ერთ-ერთი facebook live-ს დროს, დამისვეს კითხვა : როგორ შევინარჩუნო მოტივაცია არა მარტო პროექტის დროს, მის შემდეგაც?
შემოიხვიე შენს გარშემო ის ადამიანები, რომელებიც დაგეხმარებიან წინსვლაში და არა უკან დაგხევენ, იყო ჩემი პასუხი.
მაგრამ სად ვიპოვო ეს ადამიანები?
ისინი გიპოვიან მარტო შენ ხომ არ ეძებ მათ!? ისინიც გეძებენ…
დიახ ურთიერთობები ძალიან ბევრს განსაზღვრავენ, იმასაც თუ როგორ შეინარჩუნო დადებითი, პოზიტიური განწყობა.
თუმცა ჩვენი განწყობა არამხოლოდ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. განწყობას განსაზღვრავს გენეტიკა, აღზრდა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა ყველაფერი მოგვარებადია და ექვემდებარება დამუშავებას თუ კი ადამიანს ეს გულით სურს. ყოველივე ეს ხდება შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგად, რეგულარულად საკუთარ თავზე მუშაობით. ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რადგან ყოველდღიურად გვიწევს მათთან ურთიერთობა.
დავიწყოთ იმით რომ პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ თუ როგორ ადამიანებთან გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა,
ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად:
- პოზიტიური, რომელებიც ენერგიით გავსებენ;
- არის ადამიანები რომლებიც უბრალოდ ნეიტრალურად მოქმედებენ, არც არაფერს არ გაძლევენ და არც გართმევენ, ესენი უფრო კოლეგები არიან, მათთან ურთიერთობა სამუშაოს საათებით შემოიფარგელბა ან გამყიდველი მაღაზიაში ან ოფიციანტი რესტორანში ანუ ადამიანები-ნეიტრალურები.
- და არიან ნეგატიური ანუ ტოქსიკური ადამიანები, მათთან 5 წთ საუბარიც კი ცუდად გხდის, ენერგიისგან გცლის.
პოზიტიური ადამიანებს განა პრობლემები არაქვთ? მათთაც ტკივათ ისევე როგორც ყველას, მათაც აქვთ ფინანსური ამოცანები გადასაწყვეტი, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ. თუ დახმარებას ითხოვენ აქ არავის არ ადანაშაულებენ და ესმით რომ პრობლემას სხვასთან წუწუნით ვერ ამოხსნიან.
რას აკეთებენ ტოქსიკური ადამიანები??? ისინი ცდილობენ პრობლემები ყველას გადააბრალონ, ყველას ბრალია ოღონდ მათი არა. უსასრულოდ წუწუნებენ და პატარ პრობლემაც კი ქვეყნის დაქცევა ჰგონიათ.
იმისათვის რომ უფრო პრაქტიკულად ვიმუშაოთ,
- გააკეთე ადამიანების ჩამონათვალი, რომელთანაც ყოველდრიური ურთიერთოებები გიწევს და გაანალიზე ვის როგორი გავლენა აქვს შენზე.
- გაანალიზე რამდენ ადამიანს აქვს უარყოფითი გავლენა შენზე? ანუ გაცლის ენერგიას, ამ შემთხევავაში არაქვს მნიშვნელობა ამას აკეთებენ შეგნებულათ თუ შეუგნებლად, რამდენია ესეთი ადამიანია ვინც უაროფით გავლენას ახდენს შენზე? ნუ შეგეშინდება გამოავლინე ეს.
ეხლა მივუბრუნდეთ საზღვრებს, საზღვრები არსებობს ორ გვარი ეს არის საზღვრების არ ცოდნა ან ცოდნა და საკმაოდ აგრესიულად დაცვა.
პირველ შემთხვევაში ეს არის კარგი გოგოს სინდრომი და ყველაფერზე ‘დიახ’ და ‘კი’ ამბობენ, ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან სუსტი საზღვრები და მათში შემოჭრა ყველას შუძლია. მათით სარგებლობენ , მათ აძლევენ მეტ სამუშაოს და დაბალ ხელფასს, მათ ურეკავენ ნათესავები და უზიარებენ მხოლოდ ნეგატივს და ისინიც არ იღებენ ხმას, რადგან აქვთ ესეთი რწმუნებულება: მე რომ ვუყვარდე უნდა ვიყო კარგი, კარგი ყველსათვის. ეს არის რა თქმა უნდა მცდარი რწმუნებულება.
