სურვილები და ოცნებები, როგორც ბავშობაში დაგვაჯერეს ძირითადათ ზღაპრებთან და ბავშვობასთან ასოცირდება. ამიტომ უფროსებს ძალიან, გვიჭირს ჩვენი სურვილების გამჟღავნება, მაგრამ ჩვენს შინაგან მე-ს სჯერა და სურს, რომ ოცნებები და სურვილები ერთ დღეს ასრულდება.
ადამიანს აქვს ოცნებები და მუდმივად რაღაცის სურვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლევებმა დაადგინეს, რომ ადამიანის 92% ვერ აღწევს მიზანს, რომელიც ახალის წლის დასაწყისში გეგმავს.
ლოგიკური იქნებოდა შეკითხვა, თუ მიდრეკილება გვაქვს ვიოცნებოთ და ვისურვოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სურვილები ახდეს კიდეც ???
სხვადასხვა კულტურებში არის ტრადიცია, რომ პრაქტიკებითა და სხვადასხვა ტექნიკებით ამ სურვილებს მივაღწიოთ, მაგრამ ეს ხშირად ძალინ რთული გასაგებია, ან დღევანდელობაში უბრალოდ არ გამოდის, მოდი ეს რთული პრაქტიკები გვერდით გადავდოთ და ჩვენ გავამარტივოთ.
პირველ რიგში სურვილი უნდა იწყებოდეს დაფიქრებით.
დაფიქრდი სინამდვილეში რა გინდა? შეესაბამება შენი ფასეულობა და შენი სურვილი ერთმანეთს? შეესაბამება შენი სურვილი შენს ცხოვრებისეულ პრინციპებს? (იმას რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის?)
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სურვილები და ძირეული ფასეულობები ერთმანეთს ემთხვეოდეს.
ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა თითქოს ისეთი რაღაცეები, რაც სინამდვილეში სულაც არ გვსურს და ეს თავს მოხვეული აზრია კულტურის, საზოგადოების მშობლების და ახლობლების მიერ. ან სულაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას ვასიამოვნოთ, მაგრამ იცოდე, შენი ერთი ნაწილი ყოველთვის შეეწინააღმდეგება ამ სურვილის ასრულებას, რატომ? იმიტომ რომ ეს ის არ არის, რაც შენ მართლა გსურს.
ამიტომ სანამ შენს სურვილებს და ოცნებებს ჩაუჯდები, შეჩერდი … დააკვირდი თუ შეესაბამება ეს სურვილი შენს ფასეულობას. ხომ არა არის ეს თავს მოხვეული საზოგადოების მიერ? და იცოდე, ის რაც შენია, გაუცნობიერებლად ყველაფერს გააკეთებ მის მისაღწევად. აბა დაფიქრდი იქნებ გაქვს კიდეც ესეთი მაგალითები, აუხდენელი ოცნებების.
მეორე ნაბიჯი და ალბათ უკვე ნაცნობი
ვიზუალიზაციაა, შენ უნდა წარმოიდგინო შენი სურვილი.
წარმოიდგინო შენი სურვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ ვერ ხედავ შენ სურვილს, ის არც მოხდება. ის უნდა შეიგრძნო და ნათლად დაინახო.
გეტყვი იმასაც, რომ შენი მიზანის არა მარტო ვიზუალიზაცია არამდენ განსაზღვრაც უნდა მოახდინო და დასახო მისასვლელი ნაბიჯები, დაიმახსოვრე, მიზნამდე მისვლა დროს და მოთმინებას მოითხოვს, სწორედ ეს უკანასკნელია ძალიან რთული ადამიანისათვის. აქვე უნდა აღვნიშნო, ვიზუალიზაცია არ არის სხვადასხვა სურათების წარმოდგენა. ეს გზაა, რომელიც ნაბიჯ- ნაბიჯ უნდა გაიარო და სწორედ ეს გზა მოგიყვანს მოქმედებაში და მიაღწევ ყველაფერს, რასაც მოინდომებ. აქვე გირჩევ ჩემს მედიტაციას, რომელიც დაგეხმარება ვიზუალიზაციასა და მიზან- სურვილებისაკენ მისასვლელი გზის პოვნაში…
კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამინები ბედნიერები არიან, თუ ისინი სურვილთან პატარა ნაბიჯებით მიდიან. ეს ნორმალური პროცესია, უბრალოდ ეს ნაბიჯი უნდა განსაზღვრო, დაინახო და დააფასო. ეს მოითხოვს დროს, მოქნილობას, ზოგჯერ გზიდან გადახვევასაც და მოთმინების გამომუშავებას, მაგრამ თუ ამ პატარა ნაბიჯებს დააფასებ და დაინახავ, სწორედ ეს დაგეხმარება ძალისა და ენერგიის შევსებაში.
მოთმინება და მოქნილობა ხომ ადამიანის ყველაზე სუსტი მხარეებია.
სურვილები მოითხოვენ ინტერაქციას.
ადამიანებს სჩვევიათ, რომ მალე დანებდნენ, დაკარგონ მოტივაცი და ისევ ჩვეულ რუტინას მიუბრუნდნენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სურვილები გამოთქვა და არ დამალო ცხრა კლიტულს მიღმა, შენს გულში.
გვერდით აუცილებლად იგულე ის ადამიანები, რომელთაც გაანდობ სურვილებს და მათ რჩევასაც მოისმენ.
ეს აუცილებელია, ისინი დაგეხმარებიან განსზღვრო შენი მიზნები თუ წინააღმდეგობა შეგხვდება , შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს ადამინები ხელს შეგიწყობენ კვლავ გზა გაარძელო. ადამინები ჩვენ ხომ იმისთვის ვართ, დავეხმაროთ ერთმანეთს. აქ მთავარია ენდო ამ ადამიანს.
… სურვილები, ოცნებები თავიდან მაგიურია, მაგარმ როგორც ყველაფერი მაგიური და ჯადოსნური ის მოითხოვს პირობებს, ჩვენ ეს პირობები ჩვენი საკუთრება უნდა გავხადოთ და შევძლოთ მისი შესრულება, რათა მერე რწმენა არ დავკარგოთ და იქ, იმ რუტინაში არ დავბრუნდეთ, საიდანაც თავის დაღწევას ვაპირებდით . ჩვენ კეთილი ჯადოქარი ნამდვილად არ გვჭირდება, რომ ოცნებები ახდეს, ჩვენ გვჭირდება ნათლად წარმოდგენილი ჩვენი საკუთარი სურვილი და ადამიანები ვინც გაგვამხნევებს, დაგვეხმარება და ირწმუნებს ჩვენს შესაძლებლობებს…
აიღე საწერი საშუალებები და განსაზღვრე შენი სურვილები რას გინდა მიაღწიო 2019 წელს? შემდეგ კი ნახე ემთხვევა შენი სურვილები შენს ფასეულობებს? ზემოთ მოყვანილი მედიტაცია დაგეხმარება განსაზღვრო ნაბიჯები მოდევნო ტექსტი კი დაგეხმარება სურვილის ასრულება კიდევ უფრო გააძლიერო ტექნიკებით რომელთაც ფართოდ იყენებენ აზიაში.
წარმატებებს გისურვებ და სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას 🙂


დატოვეთ კომენტარი