ალბათ შენც გქონია ასეთი მომენტი,
როცა სრულიად მარტო ზიხარ და გრძნობ უიმედობას, მარტოობას, ღმერთს ეძახი დასახმარებლად. ცდილობ, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირო, გგონია, რომ რაც უფრო მაღლა აიწევს შენი ხმა, მით უფრო მეტი შანსია, რომ მოგისმინონ. გგონია, რომ თუ მეტ ძალას ჩადებ ყვირილში, ხმა ყველა ბარიერს გაივლის და მიზნამდე მიაღწევს.
მაგრამ დედამიწის გარშემო გარსი სავსეა დაბრკოლებებით — ქარხნების, მანქანების და სიგარეტის კვამლი, სუნამოების და სხვადასხვა ქიმიური საშუალებების სუნი. ეს ყველაფერი ქმნის ბარიერს, რომლის გავლაც უჭირს შენს ხმას რომ ცამდე ავიდეს, შენი ხმის მიწვდომა შეუძლებლად გეჩვენება.
ასეთ მომენტებში რთულია დაიჯერო, რომ შენი ვედრება შეიძლება ვინმემ გაიგოს.
მაგრამ არსებობს რაღაც, რაც უძლიერეს ბარიერსაც კი გადალახავს — ეს არის სუფთა გულის ვიბრაციები, რომლებიც შენი არსების სიღრმიდან ამოდის. ეს არის უანგარო სიყვარულის ენერგია, რომელიც ხმამაღალი ხმის გარეშე აღწევს მიზანს. ეს სიყვარული, რომელიც გათავისუფლებულია ეგოისტური მოტივებისგან, ნებისმიერი დაბრკოლების გავლით აღწევს ზეცას და პოულობს გზას უფლამდე.
შენი ხმა შეიძლება დაიკარგოს სამყაროს ხმაურში, მაგრამ გულიდან მომდინარე სუფთა ენერგია, რომელიც სავსეა გულწრფელობითა და სიყვარულით, ყოველთვის პოულობს გამოძახილს. ეს სიყვარული, რომელიც გათავისუფლებულია ყველა მიწიერი მიჯაჭვულობისგან და მოლოდინისგან, ისეთ სიწმინდით ვიბრირებს, რომ ვერაფერი შეაჩერებს. იგი პირდაპირ მიემართება წყაროსკენ, და სწორედ ეს ვიბრაცია ხდის შესმენადს შენს ვედრებას უფლისადმი.
როცა უფალს, სამყაროს… სუფთა გულითა და უანგარო სიყვარულით მიმართავ, ხმამაღლა ყვირილი აღარ გჭირდება. შენი ლოცვები, რომლებიც სიყვარულითა და გულწრფელობით არის გაჟღენთილი, მიწიერი ბარიერების ზემოთ ადის, ყველაზე დაბინძურებულ ჰაერსაც კი გაარღვევს და თავის გზას პოულობს. ღმერთი შენი ხმის სიმაღლეს კი არ ისმენს, არამედ შენი გულის სიწმინდეს.
და ეს არის დიდი ძალა, რომელიც უნდა გააცნობიერო და მიიღო.


დატოვეთ კომენტარი