მოგესამები ჩემო საყვარელო მკითხველო,
მე ვარ მარინა კვატაია ჰათჰა და კუნდალინი იოგის სერთიფიცირებული ქოუჩი. ჩემს შესახებ ინფორმაცია თუ გაინტერესებს შეგიძლია ამ ლინკზე გადახვიდე და ნახო.
მე კი მინდა დღეს მინდა გესაუბრო მნიშვნელოვან მომენტებზე იოგაში. ხშირად საქართველოსიც და ბელგიაშიც ვხვდები ადამიანებს, რომელთაც არ იციან იოგის შესახებ ან იოგა სულაც რაღაც წარმოუდგენელი სირთულის ვარჯიში გონიათ. სწორედ აქედან გადავწყვიტე, რომ ნელნელა იოგაზე მეტი ინფორმაცია გაგაიზიარო.
რა არის იოგა?
იოგა მოიცავს მთლინად ადამიანს, და განიხილავს მას როგორც ერთიანს, მთლიანს ანუ სხეული, აზროვნება და სული. თვითონ სიტყვა იოგა სანკსკრიტზე არის (უძველესი ენა )და ნიშნავს ერთიანს. იოგის მიზანია, ადამიანში ჰარმონიის დამყარება, რომ ღვთაება ჩვენშია და სხეული ჩვენი ტაძარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სული დევს. ამიტომ იოგა პრაკტიკული მეცადინეობებისაგან შედგება, რომელიც მოიცავს ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს. იოგის ვარჯიში ყველას შეუძლია, ის არ იზღუდება ასაკით და ფიზიკური შესაძლებლობებით.
იოგა ეს არის ცხოვრების გზა.. როგორც სავარჯიშოებს ანუ კრიებს, ასანებს და პრანაიამას როგორც აკეთებთ ისე გადიხართ ცხოვრების გზასაც .. თუ ამათუიმ კრიის შესრულება გიჭირთ, შეცვალეთ, დრო ან კრია შესვენებებით გააკეთეთ ასეა ცხოვრების გზაც, თუ კი რაიმე არ გამოდის უნდა შეჩერდე დააკვირდე, რა არ გამოდის, რატომ ? შეიძლება რაიმე შეცვალო ? და გზა მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელო .
როგორ გვეხმარება იოგა ვიყოთ ეფექტურები?
როდესაც იოგა გვესმის თვალწინ ავტომატურად,
ლამაზი სხეული და ლამაზი პოზები გვიდგება ანუ ასანა
(სანსკრიტი), მაგრამ იოგა მარტო ასანა არ არის, ის 8 საფეხურისაგან
შედეგება და ასანა ერთ-ერთი მათგანია.. დიახ, იოგა 8 საფეხურისაგან
შედგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რვავე საფეხური თანმიმდევრულად უნდა გაიარო, როდესაც ასანას იწყებ, ანუ სხეულზე მუშაობას, ავტომატურად პრანაიმაზე( სუნთქვა, სანსკრიტი) იწყებ მუშაობას.
მათ ჩამოთვლას ახლა არ დავიწყებ, მაგრამ თუ კი სურვილი გექნება,
თითოეულ მათგანს შენთან ერთად განვიხილავ აქვე ყოველ დღე, რომელი საფეხური რას ნიშნავს, რას მოიცავს და როგორ უნდა განავითარო იოგა და დანერგო ყოველდღიურობაში.
თუ გაინტერესებს მოგვწერე კომენტარებში და უფრო დაწვრილები გაგაცნობ.
მანამ კი გადადი ლინკზე და ვიდეოკლასის საშუა₾ებით გაეცანი სამ მნიშვნელოვან მომენტს იოგაში.
გისურვებ სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას
სატ ნამ

დატოვეთ კომენტარი