მოგესალმები საყვარელო მკითხველო!
დღეს მინდა გესაუბრო სტრესის შესახებ…
რა არის სტრესი? არის თუ არა ის საჭირო ჩვენთვის? რა იქნებოდა სტრესი საერთოდ რომ არ არსებობდეს?
დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სტრესი აუცილებელია ადამიანისთვის. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სტრესი ოდითგანვე ხელს უწყობდა ადამიანს, რომ დათვს, დინოზავრს… არ შეეჭამა, ეზრუნა საკვებზე და ა.შ დღეს სტრეს აქვს ორი სახე: ეს არის დადებითი და უარყოფითი სტრესი.
დადებითი – სწორედ ის სტრესია, რაც ხელს უწყობს ადამიანს წინსვლაში, მოძრაობაში, არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და საკუთარი თავისგან შექმნას სრულყოფილი პიროვნება.


თუ ამ გზაზე დრო და დრო არ დავისვენეთ, საკუთარი თავისათვის დრო არ გამოვყავით, მაშინ ეს სტრესი გადაიქცევა ნეგატიურ სტრესად, რასაც მოჰყვება, ფიზიკური, მენტალური და ფსიქიკური აშლილობა. ნეგატიური სტრესის დროს ცხოვრება კარგავს აზრს. არ გვაკმაყოფილებს მიღწეული და არც სიამოვნებას გვანიჭებს. ხშირად გვესმის მიიღე სიამოვნება პატარა მომენტებისგან, იყავი ბედნიერი, აქ და ამჟამად, მაგრამ ნეგატიური სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანს ეს აღარ გამოსდის, ის ვეღარ პოულობს გზას თუ როგორ დააღწიოს არსებულ მდგომარეობას თავი, აღსანიშნია, რომ ადამიანი ერთ დღეში ვერ აღწევს ამ პროცეს, სხეული გამუდმებით აგზავნის სიგნალებს, მაგრამ წარმატების სენით შეპყრობილ ადამიანს როდი აქვს დრო სხეულს მოუსმინოს, ცოტა ხანს დაჯდეს, დაისვენოს, ან შეჩერდეს უბრალოდ და გარშემო მიმოიხედოს. სტრესის დროს გვაწუხებს:
უძილობა, კბილების კრაჭუნი, გულის რევის შეგრძნება, გულის არითმია, ოფლიანობა, წელის ტკივილები, მხრების დაძაბულობა გამონაყარი სახეზე, მუდამ გაჭედილი ცხვირი. შესაძლებელია თავს დაუცველად ვგრძნობდეთ მუდამ მოწყენილი ვიყოთ. შფოთი, ტირილი უადგილო ადგილას ეს ყოველივე ნეგატიური სტრესის დამახასიათებელი თვისებებია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლო ფიზიკურ ან მენტალურ სტრესს არ მივყავართ ამ მდგომარეობამდე, არაჯანსაღი საკები, ქიმიური შემადგენლობის პროდუქტებიც დიდ გავლენას ახდენენ და ხელს უწყობენ ნეგტიური სტრესის გავრცელებას ორგანიზმში.
სტრესული სიტუაციები ჩვენს ირგვლივ მუდმივ რუტინად იქცა…
დღეს, მე მოგიმზადე, საინტერეს ოკითხვები, რომ შენი ცხოვრების ყველა სფერო გამოიკვლიო და იცოდე საიდან დაიწყო მისგან თავის დაღწევა. შენ ამ კითხვებით გამოიყვან ფაქტორს, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას იცოდე შენი სტრესის გამომწვევი მიზეზი. შემდეგ კი ვიმუშავებთ, როგორ გავთავისუფლდეთ მისგან.
კითხვებისათვის გადადი ლინკზე: და დაიწყე საკუთარ თავში საინტერესო მოგზაურობა, რომელსაც ცხოვრება სტრესის გარეშე ჰქვია.
წარმატებებს გისურვებ და სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას.
სატ ნამ 🙂


დატოვეთ კომენტარი