მაგრამ არიან კიდევ ადამინები, რომლებმაც კარგად იციან თავისი საზღვრები და მათ აგრესიულად იცავენ, აბა გაბედე მას და მიეცი დამატებითი სამუშაო, ან რამე ცუდად უთხარი, ორმაგ ნეგატივს მიიღებ უკან.
მე არ დავიწყებ ეხლა განსაზღვრას რა არის კარგი აქ და რომელია ცუდი. პირადპირ გეტყვით არცერთი რეაქცია ჯამრთელი არარის.
ძალიან ბევრი ენერგია მიდის ასეთი ფორმით საზღვრების დაცვაზე, მაგრამ ერთხელ თუ კი ჩამოაყალიბებთ საზღვრების დაცვის საკითხს კონტრუქციულად, პირიქით ურთიერთობებისგნ ენერგიას მიიღებთ და პირიქით დადებით ენერგიას დააბრუნებთ. დამეთახმებით ეს საოცნებო მდგომარეობაა, და ბევრი თქვენგანი იფიქრებს კიდეც რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ეს არის შესაძლებელი.
როგორ დავიცვა ჩემი საზღვრები კონსტრუქციულად?ისმის კითხვა…
მოდით ტოქსიკური ადამიანები ორ ნაწილად დავყოთ,
ეს არის ახლობლები და შორებლები.
დავიწყოთ შორებლებით….
ეს არის წრე, რომლებთანაც გაქვთ არჩევანი იურთიერთო თუ არა, აქვე გეტყვით, თუ შენ დისტანცია აირჩიე, ე. ი მათთან საუბარი ენერიას გართმევთ არაფრის მომცემია, მათთვის თქვენ არაფერს წარმოადგენთ მხოლოდ იმისათვის სჭირებით რომ თავისი ნეგატივისგან გათავისუფლდნენ, მათ ვერც გარდაქმნი ისინი ასეთები არიან და მორჩა.
ახლობლებთან კი სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ.
თუკი ახლობელი გირეკავს ან გიყვება რაღაც ნეგატიურ ამბავს და შენც უკვე შეგექმნა შთაბეჭდილება ამის ბოლომდე მოსმენა კარგს არაფერს მოგიტანს, ამიტომ პირდაპირ დაუსვი შეკითხვა,
- შენ პრობლემისგან გათავისუფლება გინდა ?
- როგორ აპირებ ამას, მოდი ვიპოვოთ გამოსავალი.
- თუ მეგობარი ამბობს რომ მას უნდა ცოტა ხანს სიტუაციზე ისაუბროს რაც ნორმალურია, უთხარი რომ მოდი ეხლა აი, ორი წუთში გადახე ამ სიტუაციას, რადგან თუ მასზე დიდიხანი ვისაუბრებთ მთელი დღე ნეგატივში დავრჩებით და გამოსავალსაც ვერ ვიპოვით.
- თუ მეგობარი არ ჩერდება და ნეგატიზე ჩახვეული აქვს უთხარი რომ თავად მუშაობ ნეგატივის დამუშავებაზე და გიჭირს ნეგატივის მოსმენა
არის სიტუაციები როდესაც მეგობარს უყვარს კომენტარის გაკეთება არც თუ ისე სახარბიელო დროს, მაგალითად ეს კაბა არ გიხდება ან თმა არაგქვს შეჭრილი კარგად უთხარი რომ ესეთი ფორმით კომენტარი არ არის საინტერესო, ის აუცილებლად გეტყვის რომ მას უნდა რომ შენ უკეთესად გამოიყურებოდე, მაგრამ როდესაც კაბით და შეჭრილი თმით პრეზენტაციზე ან გასაუბრებაზე შედიხარ ნადვილად არ გჭირდება ზედმეტი სტრესი, ამიტომ უთხარი რომ ამ ფორმით და ამ დროს ესეთი კომენტარი არ არის საინტერესო,
შესაძლებელია, რომ ესეთივე კომენტარი კოლეგასგან წამოვიდეს. გაუმეორეთ მასაც, ამ ფორმით და ასეთ დროს არა არის საინტერესო. თუ ის არ ჩერდება და გითხრა რომ ყველას უნდა დაანახოს, შენ არ კომპეტენტური, უთხარი რომ ადამიანები ვინც სხვას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი ცხოვრებით არა არიან კმაყოფილები, და ეს სამწუხაროა.
