არავინ იცის ამ ჯადოსნური ნივთის წარმოშობის ზუსტი თარიღი ან ისტორია, თუმცა ყველასათვის ცნობილია მისი სამშობლო – შორეული აღმოსავლეთი. ,,შორეულად“ ადრე მიაჩნდათ, თორემ დღესდღეობით ეს ტერმინი ინდოეთის, ჩინეთისა და ნეპალის მიდამოებს აერთიენებს. სახელწოდებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მისი დამზადების ადგილად ტიბეტის მთებია მოიაზრებენ, ტექნოლოგიზე საუბარს კი მისტიურობისკენ მივყავართ, როგორიც თავად თასს.
გადმოცემის თანახმად, თასის დასამზადებლად, რვა მეტალს იყენებდნენ, მათგან შვიდის ვინაობა, დღესაც ცნობილია – თუნუქი, რკინა, სპილენძი, თუთია, ტყვია, ოქრო და ვერცხლი. ამობობენ რომ მერვე შენადნობის სახელი, მხოლოდ იმ სულიერი მამებისათვის იყო ცნობილი, ვინც თადავაპირველად მიიღო მონაწილეობა თასის დამზადებაში, შემდეგ კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც ყველა მითების შემდთხვევაში ხდება ხომე. ლეგენდა ლეგენდად დარჩა, თუმცა ამ თასს, დღესდღეობითაც აქტიურად იყენებენ მედიტაციასა და სამკურნალო პრაქტიკაში, თუმცა ცოტამ თუ იცის თუ რეალურად რაში მდგომარეობს ამ ინსტუმენტის მოქმედების საიდუმლო.
მედიცინასთან ცოტათი მაინც თუ ხართ ახლოს, გეცოდინებათ რომ ადამიანის სხეულის ძირითადი ნაწილს ქმნის წყალი და ისიც ყველსათვის ცნობილია რომ ამ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებეს. ის გამოთქმა რომ ჩვენ ხშირად ვქმნით ჩვენს რეალობას, ზუსტად ამის მიმანიშნებელია, რადგან ხშრად, გაუცნობიერებლად, ჩვენივე ფიქრებითა თუ სიტყვებით, ჩვენ თავად ვუყრით საფუძველს ჩვენსავე რეალობას. წყალი კი წარმოადგენს ვიბრირების ყველაზე მგრძობიარე საშუალებას და ტიბტური თასის საიდმულოც იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გამოსცს ხმა, ტონი; ტონი კი ვიბრაციის ერთ-ერთი ძლიერი სახეა და მას შეუძლია იმოქედოს ჩვენზე, როგორც ე.წ. წყალზე და მაშასადამე მას გააჩნია უნარი, მოიცვას ადამანის სხეულის ისეთ ნაწილები, რომელიც მიუდგომელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ მედიცინისათვის. საკმარისია გაიხსენოთ შემთხვევა, როდესაც მოგისმენიათ საყვარელი ჟღერადოსბისათვის, ისეთის, სულში რომ სწვდება ადამინას. თქვენი არ ვიცი და მე, ასეთ დროს, რომ იტყვიან ,,დამბურგლაო“ ასე დამმართნია. გამოდის რომ ჟღერადობას ნამდვილად შუძლია რომ მოგვიცავას და მეც, ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი. თანამდეროვე ენით რომ ვთქვათ, გულისხმიერი და კეთილი ადამინის ხელში, ის წარმოადგენს მართლაც რომ ჯადოსნურ ინსტუმენტს, კომპლექსური მიდგომის იმ ნაწილს, რომელსაც ადამინის სხეულისა და ფიქრების დაბალანსება და დადებითი ვიბრაციისაკენ მიმართვაც კი შეუძლია. წკრიალა თასზე, კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა მოლედ ითქმისო და დასკვინის დროა: მოქმედებს ის, რისიც გვჯერა. გჯერა თუ არა სამყაროს ჯადოსნურობის, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია.
ავტორი
ნუცა მუჯირიშვილი


დატოვეთ კომენტარი