სწავლა არ არის სისუსტე
დრო, სივრცე და ცხოვრების სუნთქვა არის სასიცოცხლო არსებობის მთავარი სამკუთხედი. ყოველი პროცესი არის მომენტი. ყოველი მომენტი არის პროცესი. სწავლა – არის სიბრძნის დაგროვება, დისციპლინისთვის ხელის ჩაჭიდება და დისციპლინა ხდება ოსტატი. ოსტატი ქმნის მემკვიდრეობას. მემკვიდრეობა ხდება სამუდამო, მოკვდავი ხდება უკვდავი.
თუ ვიღაც არ ცდილობს შენთან მოახლოებას, მაშინ შენ ტოვებ სიტუაციას.
თუ გონება გაცივდა, გული გაიყინა. თუ სიძულვილმა მოიცვა მთელი შენი ცხოვრების გული, თუკი სითბო არ შემოდის შენში, მაგრამ სხეული განაგრძობს ვიბრაციას და ცხოვრების სუნთქვა მას სითბოს უნარჩუნებს, დატოვე ეს მდგომარეობა, მიეცი ყინულს დნობის უფლება ისე რომ შენში მეგობრობის ყვავილი გაიზარდოს და ნელ-ნელა მის სურნელსაც იგრძნობ.
იყავი საკურთხეველი და არა ალტერნატივა
დროსა და სივრცეს შორის ადგილი, რომელსაც ადამიანური მემკვიდრეობის საკურთხეველი ეწოდება. თითოეულმა ინდივიდმა უნდა ამოიცნოს ეს საკურთხეველი და თაყვანი სცეს მას. ის პიროვნულობას, კეთილდღეობასა და მიზანს მოგცემს. ნებისმიერმა მისმა სხვა ალტერნატივამ შეიძლება მიგიყვანოს იქამდე რომ დაკარგო ცხოვრების მადლი და ბრწყინვალება.
მიეცი უფლება შენს მანერებს ისაუბროს შენზე, მიეცი უფლება შენს საქმეებს განამტკიცოს შენი არსებობა და მიეცი უფლება შენს გათავისუფლებას შთაბეჭდილება მოახდინოს შენზე.
ყველა ადამიანს აქვს მისია, ყველა მისიას აქვს სიდიდე. თუკი თქვენ ამას რწმენითა და ერთგულებით შეასრულებთ, მაშინ წარმატება ყველა მხრიდან მოვა.
საქმე არასდროს იცდის. ისინი ვინც იცდიან, ჯერ არც კი დაუწყიათ მოქმედება.
არავის შეუძლია დროის გაჩერება. დრო ქმნის სივრცეს. ჩვენ გრძედსა და განედს შორის ვმოძრაობთ. ეს არის დამოკიდებულება რომელიც ჩვენთვის მუშაობს და ასრულებს ყველა საქმეს ჩვენთვის.
საბაბი და დაყოვნება არ შეაჩერებს შედეგებს.
ყველა თანმიმდევრობას თავისი შედეგი აქვს. ყოველ ქმედებას მოყვება რეაქცია. ყოველ დასაწყისს აქვს დასასრული. ჩვენი მერყეობა აფერხებს ჩვენს მიღწევებს, ჩვენი მიზეზები და სისუსტეები არის ფრუსტრაციის ფუნდამენტი. იდეალურმა ღმერთმა ჩვენ იდეალურები შეგვქმნა, რომ თვალი გავუსწოროთ ჩვენს ყველა ნაკლს და მოვიპოვოთ გამარჯვება. როგორც ხელოვანს სურს რომ მისი ხელოვნების ნიმუში იყოს საუკეთესო, ასევე ჩვენ ღვთაებრიობას სურს რომ დავიბყროთ ჩვენი ორსახოვნება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეამოწმე ზედმიწევნით, ეს თავიდან აგაცილებს უარყოფით თამაშებს.
არ ითამაშო თამაშები. ჩამოაყალიბე და პირდაპირ შექმენი შენი სტრატეგია და მასზე დაყრდნობით შენი სტატუსი. მიაღწიე ყველამდე დიპლომატიური და მეგობრული კომუნიკაციით.
იყავი მოღვაწე და დიპლომატი.
სიყვარული და პატივისცემა მოსახერხებელი ხელსაწყოებია იმისათვის რომ შექმნათ ლიდერობა ქარიშხლიდან გამოსასვლელად და მშვიდობის ნავსაყუდელში შესასვლელად.
შენი ინდივიდუალურობა და დამოკიდებულებები ყველაფერზე მაღლა დგას.
შენ უნდა იყო სიცოცხლისუნარიანი რათა შექმნა სათნოება. შენი საპატიო შესრულება მოგიტანს სიმშვიდეს. შენი სიყვარული მისცემს ადამიანებს შენს რწმენას. შენი პატიოსნება და ხასიათი მისცემს ადამიანებს შენს რწმენას.
იმოქმედე სამი გზით: მოქმედება, მხარდაჭერა და შექმნა.
ყველა ქმედებას მოყვება შესაბამისი და საპირისპირო რეაქცია. რაც დაიბადა უნდა მოკვდეს კიდეც. მაგრამ შექმნა სიბრძნეა, რომელიც მუდმივი და მარადიულია უნდა იყოს რათა ადამიანმა შეძლოს და მიაღწიოს სრულ სისავსეს.
☀🧚⭐💫🌈💚


დატოვეთ კომენტარი