დღეს ხშირად გავიგონებთ: გიყვარდეს შენი თავი, ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება, საკუთარ თავს პატივი უნდა სცე და ა.შ
დაფიქრებულხართ, თითქოს ამ უკვე გაცვეთილი მოწოდებების უკან რა დგას? რა არის საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა?
დღეს გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი .
პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ ორი რამ 1. საკუთარი თავის სიყვარული და 2. თვითშეფასება.
იმისათვის რომ ცხოვრებაში მაღალი თვითშფასება გვქონდეს, რწმენებს და მიზნებს ვაღწევდეთ, საკუთარი თავი უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. საკუთარი თავის სიყვარული ეს არის საბაზისო დონე, ეს არის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ვერაფერს ვერ ააშენებთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ქალი წარმატებულია, აღწევს დიდ შედეგებს, მაგრამ თუ მას საკუთარი თავი არ უყვარს, ის არასოდეს იქნება ბედნიერი. ასეთ ქალებს მაღალი სტანდერტები აქვს და ისინი იშვიათად არიან საკუთარი თავით კმაყოფილები, მაგრამ თუ შედეგებს აღწევ, ხად ხარ საკუთარი თავის სიყვარულის მდგომარეობაში , მაშინ შედეგი სულ სხვაა და ასეთი ქალის მდგომარეობაც გაცილებით სასიამოვნოა.
საკუთარი თავის სიყვარული ეს არ არის მხოლოდ მიღწევები, ეს არის თუ რას ვფიქრობ საკუთარ თავზე და როგორ ვზრუნავ საკუთარ თავზე.
ამიტომ ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს, რომ ძალიან გიყვართ და იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს.
ძალიან ბევრი ქალი მოდის წყენით ბავშობიდან. მესმის არ არის მარტივი აპატიო ყველას, მაგრამ გამოსავალი ორია. შეგიძლია დადგე მსხვერპლის მდგომარეობაში ან უბრალოდ გააცნობიერო, რომ მშობლებს, უფროსებს არ ქონდათ აზრად შენთვის გამიზნულად ეტკინათ, უბრალოდ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. (და თუ შეცდომით აკეთებდნენ, ესეც უნებლიე იყო, ახლა ხომ უკვე დიდი ხარ და შეგიძლია საკუთარ თავს თავად მისცე ის რაც ბავშობაში დაგაკლდა.)
აი, ეს აფირმაცია ძალიან დაგეხმარება “მე ვწყვეტ დამნაშავის ძებნას ჩემს ცხოვრებაში და და ვიღებ პასუხისმგებლომას იმაზე, თუ რას ვგრძნობ. მე ვგრძნობ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ “. თუ შენ ისწავლი საკუთარ თავში სიყვარულის გენერირებას, ეს მოგცემს ძალას უფრო და უფო მეტი სიყვარული განავითარო და უპირობოდ შეიყვარო საკუთარი თავი.
თუ გიყვარს საკუთარი თავი აღარ გეკარგება ძალა ეჭვებზე და სინანულზე, აღარ გაქვს სურვილი დაუმტკიცო ვინმეს რაიმე, კარგად გრძნობ შენს და სხვის საზღვრებს და არ გადადიხარ მათ. არ გიჩნდება ფიქრები, რომ რაღაც გაკლია, უბრალოდ აკეთებ დასკვნას და აგრძელებ ჯანსაღ და სიყვარულით სავსე გზას და ურთიერთობას.
ქვემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები დაგეხმარებათ გააძლიეროთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული.
მედიტაცია შინაგანი ბავშვი.
გააკეთეთ ეს მედიტაცია ხშირად. დარწმუნდით, რომ თქვენი შინაგანი ბავშვი ძლიერდება და რომ თქვენ ის გიყვართ: http://bit.ly/2VbrAip
საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ ადგილზე დააყენეთ.