აქვე ავღნიშნავ და მერე კიდევ დავუბრუნდები ამ საკითხს, რომ ყოველი შენს მისერ ნათვქმი სიტყვა რესურსული მდგომარეობიდან უნდა იყოს, ანუ მშვიდად, გაღიზიანების გარეშე. ამ მდგომარეობას კი ყოველდღიური იოგა და მედიტაციის პრაქტიკებით მიაღწევ.
მაგრამ არიან კიდევ უფრო ახლობლები … მაგალითად მშობლები და საერთოდ ოჯახი.
როგორ ვიურთიერთოთ ოჯახში?
მე გაგიაზირებ რამდენიმე რჩევას და თქვენ აარჩიე რომელი არის შენთვის საინტერესო
- პირველ რიგში ისაუბრე კონსტრუქციულ ფორმაში და აუცილებლად მოუფრთხოლდით ერთმანეთის გრძნობებს.
- რჩევები მიეცი იმ შემთხვევაში თუ ეს გთხოვეს იმიტომ რაც შენთვის კარგია არ ნიშნავს, რომ ყველასათვის კარგია.
- იღებ გადაწყვეტილებას და მშობლები კი გეწინააღმდეგებიან, შეჩერდი პირველ რიგში და გააკეთე პაუზა, რატომ მეწინააღმდეგებიან მშობლები? და შემდეგ დაუსვი შეკითხვა მშობლებს რა გინდათ ჩემთვის ყველაზე მეტად?
- საერთოდ რატომ იძლევიან მშობლები რჩევებს და ჩვენ კი ყოველთვის ვიცავთ თავს? ხდება ზოგჯერ მანიპულაციაც მშობლების მხრიდან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ნებისმიერ სიტუაციში ეს კითხვა დაგეხმარებათ.
- რა გინდათ ჩემთვის ყველაზე მეტად?
პასუხი იქნება რა თქმა უნდა შენი ბედნიერება, ჰო და დამეხმარე რომ ბედნიერი ვიყო და ნუ მიშლით ხელს და მტკენთ გულს მე თქვენი დახმარება და გვერდში დგომა მჭირდება და არა კრიტიკა.. ნუ ეს ზოგადო ფორმაა, მაგრამ საუბარი დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. გარდა ამისა აქ თქვენ გულწრფელი ხართ და ყოველგვარ ემოციურ მანიპულაციას უჭრით გზას.
მთელს ამ ისტორიაში დაიმახსოვრე ერთი რამ, შენი პასუხი ახლობლების მინართ , უნდა იყოს სიყვარულით და ემპატიით. შენს ახლობლებს ამ სახით თქვენ არაჩვეულებრის სამუშაოს გაუწევთ, არაფერია იმაზე უკეთესი როდესაც ახლობელს სიყვარულით ეხმარები საკუთარი ნეგატივის დაძლევაში. ოღონდ სიყვარულით და ძალდატანების გარეშე.
ეს ტექნიკები და ეს ურთიერთობის სტრქტურა არაერთჯერ არის გამოცდილი და თუ მას ამ სახით გამოიყენებთ საკუთარ ენერგიასაც სეინარჩუნებთ და სხვის ნეგატივსაც არ გააღრმავებთ.
დაიმახსოვრე რომ როდესაც ცუდ ხასითზე ხარ არასოდეს გააკეთო რეაგირება, ჯერ დაუბრუნდი რესურსულ მდგომარეობას და რეაგირება შემდეგ მოახდინე.
არ უყურო ტოქსიკურ და ნეგეტიურ ახალ ამბებს!!! რეალობას ვერ შეცვლი და ნერვებს კი მოიშლი.
დააკვირდი რა იწვევს შენში ნეგატივს და მოერიდე მას.
თუ კი გინდა, რომ რესურსულ მდომარეობაში იყო და ჰარმონია და ბალანსი შეინარჩუნო, შემოგთავაზებ ჩვენს ახალ პროექტს 2X21 ჰარმონიული ქალი, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყება, სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ აქ ? რეგისტრაციისათვის მოგვწერე მეილი info@kundaliniyoga.ge ან გადადი ლიკნკზე ? https://m.me/LotusiYoga?ref=w6974480
წარმატებებს გისურვებთ და სიხარულის შეგრძნებას!


დატოვეთ კომენტარი