ჩვენს გარეგნობასთან საკვები პირდაპირ კავშირშია. ის, რასაც მივირთმევთ აისახება გარეგნობაზე. „რასაც ვჭამთ, ის ვართ “ ასე ამბობენ იოგები .
დღეს შემოგთავაზებთ სწორი კვების 11 პრინციპს.
თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ მკაცრი დიეტა და დეტოქსი გარკვეული ასაკში აღარ არის რეკომენდირებული .
სწორი და გაცნობიერებული კვება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, აი აქ არის ჩემი საიდუმლო. საერთოდ ცხოვრებაში მიყვარს ყველაფერი მარტივი და ჩემი ცხოვრების სტილიც საკმაოდ მარტვივია. თუ ესეთი ცხოვრებას რუტინად აქცევთ, ცხოვრება ბევრად გაგიმარტივედებათ. თქვენ დაარეგულირებთ ჯანსაღ კვებას და აღარ გექნებათ პრობლემები არც წონასთან და არც ჯანმრთელობასათან დაკავშირბული. კვების პრობლემის მოწესრიგება, მოგიწესრიგებთ ძილს, გაგხდით უფრო თავდაჯერებულს და საკუთარი თავით კმაყოფილს. არასწორი კვებით ვაღიზიანებთ ჩვენს ორგანოებს და ეს ორგანოები შემდეგ იწვევენ უარყოფით ემოციებს და გრძნობებს.
- დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. გაეცანით სტატიას წყალზე, თუ როგორ, როდის და რა რაოდენობით ? უნდა მივიღოთ წყალი (გადადით ლინკზე ).
- წყალი ეს აუცილებელი წინაპირობაა ჯანმრთელობისა და კუჭ-ნაწლავის სწორად ფუნქციონირებისათვის.
წყალი გვაძლევსა ენერგიას, ის აახალგაზრდავებს კანს, წმინდავს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედება. წყალი გვეხმარება ვჭამოდ ზომიერად და ამით ჭარბი წონისაგანაც დაზღვეულები ვართ. დალიეთ ყოველდღე თქვენი წყლის ნორმა. თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩეკლისტი, სადაც აღნიშნავთ მიღებული წყლის რაოდენობას
3. საჭმელი მიირთვით პატარა თეფშიდან, ზოგჯერ ჯობს მოვატყუოთ ჩვენს ტვინი. დიდ თეფშზე საჭმელი ყოველთვის ცოტა გამოჩნდება, ტვინიც დამშვიდდება, რადაგნ ის საკვებს აღიქვამს და არა თეფშის ზომას.
4. მოამზადეთ საკვები თვითონ, გამოაცხვეთ, გააკეთეთ ნატურალური წვენები. ნაყიდ, გამზადებულ საკვებს მოჰყვება კონსერვანტები და ტოქსინები, რომელიც შემდეგ გვმატებენ წონას. პრობლემებს უქმნიან ჩვენს ორგანოებს. დროის ფაქტორის მიუხედავად, ეცადეთ, რომ საჭმელი მოამზადოთ სახლში, რადგან ეს პირდაპირ პროპორციულია თქვენს ჯანმრთელობასთან.
5. მიირთვით დღეში მინუმუმ ხუთი სახის ხილი ან ბოსტნეული. არა წვენის სახით არამედ დაუმუშავებელი, ეს არის ფრანგული პროგრამის სლოგანი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანმრთელ კვებაზე. ანუ ყოველდღე მიირთვით ცისარტყელა, ყველა ფერის ხილი და ბოსტნეული, ისინი სავსე არიან ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით . რაც უფრო მრავალფეროვანია ხილ-ბოსტნეული, მით უფრო კარგ ხასითზე ვართ ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც.
რატომ?
- ისინი შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს, ჯანსაღ შაქარს და ძალიან საჭიროა ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისათვის.
- ისინი შეიცავენ წყალს, გარდა იმ წყლისა, რომელიც უნდა მივიღოთ. აბალანსებენ ბუნებრივი ჰიდრატაციის პროცესს და ნაკლებად კალოროულები არიან.
- ისინი შცავენ ბოჭკოებს და ამის წყალობით ჩვენი კუჭ-ნაწლავი მათ დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებს. ამით ვიღებთ მეტი ენერგიას საკვებიდან და დიდი ხნის განმავლობაში არ ვგრძნობთ შიმშილს, რაც თავისთავად ხელს უწყობს წონის კორექციას. მიიღეთ ხილი, დაჭრილი, გახეხეილი სმუზის სახით, მაგრამ არა წვენის სახით.
