თქვენ გაგაჩნიათ სამმაგი სტრუქტურა: სხეული, გონება და სული.
სხეული არის პირველი რომელიც უნდა დაამუშაოთ და შეიცნოთ როგორც სულიერმა არსებამ. ეს არის შენი ბორბალი რომ იმოგზაურო ცხოვრებაში. შენი მანქანა/სხეული საკმაოდ რთული კონსტრუქცია არიას ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ის კარგად შექმნილი და მოწყობილი სისიტემაა სისხლით,ნერვული სისტემით, სასუნთქი ორგანოებით, გულით და ტვინით. ყველა ფუნქციონალურ სისტემას ჭირდება პერიოდულად გასუფთავება, საწვავით შევსება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზრუნვა. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ჩვენი სხეულის მოსმენა და მასზე ზრუნვა.
გონება არის ადამიანური ცხოვრების მეორე მნიSვნელოვანი ელემენტი.თუ გონების, ფიქრების, შემეცნების და მოთმინების ჰორიზონტი ლიმიტირებულია/შეზღუდული, Tუ გონებას არ აქვს ლამაზი ფუნქცია რომ დაინახოს და აღიქვას ის რაც თვალისTვის უხილავია და შეიმეცნოს თითოეული ქმედების ცნობიერება მაშინ fაქტიურად წარმოუდგენელია ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრება. გონება მართავს თქვენს ემოციებსა და მოქმედებებს.
სული არის ადამიანური ცხოვრების მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი.როგორც ლამფას ვერ აანთებ საწვავის გარეშე, ასევე არ არსებობს ცხოვრება სულის გარეშე.საუკუნეების განმავლობაში სულს ძალიან ბევრი მნიშვნელობა და განმარტება მიანიჭეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილად რჩება ის ფაქტი რომ სული არის კოსმიური ენერგია. რელიგიაში ამ ენერგიას ღმერთს უწოდებენ, ხოლო იოგაში ჩვენ მას კოსმიური ენერგია დავარქვით. ჩვენი მიზანია გავიგოთ უსასრულო კავშირი ამ ენერგიასთან.
მასალები თარგმნილია და მომზადებულია სპეციალურად ლოტუსისთვის.
წყარო KRI (Kundalini Research Institute)
მთარგმნელი თეონა თეთრაძე.


დატოვეთ კომენტარი