგორ განიცდის პროგრესს. Ნებისმიერ რამეს სამყაროში თავისი ბუნება და მექანიზმი გააჩნია. Საკუთარი თავის გაგება, გაგება იმისა თუ ვინ ხართ ყველაფერს ნათელს გახდის, ხოლო ეჭვების და დაბნეულობის ადგილი თქვენც ცხოვრებაში აღარ იქნება. Ეს არის ზუსტად სამყაროში უბედურების და კონფლიქტების მიზეზი.
Იოგებს ადამიანური არსებობის სიმბოლო აქვთ: სინათლის რკალი, რასაც ჩვენ აურას ვეძახით. Ადამიანის არსებობა ზუსტად ამ რკალზე და მის ბალანსზე არის დამოკიდებული. Ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია ამის დანახვა და შესაბამისად არც ესმით ამის მნიშვნელობა. Ჩვენ რომ აურის დანახვა შეგვეძლოს ზუსტად შევიცნობდით ჯანმრთელობის მდგომარეობას, ემოციების ინტენსიურობასა და ჩვენს შესაძლებლობებს.
Თითოეული ადამიანი უნიკალურია. Ეს უნიკალურობა განისაზღვრება და დაცულია ეგრედ წოდებული რკალის-აურის მიერ. Ყველა ენერგიას არსებობის პროცესში გააჩნია გაცვლის ფუნქცია. Ჩვენი აურის და მაგნიტური ველის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ მოვლენებს და ადამიანებს აძლევს ან არ აძლევს ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალებას. Ნუ შეგეშინდებათ დადებითი ენერგია არ აისხლიტება, პირიქით ის თქვენს აურას გაალიერებს და სამყაროში ფორმირდება, ხოლო ნეგატიური ენერგიისგან დამცველად გვევლინება აურა. Თქვენ სხვადასხვანაირად რეაგირებთ ემოციებზე, თუ რამდენად ძლიერი ან სუსტია თქვენი მაგნიტური ველი. Როდესაც თქვენი მაგნიტური ველი ძლიერია, თქვენვე შეგიძლიათ ნებისმიერი ემოციის ან ენერგიის თავიდან არიდება და ფორმირება, ასევე ადამიანებს უჩნდებათ თქვენთან ურთიერთობის და საუბრის სურვილი.
Კუნდალინი იოგა არის მეცნიერება რომ გააძლიეროთ და შეცვალოთ თქვენი აურა, გარემოებები და თქვენი ცხოვრება იწყებს გაფართოებას.
Ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ კუნდალინი იოგა ერთ ერთი ყველაზე საშიში იოგის ფორმა არის.
Საუბარი საშისროებაზე ხშირად ყველაზე დიდი საფრთხის და პრობლემის წარმომშობი ხდება. Საშიშია მხოლოდ ის როდესაც თქვენ მოიხმართ რაიმეს ხელოვნურსა და გარეგანს, მაგალითად როგორც ნარკოტიკს.
დაფიქრდით კუნდალინი იოგაზე სხვა მხრიდან. Სინამდვილეში იქ ღმერთია, რომელიც განახებთ თავის თავს. Კვანძის გახსნის და არეულის სიტუაციიდან გამოსვლის პროცესს ეწოდება კუნდალინი. Და რა უნდა იყოს ამაში საშიში? Კუნდალინი ხსნის თქვენში იმას რაც უკვე ისედაც თქვენშია, ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობები. Თქვენი სისტემა ისე არის აგებული რომ თავისთავად შეიცვას კუნდალინს, უბრალოდ თქვენ არ იყენებთ ამ ენერგიას და რა უნდა იყოს საშიში თუკი დაიწყებთ ამ ენერგიის გამოყენებას.


დატოვეთ კომენტარი