იოგების დიეტა,
რასაც ჭამ, ის ხარ
უძველესი დროიდან საკვებს, როგორც მედიკამენტს იყენებდნენ. ჯანმრთელი კვების პრინციპები საყოველთაოდ ცნობილი იყო.
მცენარეების და საკვების ფარული თვისებები, ადამიანის სხეულის, ორგანოების, ენერგიის დასაბალანსებლად და გამოსაჯანმრთელებლად, გასაწმენდადაც იყენებდნენ.
გამონათქვამის აზრს : “რასაც ჭამ, ის ხარ” გაცნობიერებულად ცოტა ხვდება .
სინამდვილეში კი რა დიდი მნიშვნელობა დგას ამ სიტყვების უკან.
ყოველი დღე სწორი კვებით, შენ ქმნი შენს მომავალს.
დიეტა აიურვედას მიხედვით:
აიურვედა, ეს არის ცხოვრების მეცნიერება, ასე რომ ვთქვათ და ეყრდნობა მცნებას: ჯანმრთელობა არის ბალანსი სხეულს, გონებასა და ცნობიერს შორის.
ანუ ბალანსი უნდა იყოს დაცული
Vata, pitta and kapha – შორის
Tridosha
მათზე ცოტა მოგვიანებით 🙂
მანამ კი მინდა გითხრათ, ეს ნიშნავს საკვები როგორც მედიკამენტი, ენერგიის დასაბალანსებლად გამოვიყენოთ, სადაც გჭირდება.
Tridoshas
◊Tridosha-ს მიხედვით ეს არის სამი ძლიერი ფაქტორი, რომლის ბალანსი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი სიცოცხლისთვის. ისინი არიან ინტუიციური სიმბოლოები,
საძირკველი ძალების, რასაც ბალანსში მოჰყავს მთელი სისტემა.
მისი მოწესრიგების საშუალება კი არის კვების მოწესრიგება.
◊Vata- ჰაერი, პასუხისმგებელია ყველა ფსიქოლოგიურ მომენტზე. ის ინარჩუნებს და განაახლებს სხეულს. აკონტროლებს გონებას და წმენდს მას ნარჩნებისაგან.
◊Pitta- არის პასუხისმგებელი მომნელებელს სიტემაზე და სისხლის ფორმირებაზე.
◊Kapha- კვებავს და ასუფთავებს სხეულს, პასუხისმგებელია სექსუალურ პოტენციაზე, გარდა ამისა აწესრიგებს მენტალურ ბალანსს.
საკვების სამი სახეობა.
მზის საკვები – ისინი მაღლა იზრდებიან და გაჟღენთილი არიან მზის ენერგიით. ის სხეულს უფრო მსუბუქს ხდის, წმენდს ცნობიერს, ამშვიდებს ნერვულს სისტემას. ეს არის ესთეთიური საკვები. ხილი, ავოკადო, თხილეული, ქოქოსი, ფინიკი.
მიწის საკვები – ორად იყოფა, ერთი რომელიც მიწის ზემოთაა, მაგრამ მიწასთან ახლოს არის და ერთი რომელიც მიწის ქვეშ იზრდება.
პირობითად მათ ციფრებით გამოვარჩევ.
მიწის საკვები 1.
ისინი ხეზე იზრდებიან, მაგრამ მიწასთან ახლოს. მათ ენერგია მიწისგან აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა არის მზე თუ არა ისინი მასზე დამოკიდებული არ არიან.
ისინი სასარგებლო საკვები ნივთიერებით არის უზრუნველყოფილი და ამასთანავე ძლიერად წმენდენ სხეულს. მაგ: ბარდას თითქმის ყველა სახეობა. ბრინჯი, პური, და მწვანე ბოსტნეული.
მიწის საკვები 2 – მიწის შიგნით იზრდება. მათ დიდი ენერგია აქვთ მიწისგან, ასევე ისინი მზის ენერგიითაც არიან გაჟღენთილები. მათ აქვთ სამკურნალო თვისებები. და დიდი ენერგია ბიზნესისა და სამუშაოსათვის.
