Სტუდენტმა იოგის ბაჯანს კითხვა დაუსვა
:ჩემი გონება ყოველთვის სავსეა ფიქრებით, რომელიც მაწუხებენ. Ჩემმა მეგობარმა მირჩია დამეწყო მედიტაცია, რადგან შევძლებდი ფიქრების გაჩუმებას და გონებაზე კონტროლის მოპოვებას. Შესაძლებელია თუ არა კუნდალინი იოგის და მედიტაციის დახმარებით ამ კონდიციამდე მისვლა?
Იოგა და მედიტაცია არ აჩუმებს ფიქრებს, გაძლევს საშუალებას რომ გადახვიდე დამკვირვებლის მდგომარეობაში და დააკვირდე მათ. Ეს არის საკუთარი შინაგანი ინტელექტის გამოყენების პროცესი. Ადამიანებმა კარგად უნდა გაითავისონ რომ იოგა ნიშნავს უსასრულო ცნობიერებასთან შეერთებას. Ამ უსასრულობასთან შეერთების მომენტში მშვიდდება ჩვენი გონება.
Კუნდალინი იოგა ეს არის სწორი გასაღები რომ მოვარგოთ ჩვენს ფიქრებს და აღმოვაჩინოთ მათი წარმომავლობა ქვეცნობიერიდან. Ფიქრის გაჩუმებით ჩვენ ჩვენი ქვეცნობიერის გაჩუმებას ვცდილობთ რაც წარმოუდგენელია.Ყველა სხეულს აქვს უნარი, ყველა გონებას აქვს სიხშირე. Ჩვენი დანიშნულება უნარისი მომართვა ამ სიხშირიზე და სწორედ მაშინ ვხვდებით ვინ ვართ და რას წარმოადგენენ ჩვენი ფიქრები.
Ადამიანებმა არ იციან როგორ მოუსმინონ საკუთარ სხეულს და გონებას, მათ მხოლოდ ფიქრებისგან გათავისუფლება სურთ, მაგრამ თუ არ იცნობ საკუთარ ფიქრს მისგან გათავისუფლებას ვერც მოახერხებ. Ამიტომ იმის ნაცვლად რომ გააჩუმოთ თქვენი გონება, უბრალოდ მოუსმინეთ და დააკვირდით.Გონება მოგვეცა როგორც ინსტრუმენტი. Გონება არ არის მბრძანებელი, გონება უნდა გემსახუროს შენ. Ნუ შექმნით ისეთ ფიქრებს რომლის გაჩუმებაზე შემდეგ ორმაგი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ.
მასალები თარგმნილია და მომზადებულია სპეციალურად ლოტუსისთვის.
წყარო KRI (Kundalini Research Institute)


დატოვეთ კომენტარი