ხშირად ურთიერთობებში არც ისე ბევრია საჭირო – უბრალო ზრუნვა და სიყვარულის გამოხატულება საკმარისია, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. თუმცა, ყოველდღიური ქაოსის ფონზე, ამას ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. პატარა სიყვარულის ჟესტებისგან საოცრებებს მოველით, დარწმუნებული ვარ, ეს საოცრება მრავალჯერ უკვე იყო თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ დავიწყებას მიეცა, ახლა კი მხოლოდ ფეიერვერკებს ველით.
მაგრამ რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისთვის ურთიერთობაში?
ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რომ დავინახოთ ის “უბრალო” სიყვარულის ჟესტები, რომლებიც მართლაც გვახარებს და გვაბედნიერებს. სწორედ ეს გვანიჭებს სინამდვილეში სიღრმეს და სიმშვიდეს ურთიერთობებში.
მე და ნუკრი ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა შევუღლდით. იყო ყოფითი პრობლემები, ერთმანეთის შეგუების პერიოდი. მაგრამ ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის მფარველი ანგელოზები ვართ. ეს არ იყო რაიმე ერთჯერადი მოვლენა, არამედ დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ასეთი მომენტები ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. მზად ვიყავი დამენახა ის, რაც მანამდე ვერ შევამჩნიე.
რადგან ახლა ამას გულის თვალით ვუყურებდი.
ერთხელ ნუკრის ოპერაცია გაუკეთეს, და რამდენიმე დღით შინ ყოფნა მოუწია. ბოლოს, მოიწყინა სახლში და გადავწყვიტეთ, ეზოსთვის ხეები აგვერჩია. თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო. იძულებული გავხდით სახლში დავბრუნებულიყავით. გზაში მივხვდით რომ ახლო სვაანდმყოფოში უნდა მიმეყვანა და ბოლოს გზაში ნუკრი გონებას კარგავდა. სასწრაფოში დავრეკე და, ავტოსტრადაზე 150 კმ/სთ სიჩქარით მივქროდი, მითხრეს ადგილი, სადაც უნდა შევხვედროდით სასწარფოს, ავოსტრადიდან გადასასვლელი იყო. ამასობაში ნუკრიმ გონება დაკარგა, მე კი საჭეს ცალი ხელით ვმართავდი, მეორე ხელით კი ნუკრის ხელზე ხელი მოვუჭირე და ტირილით ვუთხარი: „ნუკრი, გთხოვ, არ დამტოვო, ახლა აქ არ მიმატოვო. არ ვიცი, სად მიგიყვანო, ვერ ვპოულობ გზას და მეშნია… დამეხმარე“.
ახლაც არ მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ მან თვალები გაახილა, ძალიან მშვიდად ამიხსნა, სად მივსულიყავი და მიხსნიდა გზას სად უნდა გადამეხვია. როგორც კი უსაფრთხოდ მანქანა გავაჩერე, ისევ გონება დაკარგა. სასწრაფო უკვე გველოდებოდა…
ამ მომენტში გავიაზრე, რომ ნუკრი ყოველთვის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გაბრაზებული ვარ და მინდა ტანკით გადავუარო (თუმცა ხუმრობით), ეს მოგონება ყოველთვის მახსენებს ჩვენს ნამდვილ კავშირს.
ამის გააზრება შევძელი მაშინ როდესაც გულით დავიწყე ცხოვრება.
#დღე35


დატოვეთ კომენტარი