იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება. ?
ნამასტე ცხოვრების გზაა და ცნობიერი ცხოვრების წესია. ადამიანები ხშირად ნამასტეს რელიგიასთან აიგივებენ რაც არასწორია. თუ ნამასტეს ცხოვრების წესად აქცევთ, მეტად ცნობიერი და ამავე დროს ბედნიერი იქნებით. და თუ როდესმე იოგის გაკვეთილსაც დასწრებიხართ, თქვენთვის ნამასტე უცხო არ იქნება, ის გაგონილი და შესრულებულიც გექნებათ.
ნამასტე ეს არის ყველაზე ლამაზი და თავმდაბალი მისალმება. ის ძველი სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც “ჩემი ღვთისეული მისალმება შენს შინაგან ღვთისეულს”. მას ყოველთვის თან ახლავს ანჯალი მუდრა. ორივე ხელს ადებთ ერთმანეთს გულთან და თავს ოდნავ დაბლა ხრით. ეს თავმდაბალი მისალმება გულიდან მოდის.
ნამასტეს სულიერი მნიშვნელობაც აქვს, როდესაც თავს დაბლა ვხრით და ორივე ხელი გულთან მიგვაქვს, თვალებს ვხუჭავთ ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს შინაგანს, ჩვენს საკუთარ თავს, ჩვენს სულს ვუღრმავდებით და ღვთისეულს ჩვენში ვაღიარებთ, გულში სიყვარულსა და რწმენას ვაღრმავებთ.
ნამასტეს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს.
ანჯალი მუდრის დროს ხუთი მარცხენა ხელის თითი, ხუთ მარჯვენა თითს ეხება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მარცხენა ხელის თითები ხუთი ძირითადი გრძნობის გამომხატველია, ხოლო 5 მარჯვენა თითი შემეცნებითი ორგანოების. ( იხილეთ ჩვენი ბლოგი http://bit.ly/2JY69Z5)
ანჯალი მუდრის საშუალებით ათი თითი ერთმანეთთან კავშირშია, ათი მისტიური რიცხვია, რაც ჰარმონიას, მთლიანობას გამოხატავს. ანუ ჩვენი გრძნობები ჰარმონიაშია ჩვენს სხეულთან, სხეულის ორგანოებთან. ჩვენი ცოდნა უნდა გამოვიყენოთ და ცნობიერად ცხოვრების ხარჯზე, მთლიანობა, სისრულე და უწყვეტი კავშირი შევქმნათ ცოდნასა და მოძრაობას შორის,
იოგა ხომ მოძრაობაა, უწყვეტი მოძრაობა,
როდესაც იწყებ იმ გასაღებების გამოყენებას, რომელიც თქვენმა გულმა უზრუნველყო თანაგრძნობა, სიკეთე პატივისცემა და სიყვარული შენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
როგორც აღვნიშნე ნამასტე ეს ცხოვრების წესია, ცხოვრების გზა, ეს არის გზა, დაანახო სიყვარული გარშემომყოფებს, ამაღლდე საკუთარ ეგოზე და დაამყარო ჰარმონიული კონტაქტი სამყაროსთან, ბუნებასთან, გარშემომყოფებთან. ადამიანებში სიკეთე და სიყვარული დაინახო და ამით საკუთარი თავი მთლიანი და ჰარმონიული გახადო.
ამ გზით ისწვლი მიიღო ცნობიერად და შეიყვარო ის რაც გაქვთ, ის რაც არის თქვენს გარშემო და ამ გზით გააუმჯობესოთ მდგომარეობა.
მიხვდეთ, რომ უნდა გიყვარდეთ ადამიანი მისი განსხვავებული მრწამსისა თუ რელიგიის გამო, მის აზრს პატივი უნდა სცეთ. თუ კი ადამიანებს გაემიჯნებით, კედელს ააშენებთ თქვენსა და მათ შორის და თქვენი პიროვნული ზრდაც შეწყდება.
ყოველთვის, როდესაც ადამიანთან კონტაქტს იწყებთ, იფიქრეთ რომ მას იღებ ისეთს, როგორიც არის. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრებაში მხოლოდ უნდა მიიღო და არაფერს არასოდეს შეეწინააღმდეგო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაიგო და გააცნობიერო მეორე ადამიანის ნამდვილი სურვილი რა არის, რა დგას წინააღმდეგობების მიღმა და რა სურს მან ამ გზით მოიტანოს თქვენამდე. როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ თქვენგან განსხვავებულ ადამიანებთან, ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარ თავთან კონფლიქტი შეწყვიტე და საკუთარი თავი მიიღე ისეთი როგორიც ხარ. სწორედ აქედან იწყება თქვენი პიროვნული და სულიერი ზრდა.
დაიჯერე და დაინახე უფალი ყველა ადამიანში. უფალმა ხომ სახედ თვისად შეგვქმნა და საკუთარი სული შთაბერა ყველა ადამიანში.
ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი
გამოგვყევი და გამოიწერე ჩვენი იუთუბ არხი :
👇
https://www.youtube.com/channel/UCXDqb0nSgfFHiSVHGNWyS0Q
და გაეცანი საინტერესო ინფორმაციას ჩვენს ინსტაგრამზე
📍https://instagram.com/lotusi_yoga?igshid=13ld7s0df6tvk
ნამასტე🙏


დატოვეთ კომენტარი