რა არის მედიტაცია და როგორ დაგვეხმარება ის, ვიყოთ უფრო ბედნიერი და გაწონასწორებული, რატომ გვაქცევს ის ბედნიერად და რა ეფექტს ახდენს ის ჩვენი ტვინის უჯრედებზე? საკმარისია დღეში 5 წთ მედიტაცია? ეს კითხვები, ალბათ, არაერთხელ დაგისვამთ და მეც გეტყვით, რომ მედიტაცია, იოგასთან ერთად, გვჩუქნის ბედნიერებას და ჰარმონიას, სიხარულისა და მთლიანობის შეგრძნებას. ქალს რა უნდა უნდოდეს სხვა, მითუმეტეს, როდესაც ეს ბედნიერება ახლობლებზე და, რაც მთავარია საკუთარ ოჯახზე ვრცელდება,
რა არის მედიტაცია? მედიტაციის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ტვინის ვარჯიში არამედ, უფრო გაცნობიერებული ცხოვრების წესის, აზროვნების ფილოსოფიის და პოზიტიური ფიქრის შემოტანა ჩვენს ცხოვრებაში. მედიტაცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი აზრები, ვისწავლო მათზე დაკვირვება და ნეგატიური აზრები გადავიყვანოთ პოზიტიურ აზროვნებაში.
მედიტაციის დროს ჩვენ უფრო მეტ დროს ვჩუქნით საკუთარ თავს და ეს დრო უფრო ხარისხიანია. როდესაც ძალიან დაკავებულები ვართ, სულ გვეჩქარება, მერე იწყება სტრესი, პანიკა და მათ ნაადრევი დაბერება და ჯანმრთელობის პრობლემები მოყვება.
მედიტაცია, ასევე, არის გაწმენდა ყოველივე იმისაგან, რაც არ გვჭირდება. ეს არის ულიერი დეტოქსი.
მედიტაციის მიმზიდველობა ის არის, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ჩავრთოთ ყოვედღიურ ცხოვრებაში და შედეგსაც სწრაფად დავინახავთ.
არა ერთი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მედიტაცია ამაღლებს იმუნიტეტეს, არეგულირებს ჰორმონებს, ამაღლებს პოზიტივს, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე იმაზე, რომ მედიტაცია მოქმედებს დადებითად ემოციებზე და ტვინის უჯრედებზე, გვაქცევს ბედნიერად და გვაგრძნებინებს ყოველდღიური სიხარულის ძალას.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, მედიტაციის საშუალებით ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს ფიქრებს, რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენ უკეთ ვიწყებთ ჩვენი აზრების კონტროლს და ემოციების რეაქციებს, ეს აისახება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც და ყოველივე ამას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ უკეთ გვესმის და ვუგებთ საკუთარ თავს.
-
მედიტაცია ადაბლებს სტრესის დონეს.
ეს მედიტაციის ყველაზე თვალნათლივ დასანახი თვისებაა, რადგან სანამ მედიტირებას დავიწყებდი, მე მქონდა ყოველდღიური სტრესი და დაღლილობა – ყოველდღიური სიხარულის შეგრძნების ნაცვლად. როდესაც დავიწყე მედიტაცია, მივხვდი, რომ პრობლემებმა გადაიწიეს მეორე პლანზე და აღარ ჩანდნენ ისეთი სერიოზულნი, მიდის შფოთი და შენს თვალწინ თითქოს იხატება ცხოვრების გლობალური აზრი. ეს, რაც შეეხება სულიერ სამყაროს,ფიზიკურ დონეზე კი ის ადაბლებს კორტიზოლის რაოდენობას ორგანიზმში და ამატებს დოფამინს და სეროტონინს, ანუ სიხარულის ჰორმონის გამომუშავებას. მედიტაცია აძლიერებს ტვინის მარცხენა ნაწილის მუშაობას, ანუ იმ ნაწილის, რომელიც პოზიტიურ აზროვნებაზე აგებს პასუხს.
2. მედიტაცია გავლენას ახდენს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანალიზოს ცხოვრება და მომხდარი ამბები ჩვენს გარშემო, აგრეთვე, დაარეგულიროს კონფლიქტური მდგომარეობა და ემოციები. რაც უფრო მეტი არის ამ ნაწილში ნაცრისფერი ნივთიერება, მით უკეთესად ვართმევთ ამ პრობლემებს თავს და გარდა ამისა ნაცრისფერი ნივთიერებაც უკეთ გამომუშავდება. სწორედ ამიტომ არეგულირებს მედიტაცია ემოციებს და სიხარულისა და სიმშვიდის მდგომარეობას გვაძლევს, მედიტაციასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან შემდეგი დადებითი თვისებები:
-
ემოციური სტაბილურობა
-
ცხოვრების სრული შეგრძნება
-
მარტოობის შეგრძნების შემცირება
-
უნარი, გაუშვა წარსული
-
მცირდება გაბრაზება და გაღიზიანება
-
იზრდება თვითშეფასება
-
უკეთესდება ურთიერთობები ცხოვრების ყველა სფეროში
-
მცირდება მიჯაჭვულობა
-
მცირდება ფობიები
-
სტაბილური კარგი ხასიათი იქნება თქვენი ცხოვრების თანამგზავრი
-
ჩვენი ტვინი ვითარდება, როდესაც რაღაც ახალ ვსწავლობთ. ჩვენს ტვინში აქტიურდება ნაცრისფერი ტვინის მტვერი და წარმოიქმნება ახლი ნეირონული კვანძები, ამიტომ მიზანშეწონილია ახალი ენების სწავლა ყველა ასაკში, რასაც მე აქტიურად ვაკეთებ და ახლა ფრანგული ენის სწავლას ვიწყებ. მარტო ენებით ნუ შემოიფარგლებით – ქსოვა, ქარგვა, კერვა კარგად უწყობს ხელს ნეირონული კვანძების წარმოქმნას და ტვნის უჯრედების აქტიურობას, ანუ ნეიროპლასტიურობას 🙂
-
ჩვენი აზროვნება ხდება ნათელი მედიტაციის დახმარებით ჩვენი აზროვნების პროცესები ეფექტურია, რაც ხელს უწყობს კონცენტრაციის მომატებას, მოდუნებას, მიზანდასახულობას და კრეატიულობას. ჩვენ აღარ ვქმნით პრობლემებს, სიცოცხლის და ცხოვრების პერსპექტივას ვხედავთ ყოველდღიურობაში.
