ყოველი ტრენინგის ბოლოს მახსენდება ერთი და იგივე: ჩემი ცხოვრება უნდა გახდეს სხვისი ინსპირაციის წყარო. თითქოს რაღაც შინაგანი ხმამაღლა მეუბნება, რომ კეთილდღეობა, სულიერი ბალანსი და სულიერი განვითარება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, ერთი არ არსებობს მეორის გარეშე.
მე არ ვარ სრულყოფილი. ჩემი ცხოვრება შორს არის იმ სრულყოფილებისგან, რომელიც ხშირად წარმოგვიდგენია. თუმცა ეს არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი ცხოვრება სავსეა ემოციებით, შეცდომებით, გადაწყვეტილებებით, რომლებიც შესაძლოა არ იყოს იდეალური, მაგრამ მაინც ლამაზია. და ის, რაც ამ გზაზე ვისწავლე, ის არის, რომ შეცდომები არ არის კატასტროფა.
როდესაც ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე, მახსენდება, რომ ყოველთვის მასწავლებლობა მინდოდა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ მე მასწავლებელი ვარ არა კლასიკურ გაგებაში, არამედ სულიერი გზის მასწავლებელი. ეს არის ის გზა, რომელიც გულზე გადის და ამ გზაზე უამრავმა შეცდომამ და ემოციამ გამატარებინა. სწორედ ამ შეცდომებში ვპოულობ სიბრძნეს.
ჩემი სურვილია, ვაჩვენო სხვებს, რომ სულიერი ბალანსი და ცხოვრების სილამაზე შესაძლებელია არსებობდეს ერთდროულად. ჩემი გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, მაგრამ ამ სირთულეებში ვპოულობდი ძალას და შთაგონებას. გუშინ როდესაც vip წარმონადგენლებთან ერთად ვიჯექი ფეხბურთზე ზუსტად ეს გამახსენდა. მე არაფერი არ მომეცა მარტივად და ის რაც მაქვს დღეს შრომით და დისციპლინის საშუალებით მოვიპოვე. და ახლა, მინდა, ჩემი გამოცდილება სხვებსაც დავანახო, რომ არცერთი ნაბიჯი არ არის შეცდომა, ის უბრალოდ გზაა, რომელიც მიგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი გული გველოდება.
ეს არის ჩემი ცხოვრება—არასრულყოფილი, მაგრამ სავსე სიყვარულით, შეცდომებითა და ზრდით. და ეს არის ჩემი გზა—გულის სულიერი გზა, რომელიც სულის შიგნით იწყება.
დატოვეთ კომენტარი