- მედიტაცია
ნეურო თეოლოგიაში შეისწავლის თუ რა ზემოქმედებას ახდენს იოგა, რელიგია და მედიტაცია ადამიანის სხეულსა და ტვინზე. უხეშად რომ ვთქვათ, „გამოსაცდელ კურდღლებად“ მონაზვნები, ზენ ბუდისტები და იოგები არიან. მკვლევარი სარა ლაზარი ყველას ურჩევს, რომ მედიტაცია საუკეთესო საშულებაა ტვინის დაბერების წინააღმდეგ. მედიტაციისას ახდენთ კონცენტრაციას და მეხსიერებას აუმჯობესებთ. სხვადასხვა კვლევებიდან ჩანს, რომ 5 წლიანი მედიტაციის შემდეგ, ტვინი 12 წლით ახალგაზრდა ხდება, მათთან შედარებით ვინც არ მედიტირებს. გარდა ამისა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მედიტაციას ტვინი ნეტარებასა და ჯანმრთელ მდგომარეობამდე მიჰყავს.
- მედიტაციის დახმარებით, სტიმულირება უკეთდება ჯირკვლებს.
კუნდალინი იოგა და მედიტაცია დადებითად ზემოქმედებს ჰორმონებზე, კერძოდ ჰიპოვისზე და ფარისებრ ჯირკვალზე. ხელს უწყობს, მათ, რომ კარგად გამოიმუშაონ ყველა ის ჰორმონი, რაც ორგანიზმს სჭირდება, ახალგაზრდობისთვის. მედიტაციას ასევე გავლენა აქვს, სმენაზე, მხედველობაზე და წნევაზე. ეს სწორედ ის სამი მიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ასაკს განაპირობებს.
ხშირად გვესმის -„ დრო სწრაფად გარბის“ , მაგრამ სიმართლე, რომ ვთქვათ ეს საკმაოდ სუბიექტური გამონათქვამია. თუ სულ ამბობთ, რომ დრო არ გყოფნით ბუნებრივია რომ დრო არ გეყოფათ და ბიოლოგიურ საათსაც აჩქარებთ, რაც სწრაფად გაბერებთ. თუ ყველაფერს უფრო მშვიდად შეხედავთ, დროს შეაჩერებთ და უფრო ნელა დაბერდებით. მედიტაციის დროს ხანდახან როდესაც ძალიან ღრმად შევდივართ ჩვენს თავში, ვხვდებით, რომ დრო ჩერდება ესე ხდება ცხოვრებაშიც. აქედან ორ სარგებელს ვნახავთ დროც მეტი გვექნება და სიბერის პროცესიც შენელდება.
- შეგიძლიათ საკუთარი თავი ფიქრის საშუალებით ლამაზი და ჯანმრთელი გახადოთ.
ხშირად გსმენიათ ფიქრის ძალაზე და რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ფიქრის ძალით? მედიტაციის საშუალებით, ფიქრებს აკონტროლებთ და ცნობიერეად უკვე პოზიტიურად იწყებთ ფიქრს. ნეგატიური ფიქრებისგან ცუდად გამოიყურებით, დადებითი ფიქრები კი ყველაზე ძვირ მაკიაჟზე უკეთ მოქმედებს. იფიქრეთ პოზიტიურად. ყოველ ნეგატიურ ფიქრს დაახვედრეთ პოზიტიური და თქვენს მაკიაჟს ვერანაირი საშუალება ვერ ჩამორეცხავს.
- მედიტაცის გეხმარებათ, რომ თავს კარგად მოუაროთ.
მედიტაციის საშუალებით აცნობიერებთ, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ. თუ კი უკვე ერთხელ მიხვდით რამდენად კარგი ხართ, უნიკალური და ლამაზი, უკვე აღარასოდეს მიუბრუნდებით არაჯანსაღ კვებას და ცხოვრების სტილს. პირიქით საკუთარ თავს მხოლოდ ჯანსაღი საკვებით, ფიქრებით და ცხოვრებით გაანებივრებთ.


დატოვეთ კომენტარი