რა არის სული ?
ვიცი , დაფიქრებულხარ და დაგისვამს
ეს კითხვა…
არის თუ არა სული ჩვენი ინტუიცია? როგორ განსაზღვრავს სული ჩვენს არჩევანს და იმას თუ როგორები ვართ ჩვენ დღეს ?!
დავიწყოთ…. სული ეს არის სპირიტუალური, უკვდავი ნაწილი, ჩვენი მორალური და ემოციური ნაწილი, ინტელექტუალური ენერგია.
ხოლო მანერა თუ როგორ წარვუდგენთ სხვას ჩვენს თავს, როგორ გვინდა რომ სხვამ დაგვინახოს. ეს არის ეგო, ჩვენი პიროვნება. ეგო ეს არის მასკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ჩვენი თავმოყვარეობა და მეობა, ჩვენი შეგნება.
სული კი ეს არის ჩვენი ნამდვილი სახე, ნამდვილი ‘მე’ ის რაც მასკის უკან დგას, როდესაც მასკას რამდენიმე ფენას ააცლი, მაშინ შესაძლოა სული გააშიშვლო, მაგრამ ამას ხშირად დიდი ტკივილი და ემოცია მოჰყვება.
ყველაზე მნიშვნელოვანი სულისათვის ნდობა და ინტუიციაა, მაგრამ თანაგრძნობა, ჰარმონია და სიყვარული რა თქმა უნდა აუცილებელია. თუ კი გინდათ რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა სილამაზემ დომინანტური ადგილი დაიკავოს თქვენს ცხოვრებაში, თქვენი სული ბოლომდე უნდა შეიცნოთ, როგორ შეიძლება გააკეთო ეს?
შეეხე შენს სულს!
იქნებ უკვე დიდი ხანია საკუთარ თავთან კონტაქტი დაკარგე?
იქნებ შენს ცხოვრებაში დიდი აურზაურია და აღარც დრო გაქვს და აღარც სურვილი შენს ინტუიციას მოუსმინო?
ყოველივე ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა მედიტაცია, რამდენიმე წუთი დღეში. მედიტაცია დაგეხმარება კონტაქტი აღადგინო სულთან, მედიტაციის დროს ჩაუღრმავდები სიჩუმეში თავს და მოუსმენ რა უნდა შენ სულს ნელ-ნელა, ფენა-ფენა ააცლი ნიღაბს. გარდა ამისა სიმშვიდეს, წესრიგს, ჰარმონიას და ბალანს შემოიტანს შენს ცხოვრებაში.
დაამშვიდე სული და ის ალაპარკდება, შენ კი მის მოსმენას ისწავლი.
მიეცი შენს სულს საშუალება, რომ გზამკვლევი გახდეს.
ლეგენდა ამბობს რომ ინტუიციით ადამიანი მაშინ დასაჩუქრდა, როდესაც ჯერ კიდევ უცოდველი იყო.
ეს უძველესი გრძნობაა და მას არც სიბრძნე აკლია. ამიტომ დრო არის მივცეთ საშუალება ინტუიციას გვმართოს და პასუხიმგებლობით ვიცხოვროთ და არა შაბლონებით, რომელიც ყველა მხრიდან კედელივით გვაკრავს.
როგორც ზემოთ გითხარით, მედიტაცია,საუკეთესოა ამ პროცესში …. საკუთარი თავისათვის დროის პოვნა და შეჩერება, განა მედიტაცია სხვა რა არის თუ არა შეჩერება და საკუთარი თავის მოსმენა? ამ დროს შეგიძლია ილოცო კიდეც.
ეს მომენტი გაძლევს გაანალიზების საშუალებას, არა მხოლოდ კარგის არამედ ცუდი მომენტებისაც, ჩვენი რაციონალური გონება რა თქმა უნდა შეეცდება ყოველთვის თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაწყნარდება და ინტუიცია წინა პლანზე გადმოიწევს.
თუ კი თავს ცუდად და უბედურად გრძნობ, გეშინია, ეს იმის მანიშნებელია, რომ შიგნიდან რაღაც გაწუხებს, თუ კი ამას რაციონალურად და ლოგიკურად მიუდგებით, ყოველთვის შეიძლება ვერ იპოვოთ გამოსავალი, მაგრამ საკუთარი თავის მოსმენა ამ შემთხვევეში უფრო დიდ და კარგ ცვლილებებს მოგიტანს. თუ ცხოვრებაში დიდი ცვლილების წინაშე დგახარ და გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაიწყე პატარა ცვლილებებით. ეს თვითრწმენასაც აგიმაღლებს და ძალიან ბევრ სასიამოვნო და დადებით ცვლილებებსაც მოგიტანს.
მედიტაციის გარდა საკუთარი სულის მოსმენა ხელოვნებითაც შეგვიძლია, ხელოვნებაზე და კრეატიულ მომენტებზე პასუხისმგებელია ჩვენი ტვინის მარჯვენა მხარე. ხელოვნებით სწორედ ამ მხარეს ვუკეთებთ აქტივაციას. მარცხენა ტვინის ნაწილი პასუხისმგებელია რაციონალურ გონებაზე.
როდესაც კრეატიული მომენტებით ხარ დაკავებული, ესეც ერთგვარი მედიტაციაა, აქ მინდა ერთი რჩევა მოგცეთ:
არ დაელოდოთ შედეგს ისიამოვნეთ პროცესით.
სატ ნამ.


დატოვეთ კომენტარი