მაგ. თითქმის ყველა მცენარე ბოლქვოვანი. კარტოფილი, ჭარხალი, ნიორი, ჯანჯაფილი, ხახვი.
საკვების თვისებები:
იოგასა და აიურვედაზე დაყრდნობით, შეგვიძლია საკვების თვისებებიც განვიხილოთ და შემდეგ ენერგიისა და სხეულის დასაბალანსებლად გამოვიყენოთ.
Sattivic- არსობრივი საკვები, ჰაერის თვისებები. ეს არის ხილის უმრავლესობა. განსაკუთრებით ხილი, ბოსტნეული, რომელიც მიწის ზემოთ იზრდება და მზის ენერგიას შეიცავს.
Rajasic ეს საკვები კარგია, როდესაც ქმნი რაიმეს ან მიზნების მიღწევა გსურს. ეს არის მიწის ქვეშ რაც იზრდება. სუნელები.
Tamasic – ეს არის საკვები, რომელიც შლის და დროებით განიჭებს დანაყრების გრძნობას.
ეს არის ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი. ისინი ცოტა რაოდენობით უნდა მიიღო და მოერიდო ალკოჰოლს და ნარკოტიკს.
იმის შემდეგ, როდესაც გაანალიზებ ამ თვისებებს უკვე იცი რა დროს რომელი საკვები უნდა მიირთვა. რა არის შენი მიზანი და საკვებიც იმ მიმართულებით მოგცემს ენერგიას.
მათ ვისაც ცხოვრების სწრაფი რითმი უყვართ Sattivic დიეტა რეკომენდირებულია, თუკი ცხოვრების სწრაფი რითმი გიყვარს Rajasic დიეტა ყველაზე კარგია,
შესაძლებელია ამ დიეტების არევაც თუ კი მეტი ბალანსი გსურსთ.
Tamasic საკვებს სჯობს საერთოდ მოერიდოთ.
კუნდალინი იოგა და საკვების ცნობიერად მირთმევა საოცარ შედეგს მოგცემს.
- ნედლი და მოხარშული საკვები .
ნედლი საკვების მიღება აუცილებელია, რათა ვიტამინების სრული ნაკრები მივიღოთ, საჭიროა
ბალანსი მოხარშულ და ნედლ საკვებს შორის.
- გემო:
იოგაში გემო არ მიეცა ადამიანს იმისათვის, რომ მან მხოლოდ სიამოვნება მიიღოს.
ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი რაც შენს ჯამნრთელობაზე და ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს.
როგორც ფერები არის პირველადი, არსებობს პირველადი გემოც.
ტკბილი საკვები- აძლიერებს, არბილებს ზოგიერთ თვისებას და ასაზრდოებს სხეულს. ზედმეტის მიღება აზიანებს მომნელებელ სისტემას, იწვევს ლორწოს მომატებას სხეულში.
ლორწო – გაღიზიანება.
სიცივის შეგრძნებას და წონის მომატებას.
მჟავე საკვები – აბალანსებს მადას და მომნელებელ სისტემას, აღაგზნებს გონებას, აძლიერებს ენერგიას.
ზედმეტი მოხმარება იწვევს სხვადასხვა მწვავ რეაქციებს, ადუნებს შეგრძნებებს, აბინძურებს სისხლს.
მარილიანი საკვები – ამცირებს ლორწოს, ამცირებს მადას, ეხმარება საკვების მონელებას.
ზედმეტი მოხმარება: დაჩლუნგებას, სითხის ნაკლებობას ან პირიქით მომატებას, ანთებით პროცესებს.
ცხარე საკვები – ეხმარება საკვების მონელებას, წმენდს ორგანოებს, ამატებს მეტაბოლიზმს. წვავს ცხიმებს.
ზედმეტი მოხმარება იწვევს დაღლილობას, სხეულში ტკივილებს , წვავს ენერგიას
მწარე საკვები – კისერს და სახეს წმენდს.
ზედმეტი მოხმარება, მოიმატებს თავის ტკივილები და დაღლილობა
პროტეინები
ამერიკელთა უმრავლესობას აქვთ პროტეინების მაღალი რაოდენობა.
