პატანჯალის იოგა სუტრები
სუტრა არის იოგა პრაქტიკის მოკლე კოდიფიკაცია, რომელიც სათავეს იოგას ფილოსოფიის კლასიკური პეrიოდიდან ქრისტეს შობიდან 200-800 წელს იღებს.პატანჯალის სუტრები არის მოკლე მიმოხილვა იოგის ფილისოფიისა და მედიტაციებისა. ეს არის გამოღვიძების პროცესის რუქა, რომელიც გვანახებს ჩვენს ადამიანურ შესაძლებლობებს.სუტრები დაწერილია მოკლე წინადადებებით პატარა აზრებად.
პატანჯალის სუტრები წარმოადგენენ წერილობით ძალისხმევას, იმ ოიგური ოსტატობის აღსაღწერად რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა იოგა სკოლების განვითარების საფუძველზე ჩამოყალიბდა.ჰინდუ ამბებში პატანჯალი მოიხსენიება როგორც ანანატი,გველის რასის ათას თავიანი მმართველი. მისი მოვალეობა იყო დედამიიწის ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი საგანძურის დაცვა.ეს საგანძური კი არის ცოდნა რომელსაც იოგა გვაძლევს რათა მივაღწიოთ გამოღვიძების ნიშნულს.
იოგა სუტრები თავის მხრივ მოიცავს 195 აფორიზმს, რომელიც ოთხ ქვეთავში არის განაწილებული. ესენია:
SAMADHI-PADA გამოღვიძების უმაღლესი პროცესის მთლიანად მიღება
SADHANA-PADA დისციპლინა და პრაქტიკა
VIBHUTI-PADA ადამიანის ძალა და შესაძლებლობები
KAIVALYA-PADA განთავისუფლება.
კლასიკური იოგის სისტემა პატანჯალიმ აღწერა როგორც გონების ტალღების კონტროლი. გონების თვისებაა რომ დაგვაბრმავოს და მიგვაჯაჭვოს გარემოებებს, მაგრამ ასევე აქვს თვისება მიგვიყვანოს გამოღვიძების წერტილამდე.აქვე ერთ-ერთ სუტრას გიზიარებთ და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ სუტრასთან დაკავშირებით ?
– გააცნობიერე რომ სხვა ადამიანი ეს შენ ხარ
მასალები თარგმნილია და მომზადებულია სპეციალურად ლოტუსისთვის.
წყარო KRI (Kundalini Research Institute)
მთარგმნელი და სტატიის ავტორი თეონა თეთრაძე.


დატოვეთ კომენტარი