მაგალითად ვარჯიშები, კითხვა, ის რაც გიყვართ. ამისთვის შესაძლოა ადრე მოგიწიოთ ადგომა, მაგრამ ეს უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე ძილი და შემდეგ საწოლიდან ადგომისთანავე ოჯახზე ზრუნვა, როდესაც დილის პირველ საათებს საკუთარ თავს დაუთმობ, ეს ენერგიას მოგცემს და მერე ოჯახზე ზრუნვა მოვალეობა კი არა სიხარული გახდება.
დაწერეთ წერილი წარსულში
ყველა ადამიანს აქვს მომენტი რომ წარსულში რაღაც გააკეთა და უჭირს საკუთარი თავის პატიება, დაწერე წერილი მომხდარზე და შეეცადე აპატიო საკუთარ თავს. ამის გაკეთების მიზეზი ნამდვილად გქონდა და სწორედ ამიტომ აპატიე ეს საკუთარ თავს და მომავალში შეეცადე ბევრი ამ მოქმედების საპირისპირო მოქმედება გააკეთო და ამით პატიებაც გაგიადვილდება. ეს პრაქტიკა მანამ შეასრულე, სანამ მიხვდები, რომ სიატუაცია გაუშვი.
ზემოთ მოცემული სამი პრაქტიკა აუცილებელი და ფუნდამენტალურია საკუთარი თავის სიყვარულისთვის. მათი გაკეთება ყოველდღე რეკომედირებულია. მომდევნო პრაქტიკები ნებაყოფლობითია, მაგრამ ძალიან ეფექტური.
კვირაში ან თვეში და ან კვარტალში გამოყავით საკუთარი თავისთვის ერთი დღე და გააკეთეთ ის, რაც გიყვართ, ეს შეიძლება იყოს სპა, სალონი, ან სახლში მოვლის საშუალებები ან წადით, გაისეირნეთ მოკლედ შეეცადე ეს ერთი დღე გამოჰყო და დაისვენოთ.
შეწყვიტეთ იმის კეთება რაც გართმევთ ენერგიას.
თუნდაც ეს იყოს ნათესავებთან შეხვედრები ან სახლის დალაგება, სჯობს დაიხმაროთ ვიმნე, გამოგითავისფლდეთ დრო და ეს დრო დაახარჯოთ იმის შეცვლას, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ, ვიდრე აკეთოთ ის რაც არ გიყვართ და ხარჯოთ ენერგია. ყოველი 4 სთ იმის მაგივრად, რომ დაალაგოთ, ჩადეთ ეს დრო სწავლაში და 5 წელიწადში იქნებით მაღალ ანაზღაურებადი საქმის პროფესიონალი.
ჩამოწერეთ რა გიყვართ თქვენს თავში
შეაჩერეთ თვით კრიტიკა, ყოველთვის, როდესაც გესმით რაღაც შინაგანი ხმები თქვენ საკუთარ თავზე, გააცნობიერეთ, რომ ეს არის ფიქრები წარსულის , როდესაც არ გიყვარდა საკუთარი თავი. გააცნობიერე, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და უშეცდომო არავინ არ არის.
უთხარი გარშემომყოფებს ბევრი კომპლიმენტი და საკუთარ თავსაც ადვილად ეტყვი შემდეგ და მიიღებ კიდეც.
ნუ აკრიტიკებ სხვას, რადგან ეს დესტრუქციული ფიქრების სახით აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან
ამ პროცებს გაგიმარტივებთ იოგას ყოველდღიური პრაქტიკებიც, დაინტერესდით? ამ და სხვა
საკითხებზე, პრაქტიკებით-მედიტაციებით, მაქვს შენთვის საინტერესო ვებინარები ჩაკრებზე
და ჰარმონიული ქალი
https://www.youtube.com/watch?v=ing6nUzR0NM&t=5678s
მანამდე კი გამიზიარეთ რამდენად მოგეწონათ სტატაია და რომელს პრაქტიკას გამოიყენებთ თქვენს ცხოვრებაში?
გაუზირეთ მეგობრებს, შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე.
სატ ნამ:-)


დატოვეთ კომენტარი