დასაწყისში იყო სიტყვა….
ღრმა ჩასუნთქვა….
ამოსუნთქვა… მშვიდი, ნელი…
ამიტომაც სუნთქვა და სიტყვა მჭიდრო კავშირშია. ისინი ერთად ქმნიან სწორ კომუნიკაციას, როგორც გარშემომყოფებთან, ასევე საკუთარი თავთან. ხშირად მითქვამს და კვლავ გავმეორდები, რომ თუ საკუთარ თავთან არა გაქვს კარგი ურთიერთობა, ის ვერავისთან ვერ გექნება…
სუნთქვით შეგიძლია შენს ცხოვრებას ახალი მიმართულება მისცე. თუ კი გაცნობიერებულ სუნთქვას იწყებ და მას ხმას უმატებ, ანუ სიტყვას, შეგიძლია ახალი შესაძლებლობები, ახალი ენერგია შექმნა შენს ცხოვრებაში.
სუნთქვას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს კუნდალინი იოგაში. თუ კი შენს განაგებ შენს სუნთქვას:
• ხარ ჯანმრთელი;
• გაქვს სასიცოცხლო ენერგიის დიდი მარაგი;
• პოულობ ახალ შესაძლებლობებს;
• განაგებ საკუთარ ემოციებს;
• აკონტროლებ ხასიათს;
• ავითარებ კონცენტრაციას;
• გრძნობ საკუთარ თავს;
• გაქვს კავშირი საკუთარ თავთან;
გაცნობიერებული სუნქთვა იწყება, როდესაც აცნობიერებ მომენტს შენ სუნთქავ და სუნთქვას მნიშვნელობა აქვს.
სხეულის სასიცოცხლო ენერგია და გონება ქმნიან პრანას.
დაიმახსოვრე!!!! რომ სუნთქვის უგულებელყოფით კარგავ გავლენას შენს ემოციებზე, შემოქმედებითობაზე და საერთოდ იმაზე რაც შენს გარშემო ხდება.
ყველა ჩემს იოგა სესიას და ვორქშოფს მე ჩასუნთქვა- ამოსუნთქვით ვიწყებ, რამდენიმე მშვიდი, ღრმა მოქმედება და ადამიანებს სახე ეცვლებათ, მშვიდდებიან, ზოგიერთისათვის ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც ისინი საკუთარ თავს უსმენენ, საკუთარ სუნთქვას.
კუნდალინი იოგის სუნთვის ტექნიკებში გამოვარჩევდი 2 მნიშვნელოვან მომენტს :
პრანაიამას და შუნიას.
- პრანა= სასიცოცხლო ენერგია
იამა = დისციპლინა
სუნთქვის დისციპლინა, სუნთქვის მეცნიერება.
იოგები პრანაიამას იყენებენ საკუთარი ენერგიის სამართავად. რისათვის სუნთქვის სიღრმე და რიტმია საჭირო. - შუნია ეს არის სიცარიელე, იმისათვის რომ სიახლე შექმნა, ძველი უნდა გაუშვა და ამაში პრანაიამა და ბანდა გეხმარება.
იოგები პრანაიამას, შუნიას და ბანდას იყენებენ რომ საკუთარ ცხოვრებაში მეტი ენერგია, წარმატება და ბედნიერება შემოიტანონ.
თებერვლიდან ჩვენ დავიწყეთ კუნდალინი იოგის უფასო კურსი, სადაც ეს თემები პრაქტიკაში გადაგვაქვს, ჩვენი გვერდი 👉https://www.facebook.com/LotusiYoga/?
შემოგვიერთდი და გაუზიარე მეგობრებს, შეგაგრძნობინოთ რაც შეიძლება მეტ ადამინს სიხარული ყოველდღე.სატ ნამ 🙏


დატოვეთ კომენტარი