- იყავით ცნობიერი, აქ და ამჟამად;
- გააცნოებიერეთ რომ ზოგიერთი რამის გაკეთება არც ისე სასწრაფოა. მაგალითად სარეცხი, საუთაო, სადილი შეიძლება ცოტახნით გვერდით გადავდოთ;
- ნუ იჩქარებთ და ნურც თქვენს ნეგატიურ ფიქრებს მოახვევთ თავს სხვებს;
- მოუწყვეთ თავს ყოველდღიური განტვირთვა;
- ისეირნეთ ბუნებაში (იხილეთ ჩვენი ბლოგი „ბუნება- როგორც მარტივი და ეფექტური მოდუნების საშუალება http://bit.ly/2LjCB9C გაიკეთეთ მასაჟი, მიიღეთ აბაზანა სანთლების და კლასიკური მუსიკის ფონზე. გამოიყენეთ თქვენი ფიქრები, წარმოსახვა და ოცნებები რომ მთლიანად დატკბეთ ცხოვრებით. შეიგრძენი, გასინჯე და დატკბი ცხოვრებით;
- მიიღეთ ჯანსაღი საკვები; http://bit.ly/2tF7ttk
- ფოკუსი მიმართეთ არა სირთულეებზე, არამედ შესაძლებლობებზე;
- იცხოვრეთ ცნობიერად, აარჩიეთ თქვენი ფიქრები ცნობიერად;
- იმეგობრეთ მათთან, ვინც ენერგიას გმატებთ;
- ყოველდღიურად დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (თქვენი წონა გაამრავლეთ 30 მლ-ზე და ეს არის თქვენი დღიური წყლის დოზა;
- ნუ დალევთ წყალს ძილის წინ. ეს ხელს შეგიშლით დაძინებაში;
- დაძინებადე გააღეთ ფანჯრები და შემოუშვით მეტი ჰაერი. ეს დაგეხმარებათ მშვიდად დაძინებაში;
- ყოველდღიურად შეეცადეთ იმოძრაოთ გარეთ 30 წთ. ისეირნეთ ბუნებაში. ეს დადებითად მოქმედებს გონების სიმშვიდეზე;
- შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. მოსინჯეთ ორი კვირა შაქრის გარშე და დააკვირდით თქვენს სხეულს, თუ როგორ არის დამოკიდებული შაქარზე;
- შეამცირეთ თქვენს რაციონში ასევე თეთრი პური და კარაქი. ჩაანაცვლეთ ის შავი პურით;
- არ დაიჩივლოთ- ცოტა რთულია, მაგრამ ეს თქვენს შინაგან დიალოგსაც განაპირობებს, რაც უფრო ნეგატიურია ის მით უფრო დაბალია თქვენი თვითშეფასებაც;
- მოერიდეთ საუბრებს, სადაც ჭორაობენ და ნეგატივზე საუბრობენ, რადგან გაუცნობიერებლად ამას თქვენი ენერგია მიაქვს და გაფერხებთ მიზნის მიღწევაში;
- გააკეთეთ ყოველდღიური მედიტაცია http://bit.ly/2Kj8xKm, გახდებით უფრო ცნობიერი და მშვიდი;
- შეამცირეთ ალკოჰოლი;
- შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებც არიან ძლიერები , ისინი დაგეხმარებიან პიროვნულ ზრდაში;
- და ბოლოს, არის დღეები, როდესაც განსკუთრებულად ცუდად ხართ, მაგრამ შეეცადეთ ამ დროსაც ფოკუსი მიმართოთ შესაძლებლობებზე ან მოგვწერეთ ჩვენ თქვენს პრობლემებზე და ჩვენ დაგეხმარებით ერთად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი .


დატოვეთ კომენტარი