კითხვას, რომელსაც ხშირად მისვამენ ახალი გაცნობილი ადამიანები: “ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ? ან ასეთი მშვიდი რატომ ხარ? ” სიმართლე გითხრათ, ადრე არც ვიცოდი ამ კითხვაზე რა მეპასუხა, ახლა კი მაქვს პასუხი და ეს არის – იოგა, მედიტაცია და პერსონალური ზრდა.
დღეს მე გაგიზიარებთ, თუ რატომ უნდა აირჩიო იოგა.
- იოგა საშუალებას გაძლევს იყო მშვიდი და გაწონასწორებული, გქონდეს ჯანსაღი, ლამაზი და მოქნილი სხეული.
- იოგა რომ სხეულს მოქნილობას მატებს, ეს არც ისე საკვირველია, როგორც კი იოგას ახსენებ, ყველას წარმოუდგება ადამიანის სხეული რომელიმე პოზაში გაკვანძული :))) ხომ მართალია?
- იოგა სხეულის მოქნილობასთან ერთად ხელს უწყობს ტვინის მოქნილობასაც და თუ ადრე იყო სიტუაცია, რაც ძალიან გაღიზიანებდა, იოგას შესრულების პროცესშივე დააკვირდები, თუ როგორ ტრასფორმირდება დამოკიდებულება ამ სიტუაცუასთან.
- ყოველი ასანა უფრო მეტ შემართებას გაძლევს. არ შეგაშინოს პროცესმა, თუ რომელიმე მათგანი სულ არ გამოგდის, ეს ხომ ნორმალურია, სხეული თავიდან არ არის ისეთი მოქნილი, იოგას ყოველდღიური რუტინით სხეულის შესაძლებლობებს აფართოებ და ასანებიც უკეთ გამოგივა, გახდები თვითდაჯერებული და დარწმუნებული საკუთარ ძალებში და დამიჯერეთ, ეს საპირისპირო სქესს შეუმჩნეველი არ დარჩება.
- იოგა ქმნის კუნთოვან სიძლიერეს, ჩვენ ხომ დაგვაჯერეს, რომ მუცლის პრესი 50- ჯერ მაინც უნდა გააკეთო დღეში, რომ ლამაზი მუცელი გვქონდეს, იოგას დროს კი ზედმეტი დაძაბულობა საჭირო არ არის. დგახარ ასანაში და ყველა კუნთი იჭიმება, სხეული მაგრდება და კუნთები ღრმად მუშავდება, რჩები შენი სხეულის პროპორციებსა და რელიეფში, იოგა შეიძლება სკულპტორს მიამსგავსო, რომელსაც ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ და მზრუნველობით გამოყავს სხეულის ულამაზესი ფორმები.
ერთი ფაქტიც მინდა გაგიზიაროთ, სანამ იოგას დავიწყებდი, სულ მოხრილი დავდიოდი მხრებში, იოგა დავიწყე, მხრებში ბუნებრივად გავსწორდი, რადგან იოგა მთლიანად მიმართულია რომ სხეული სიმეტრიული იყოს.
იოგა ხელს უწყობს მკერდის კუნთებს დაჭიმულ ფორმაში იყოს, ეს ჩვენთვის, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იოგა აწესრიგებს ჰორმონებს.
იოგა, ქალებს ეხმარება ფეხმძიმობაში, ისე მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგაც. თუ კი თქვენ იოგას აკეთებთ ნუ შეგეშინდებათ ფეხმძიმობის და მშობიარობის, რადგან იოგას დროს სხეული მოქნილი ხდება და წელის ან სხეულის სხვა ნაწილების ტკივილები გამორიცხულია. ასევე სუნთქვა, რასაც პროცესში ვასრულებთ, არის იოგას პრანაიამა და ბუნებრივია, როდესაც იოგით ხარ დაკავებული, ფეხმძიმობის დროს დაგროვილი წონა პრობლემას არ წარმოადგენას. ასე, რომ 37 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ მესამე შვილსაც გავაჩენ. :))
- ართრიტი …უმოძრაობის ბრალია. როგორ გვახსენდება სიბერე? ჯოხით? რა თქმა უნდა, მაგრამ დამიჯერეთ, თუ რეგულარულად იოგას შეასრულებთ, ეს აგცდებათ და სიბერეში უფრო ლაღი და ჯანმრთელი იქნებით, იოგას მოძრაობები თქვენს სახრებს ახალი ჯანმრთელი სითხით კვებავენ და ეს სითხე ყოველი ასანის დროს ახლდება… ამიტომ, ბუნებრივია, სიბერისას სახსრები მის ნაკლებობას არ განიცდის და სხეული ლაღი და მოქნილია.
- იოგა რომ ხერხემალს იცავს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ხერხემლის დისკებს მოძრაობა ესაჭიროებათ – თან მრავალმხრივი იოგას ასანები საუკეთესოა ამ მხრივ, რადგან ყველა ასანა ერთმანეთისაგან განსხვავაებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემლის დისკებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით მოქნილი და ჯანმრთელი იქნება.
თუ კი თქვენს ნათესავებში ინსულტისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხშირია, ეს ავადმყოფობა გენეტიკურია, სწორი კვებით და სწორი მოძრაობით ეს თქვენი პრობლემა არ იქნება. და აქაც იოგა პიონერია, რადგანაც ყველა ასანა სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. სისხლის მიმოქცევა ნიშნავს ჯანმრთელ სისხლს, რომელიც ჟანგბადს შეიცავს და ყველა კუნთსა თუ ორგანოს ჟანგბადი კარგად მიეწოდება და ორგანიზმს ტონუსსა და ჯანმრთელ მდგომარეობაში ამყოფებს. და არ დავუკარგოთ იოგას ისიც, რომ ის სისხლში შაქრის რაოდენობას ამცირება და ავითარებს hdl ანუ კარგ ქოლესტერინს.
სატ ნამ.


დატოვეთ კომენტარი