- რა არის ერთი პორცია ხილი ? ეს არის 100 გრ. და უდრის 1 ვაშლს, 1 პომიდორი, 1 ბანანი, 5 ან 6 მარწყვს, 1 სტაფილო და ა.შ და ასეთი პორცია 5 ჯერ დღეში.
6. იკვებეთ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, შეეცადეთ საორიენტირო სქემა შექმნათ სწორად კვებისთვის და შემდეგ იმის მიხედვით გადაადგილოთ, როგორც გჭირდებათ, მაგ. დილის 8.00სთ-ზე საუზმე 12.00-ზე სადილი 16.00-ზე სამხარი და 20.00-ზე ვახშამი. არ ინერვიულოთ რომ ვახშამი 18.00 საათის შემდეგ უნდა მიირთვათ. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ არაფერი დაგიშავდებათ. გეგმის მიხედვით კვებას ის კარგი თვისებ აქვს, რომ ორგანიზმი წინასწარ ემზადება კვებისთვის და კუჭიც საჭირო რაოდენობის წვენს გამოჰყოფს და უპრობლემოდ ამუშავებს საკვებს. თუ კი გეგმის გარეშე ვიკვებებით, მაშინ კუჭი ვერ ასწრებს საჭირო რაოდენობის წვენის გამოყოფას და საკვების მიღების შემდეგ ვგრძონობთ სიმძიმეს. როდესაც გეგმიურად ვიკვებიბით მთელი ოჯახი ცდილობს სახლში სწრაფად მოსვლაზე და ეს ოჯახის წევრებსაც აახლოვებს რაც ორმაგ სიხარულის შეგრძნებას გვმატებს…
7. მიირთვით საკვები მაშინ, როდესაც გშიათ ეს თითქოს ლოგიკურია, მაგრამ გაიხსენეთ რამდენჯერ გაივლით კაფესთან ან თონესთან, სადაც მადის აღმძვრელი სუნი ტრიალებს და ამ დროს მართალია არც გშიათ, მაგრამ ძალიან გინდათ საკუთარი თავი გაანებივროთ გემრიელობებით, რა ვქნა იტყვით ამ დროს ? დალიე წყალი და 15 წუთის შემდეგ ისევ წყალი დალიე. ამ დროს კაფესაც გაუვლით გვერდს და საცხობსაც
8. მიირთვით ჩაი და ყავა შაქრის გარეშე, ეს შეამცირებს შაქრის რაოდენობის მიღებას. დროთა განმავლობაში სიამობნებასაც მიიღებთ, რადგანაც აღმოაჩენთ რომ ყავას და ჩაის სხვადასხვნაიარი გემო აქვს და ამ გემოს შეიგრძნობთ. ისე როგორც დედაჩემს დაემართა. უშაქრო ჩაის დალევისას აღმოაჩინა, რომ ჩაის სხვადასხვა გემო ჰქონდა.
9. ჭამის დროს იფიქრეთ ჭამაზე, თითქოს ლოგიკურადაც ჟღერს, მაგრამ ხშირად სადილობის დრო ან ახალ ამბებს ან სერიალს უყურებთ ან სოციალურ ქსელში ხართ. ამ დროს ჩვენი ფოკუსი არ არის საჭმელზე მიმართული და გარდა იმისა რომ საჭმლის გემოს ვერ ვგებულობთ, ვერ ვგებულობთ ასევე თუ რამდენს ვჭამთ. მატულობს რისკი ვჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება. ამიტომ როდესაც იწყებთ ჭამას მიმართეთ ფოკუსი საჭმელზე და ისიმოვნეთ, ეს ნამდვილად ღირს იმად რომ საჭმლის გემო ბოლომდე შეიგრძნოთ.
10. ყოველდღე მიირთვით მწვანილი, ეს აგიმაღლებთ იმუნიტეტს და გარდა ამისა გაგილამაზებთ სახის კანს, გაგიმაგრებთ ფრჩხილებს და თმას. მწვანილი კუჭ- ნაწლავის მოქმედებასაც უწყობს ხელს. ამით ისმის თქმა არ მინდა, რომ ყოველდღე შეჭამეთ ერთი თეფში სალათა მაგრამ თუ მასს დილით სმუზშიც ყოველდღე დაამატებთ ძალიან კარგი იქნება.
- ჭამეთ ნელა და თითოეული ლუკმა 20-ჯერ მაინც დაღეჭეთ. ამით კუჭსაც გაუადვილებთ საქმეს. დიდი ხნით საკვების ღეჭვა მალე დაგანაყრებთ და უფრო მცირე რაოდენობის საკვების მიირთმევთ.


დატოვეთ კომენტარი