დღეს მე მინდა გაგიზიაროთ ქალური პრაქტიკა იმისათვის, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერათობა ჰარმონიული იყოს, სიყვარული, ქალურობა და ბედნიერება, რაც შეიძლება დიდხანს გაგარძელდეს.
#1. არასოდეს თქვა უარი საკუთარ ოცნებებზე და ფასეულობებზე.
როდესაც შეყვარებული ხარ, ტვინი დაფარულია სიხარულის ჰორმონებით, ამ დროს შედიხარ სხვა მდგომარეობაში და ფიქრობ – ეს სულ ასე იქნება, მაგრამ სამუდამოდ გრძლედება მხოლოდ სიყვარული, რომელიც საერთო ფასეულობებეზე არის აგებული. ამიტომ ზოგჯერ ტვინის ჩართვა აქ რეკომენდირებულია, თუ მამაკაცი იმის გაკეთებას გაძალებთ , რასაც ნორმალურ მდგომარეობაში არასოდეს გააკეთებდით, მაშინ ამას ნურც შეყვარებულობისას შეცვლით, წარმოიდგიენთ თქვნს ადგილზე თქვენი მეგობარია, გვერდიდან დანახვა ყოველთვის უფრო მარტივია.
#2.არასოდეს იმუშაო მის მაგივრად და ამოხსნა მისი პრობლემები
მამაკაცს რაიმე პრობლემები აქვს, ქალი კი მას როგორც დედა-შვილს იცოდებს და ეფერება ამით მას მამაკაცურ ხასიათს და თვისებებს ართმევს და აქედან ორი რამ გამოვა:
1. შენ გახდები ლიდერი ოჯახში;
2. ოჯახის პასუხისმგებლობა შენს მხრებს დააწვება და მერწმუნე კარგი აქ არაფერია. როდესაც ის ამოვა პრობლემებიდან მიგატოვებს. შენ მისთვის აღარ იქნები საინტერესო როგორც ქალი, რადგან კაცის ფუნქციის აღებისას თვისებებიც კაცის გექნება. ყველაზე კარგი, რაც ამ დროს ქალს შეუძლია გაუკეთოს მამაკაცს
თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს გაამხნევოს და მისცეს საშუალება, მოტივაცია მოუნდეს ჯანმრთელი გახდეს.
თუ დამოკიდებულია ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან თამაშზე დაეხმარე იპოვოს სპეციალისტი და თუ სპეციალისტი არ არის ნუ გახდები შენ ქოუჩი და ფსიქოტერაპევტი და
თუ ფინანასური პრობლემები აქვს დაეხმარე ახალი პარტნიორი იპოვოს ან ახალი ბიზნეს გეგემა ჩამოაყალიბოს. ყველა სიტუაციიდან ის თავად უნდა ადგეს, ამას მის მაგივრად ნუ გააკეთებ. ↘️ ამის შესახებ ცნობილ ფაქტს მოგიყვებით ალპინისტზე, სერგეი ალექსანდროვზე, რომელმაც 27 წლის ასაკში დაკარგა ორივე ფეხი და შეყვარებულმა უთხრა: “თუ არაფერს მოიმოქმედებ მე მიგატოვებ, მე მსხვერპლი არ მჭირდება”. სერგეიმ თქვა – “ეს იყო საუკეთესო რამ, რაც მას შეიძლება ეთქვა ჩემთვის”. მიუხედავათ დიდი ტკივილისა, ჯერ პროტეზებზე სიარული ისწავლა, დღეს კი სრიელბს და ოლიმპიურ თამაშებზეც გადის, სირთულეები კაცებს აწრთობენ და შენ კი დაფიქრდით როგორი კაცის გვერდით გინდა ყოფნა? სხავთაშორის ჩემს ორ შვილს ნებისმიერი პრობლემის დროს ვეუბნები შენ ხომ სპარტანელი ხარ. როგორ ამოხსნიდა სპარტანელი ამ პრობლემას? 🙂
#3.არასოდეს დაწიო შენი სტანდერტები;
არასოდეს დაწიო შენი სტანდერტები მამაკაცისათვის, თუ ეს დროებითია, მიეცი დრო, მაგრამ დროულად შეამჩნიე რომ ეს ყოველდღიურობაში, ჩვევაში არ გადაიზარდოს და შენზე არ გააკეთოს ეკონომია.
#4.არასოდეს აიტანო ფიზიკური ან მენტალური შეურაწყოფა. არავითარ შემთხვევაში.!
#5 არასოდეს შეიცვალო ფიზიკური მონაცემები შენი ჯანმრთელობის ფასად;
რა თქმა უნდა თუ 1-2 კგ მოიკლებ და ახალი კაბით გაახარებ შენ თავს და საყვარელ მამაკაცს ამაში ცუდი არაფერია. ცხოვრებაში მთავარია ერთმანეთი გავახაროთ და გავაბედნიეროთ, მაგრამ მკერდის გადიდება, წონაში არაჯანსაღი ხერხით მოკლება… ეს არასოდეს ცადო .. თუ ამას გთხოვს, მას შენ კი არ უყვარხარ, არამედ რაღაც ან ვიღაც ჰყავს გაიდიალებული და ამას სიყვარულთან არავითარი კავშირი არ აქვს.


დატოვეთ კომენტარი