ალბათ ხშირად დაგისვამთ კითხვა, თუ როგორ, როდის და რა რაოდენობით დავლიოთ წყალი ? მე გაგიზიარებთ 6 ნაბიჯს წყლის სწორად მისაღებად.
ჩვენი ცხოვრების სამი მამოძრავებელი ძალა არის კვება, ძილი და წყალი. ხშირად ორ ფაქტორს ითვალისწინებენ ხოლო მესამე – წყალი ავიწყდებათ.
რატომ უნდა მივიღოთ წყალი ?
ჩვენი სხეულის 75% წყლისგან შედგება. ასაკთან ერთად იკლებს მისი პროცენტული რაოდენობა, რადგან ორგანოებს სწორად ფუნქციონირებისთვის ჭირდება დიდი რაოდენობით სითხე .
წყალი გვეხმარება, რომ:
- ორგანოებიდან გამოვიდეს შლაკები და ტოქსინები
- მოვახდინოთ წონის კორექცია
- დაშალოს ცხიმის მოლეკულები ჩვენს სხეულში
- დააჩქაროს მეტაბოლიზმი
- არ ვჭამოთ ბევრი
- გავხადოთ ჩვენი კანი ელასტიური
როგორ მივხვდეთ რომ მეტი რაოდენობის წყალი გვჭირდება?
- ანთება. ყოველი სახის აკნე, გამონაყარი ან თვალების სიწითლე მანიშნებს იმაზე, რომ მეტი რაოდენობის წყალი გვესაჭიროება
- სიმშრალე. თუ ატყობთ, რომ სახის კანი, თმა, ტუჩები მშრალი გახდა, მიიღეთ მეტი რაოდენობის წყალი.
- შარდის ფერი. თუ დილით შარდი მუქია.
- თუ გაქვთ ბუასილი
- იშვიათი ოფლიანობა
თუ თქვენ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, უნდა მოუმატოთ წყლის რაოდენობის მიღებას, მაგრამ ისმის კითხვა რამდენი? რა რაოდენობით გვჭირდება? ორგანიზმის სწორად მუშაობისთვის?
30-40 მლ წყალი 1კგ-ზე. ანუ თუ მე ხართ 60 კგ 60x30=1800მლ. თუ კი დეტოქსის პროგრამაში ხართ ჩართული, მაშინ 40მლ წყალი 1 კგ-ზე, რადგან ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იწმინდება და საჭიროებს დიდი რაოდენობით წყალს.
ექიმებიის რჩევის გათვალისწინებით, მაქსიმალური წყლის რაოდენობაა 2,5ლ. გადაჭარბებული სითხის მიღებისას, დიდი დარტვირთვა მოდის თირკმელებზე და ორგანოებს ამით უფრო ვნებთ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორგანოებს წმინდავს წყალი და და არა წვენი, ყავა და სუპი.
როგორ დავლიოთ წყალი?
ხშირად წყალს სვამენ გახსენებისას, ერთბაშად, რომ დღის ნორმა შეასრულონ. ეს არ არის მართებული. თუ კი წყალს არასწორად მიირთმევთ, შარდიც წყლის ფერი ხდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ არასწორად მიიღეთ წყალი. სწორად მიღების შემთხვევაში, საპირფარეშოს 3 სთ-ში ერთჯერ უნდა ესტუმროთ.
წყალს ვსვამთ:
- 40 წთ საჭმლის მიღებამდე და საჭმლის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ. სხვა შემთხვევებში, ის გაანეიტრალებს კუჭის წვენს და ხელს შეუშლის მეტაბოლიზმს და კუჭ–ნაწლავის მონელების სისტემას.
- მიირთვით ოთახის ტემპერატურის წყალი, რადგან ცივი წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, სისხლის ცირკულაციას ანუ ავიწროებს სისხლძარღვებს. ეს უნდა გაითვალისწინოს ქალბატონებმა კრიტიკული დღეების დროს და მათ ვისაც, დაფეხმძიმება სურთ.
- წყალი უნდა მიირთვათ პატარა პორციებით. 2-3 ყლუპი. ამ დროს ის მთლიანად შეიწოვება ორგანიზმში.
- ყოველი ყლუპი გააჩერეთ პირში, რომ შეერიოს ნერწყვს და უკეთ შეიწოვოს ორგანიზმმა.
- გაღვიძებისთანავე მიირთვით 1 ჭიქა წყალი. ნუ მოიცდით10-20 წუთი ის აწყებინებს სხეულს რეგულარულ მუშაობას.
- წყალი დალიეთ დამჯდარ მდგომარეობაში, ასე კუჭ-ნაწლავი უკეთ შეიწოვს.
შეგიძლიათ დაისახოთ 10 დღიანი გეგმა და ყოველდღე მონიშნოთ თქვენი დალეული წყლის რაოდენობა. პროცესი, რომ გაგაიადვილოთ გაგიმზადეთ 10 დღიანი ჩეკლისტი გადდააით ლინკზე და გადმოიწერეთ http://bit.ly/2Qac1T0.
გაითვალისწინეთ ეს 6 მარტივი წესი და შეიგრძენით ყოველდღიური სიხარული.
სატ ნამ.


დატოვეთ კომენტარი