ჩენ ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება, იმასაც ვხვდებით, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ჩვენს ნებას. ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას და ეს გადაწყვეტილება უფრო ბრძნულია და მიზანშწონილი. ამას მოაქვს ჰარმონიული და წარმატებული ცხოვრება, უკვე არაერთმა წარმატებულმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მედიტაციას აკეთილშობილებს.
-
მედიტაცია აუმჯობესებ ძილის ხარისხს, როგორც მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად ძილის ხარისხი იკლებს, მედიტაცია არამარტო ებრძვის უძილობას, ის იმდენად ხარისხიანს ხდის ძილს, რომ ნაკლებ დროში კარგად გამოძინებას ვასწრებთ და ახალ დღეს ვხვდებით ენერგიულები და ჰარმონიულები.
-
მედიტაციის დროს ხდება ნერვული სისტემის ტონიზირება, ეს ნიშნავს, რომ მედიტაციის დროს იწვრთნება ჩვენი ნერვული სისტემა ისე, რომ აღარ რეაგირებს სტრესულ ფაქტორებზე. გამოკვლევებმა, რომელიც ჩაუტარდა ტიბეტელ ბერებს, დაგვანახა, რომ მედიტაცია სუნთქვით და ვიზუალიზაციით ეხმარება, შეუნარჩუნოს სხეულს თბილი ტემპერატურა ცივ ამინდშიც კი.
-
მედიტაცია აჩერებს სიბერეს.მედიტაცია იცავს ტვინის უჯრედებს დაბერებისა და განადგურებისაგან, ადამიანები, ვინც რეგულარულად აკეთებენ მედიტაციას, ღრმა სიბერეშიც ინარჩუნებენ ნათელ და ჯანსაღ აზროვნებას, რდაგან ის იცავს სტრესისაგან ჩვენ გენეტიკურ ჯანმრთელობას. ამით გვინარჩუნებს ახალგაზრდობას. გარდა ამისა, ის გამოიმუშავებს მელატონინს, რომელიც არამარტო ხსნის სტრესს, არამედ აქტიურად უწყობს ხელს დაბერებასთან ბრძოლას.
-
რეგულარულად მედიტაციის შესრულებისას მიდის დეპრესია, რდაგან როგორც ზემოთ ავღნიშნე, სტრესი ამცირებს სეროტონინის გამომუშავებს, რომელიც პასუხიმგებელია ჩვენს პოზიტიურ მდგომარეობაზე. მედიტაცია პირდაპირ კავშირშია ამ ჰორმონის გამომუშავებაზე. ის ამაღლებს სიცოცხისეულ ენერგიას, აფერადებს ემოციურ მდგომარეობას და დეპრესიის კვალიც აღარ რჩება ჩვენს ცხოვრებაში.
-
მედიტაცია აუმჯობესებს კონცენტრაციას და მეხსიერებას. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მედიტაციის შემდეგ შესამჩნევად იზრდება ტვინის აქტიურობა კონცენტრაციასა და ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაში. ვხვდებით უფრო ეფექტურები. განა ეს არ არის ყველა ადამიანის ოცნება ?
-
მედიტაცია ხელს უწყობს სულიერ ზრდას, ვხდებით უფრო კეთილები, მომთმენები, ის გვეხმარება უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს, გავხდეთ უფრო ბრძენი და ჰუმანური
-
ინტუიციას ავითარებს
-
გვეხმარება ვიპოვოთ სანუკვარი მიზანი
-
შემოაქვს სიმშვიდე სულში
-
გვასწავლის პატიებას
-
გვეხმარება მივხვდეთ, რა არის ამა თუ იმ ქმედების არსი
-
გვასწავლის, ვიყოთ აქ და ამჟამად
-
სამყაროს სიყვარულს გვისადგურებს ჩვენს გულში
-
სულის, სხეულის, აზროვნების ჰარმონიზირებას და გაერთიანებას უწყობს ხელს.
-
მედიტაციის დროს ვხდებით უბრალოდ უფრო ბედნიერები, ის აწესრიგებს ცხოვრების ყველა ასპექტს. ადამიანი იწყებს მედიტირებას, რომ ფიქრები მოაწესრიგოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდება, რომ ბევრი სხვა პრობლემაც მოუგვარდა.
მედიტაცია არაა საჭირო, რომ ხანგრძლივი პროცესი იყოს, თავიდან 5 წთ საკმარისია, ხოლო მომავალში 12 წთ. აქ მთავარია რეგულარულობა და ყოველდღიურობა – დღეში 12 წთ. ხართ მზად ?
მაშინ გაეცანით ჩემს მედიტაციას, როგორ ავავსოთ დილა პოზიტივით, იოგის შემდეგ, შავასანაშიც შეგიძლიათ, მოუსმინოთ მედიტაციას პოზიტიური და ენერგიული დღის დასაწყებად.
მედიტაციის ლინკი
გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს!


დატოვეთ კომენტარი