დღეს ჩვენი 40-დღიანი ციკლის 22-ე დღეა და მინდა ვისაუბრო ნდობაზე – ნდობა სამყაროს, ცხოვრების მოვლენების მიმართ. ნდობა არ ნიშნავს, რომ მთელი პასუხისმგებლობა სამყაროს მივანდოთ და ჩვენ მშვიდად წამოვწვეთ. პირიქით, ეს არის საჭირო ელემენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიჭიროთ სიმშვიდე და ვიყოთ დაკვირვებულნი მაშინაც, როცა ყველაფერი ჩვენი მოლოდინის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა, რომელიც კარგად გადმოსცემს, როგორ შეუძლია სამყაროს გვითხრას, რომ მასზე ნდობა სწორედ საჭირო მომენტში უნდა გამოვავლინოთ.
სტუმრები მყავდა – მეგობრები დავპატიჟე და, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უნდა მომესწრო: ხაჭაპური, ბლინჩიკები და პატარა ქართული სუფრაც გავამზადე. ყველის საყიდლად წავედი ქალაქში, ჩვენთან ყველგან ვერ იყიდი. ამიტომ, ცენტრში მომიწია გასვლა. არ ველოდებოდი, რომ დილის 10 საათზე ქალაქი ასე გადაჭედილი იქნებოდა, პატარა ქალაქში ვცხოვრობ მე. საცობი ყველგან იყო და რაც მთავარია, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ ვპოულობდი.
რამდენი წრე დავარტყი, უკვე აღარ მახსოვს, და ამ დროს ჩემს წინ ქალი ნელა მიაბიჯებდა. უკვე მოთმინბეას ვჯარგავდი. ის კი მანქანასთან მშვიდად მივიდა, მაგრამ ის, ვინც ჩემს წინ იდგა, სწრაფად დაიკავა ადგილი რომ თვითონ გაეცერებინა, მე კი ვიფიქრე, აქ მაინც ვერ დავეტევი. ქალი კი მანქანაში ზის და 10 წუთის მანძილზე არც გადმოდის. საცობი უფრო და უფრო იძაბებოდა, ხალხი სიგნალებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თითქოს დრო არავის ჰქონდა დასაკარგად.
მეც არეულად ვფიქრობდი, რამდენი წრე კიდევ უნდა დავარტყა და მაინც ნეტა თუ გავაჩერებ, ეს ქალი რას შვრება, რატომ ვარ მე მშვიდად მოდი მეც დავასიგნალო. უცებ, ჩემ წინ მდგომი მანქანა დაიძრა, მძღოლს ხელით ვანიშნე, გამოდიხარ? ახალგაზრდა ბიწმა გამიღიმე და ატი დამიკრა თანხმობის ნიშნად.
ნამდვილი სასწაული იყო – სწორედ იმ მომენტში, როცა თითქოს არაფერი გამომდიოდა, სამყარო ჩემკენ “საჩუქრით” წამოვიდა.
მანქანა სწრაფად დავაყენე და საქმეც სწრაფად მოვაგვარე. თუმცა ეს არა მარტო უბრალოდ “შემთხვევა” იყო, არამედ იმის შეგონება, რომ როცა ნეგატივს და გაბრაზებას არ ვუშვებთ ჩვენს გონებაში, შესაძლებლობები თავად გვეხსნება. ამ პროცესში რამდენიმე ნაცნობიც შემხვდა, რომელიც მანქანის დაყენებაზე წუწუნებდა. მე კი, მშვიდად და მადლიერებით განვაგრძე ჩემი საქმეები.
რამდენ შესაძლებლობას ვკარგავთ ემოციების ცუდი მართვის გამო? ნეგატიური ემოცია ხაფანგია, რომელიც ამძაფრებს მდგომარეობას და გვაბრუნებს ნეგატივის წრეზე.
ამ დღეს, სამყარო მაჩვენა, რომ მშვიდად ყოფნითა და ნდობით, სასწაულები შეიძლება წინ დაგვხვდეს.


დატოვეთ კომენტარი