ადამიანს პროტეინები დღეში მხოლოდ 35-40 გ სჭირდება. ადამიანი დასავლეთში კი მას 120 გ -მდე იღებს.
პროტეინის დიდი რაოდენობით მიღება არ არის მართებული. ის რთულად არის მოსანელებელი. იოგები გვირჩევენ, რომ პროტეინი მივიღოთ ისეთი პროდუქტებისგან როგორიც არის იოგურტი, მაწონი, ბოსტნეული და ბრინჯი.
ხორცი
იოგები ხორცს არ მიირთმევენ ჰუმანური პრინციპების გამო.
იოგი არ ჭამს არაფერს, რასაც დედა ყავს.
ეს არის ზოგადად იოგების აზრი, მაგრამ თუ კი ჩვენ ამას სხვა მხრივ განვიხილავთ, ხორცი ეს არის ცხოველური პროტეინი და ის ლპება სხეულში. გარდა ამისა ის სისხლის მჟავიანობას იწვევს და ხელს უწყობს კიბოს დაავადებას .
გარდა ამისა დღეს ხორცი რას
შეიცავს, ჰორმონებს, რომელიც არც თუ ისე ჯამნრთელია ჩვენი ორგანიზმისათის.
ქალის სხეული 18 სთ უნდება ხორცის მონელებას, მამაკაცის სხეული – 24სთ.
- რძის პროდუქტები :
ლორწო სხეულში ერთი მხრივ კარგია, ის იცავს სხეულს, მაგრამ ზედმეტი და სქელი ლორწო სხეულს აზარალებს. მისგან გასათავისუფლებლად ცეცხლოვანო სუნთქვა კარგია, მაგრამ მათ ვისაც ცეცხლოვანი სუნთქვა ენერგიისა და სხეულის ბალანსისათის სჭირდებათ ლორწო,რომ აღადგინონ რძის პროდუქტები უნდა მიირთვან.
აქვე გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაა და ინდივიდუალური, დააკვირდი თავად რა არის შენთვის კარგი და რა რაოდენობით.
სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციებს კვებაზე გაეცანით 👉
საკვები ჯამრთელობისა და გამოჯანმრთელებისათვის
კითხვაზე პასუხად რა არის ცხოვრების პოტენციალი, იოგი ბჰაჯანი პასუხობდა: სამი მიწის ფესვი – ნიორი, ხახავი და ჯანჯაფილი გაგიყვანს დროსა და სივრცეში.
ეს სამი ფესვი არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისა და გაწმენდისათვის.
მათი გამოყენებით ადამიანი ინარჩუნებს და აგენერირებს ენერგიას სხეულში.
მათი თვისებები უძველესი დროიდან იყო ცნობილი. დღესაც არ დამთავრებულა კვლევები მათზე. მაგრამ ისინი, ვინც ცხოვრების ჯანსაღი სტილით არინ დაკავებულნი, იციან რომ ეს სამი ინგრედიენტი დიეტისა და სხეულის წმენდისთვის აუცილებელია.
საკვები, რომელსაც უნდა მოერიდოთ!
- თეთრი შაქარი, რადგან სხეულს ბ ვიტამინისგან ცლის.
- მარილი, სხეულს აცლის კალციუმს, იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, გულის მუშაობას ასუსტებს.
- ნიკოტინი – ცლის სხეულს ც ვიტამინისაგან.
- თეთრი პური – რთულად მოსანელებელი ნახშირწყლები, რომელიც შემდეგ წონად გადაიქცევა.
- ალკოჰოლი – სტრესავს სხეულს.
- კოფეინი – აფუჭებს მახსოვრობას , სტრესავს გულს, წევს ქოლესტეროლს, აღიზიანებს მომნელებელ სისტემას, ხელს უწყობს უძილობას.
მარხვა
მარხვა ეს არის ძალიან ძლიერი გასაღები სხეულის გაჯანსაღებისათვის.
გაითვალისწინეთ ის მომეტი რომ მარხვა პირველად სპეცილისტის მეთვალყურეობით უნდა დაიწყოთ.


დატოვეთ კომენტარი