იზრუნე გქონდეს ლამაზი ცხოვრება, ამ პატარა იაპონური ტრადიციის მიხედვით
იკიგაი..
ალბათ არასოდეს მოგიკრავს ყური იაპონური სიტყვისათვის იკიგაი. არც ყურადღება მიგიქცევია და არც არაფრის მთქმელია შენთვის. ფრანგულად ნიშნავს სიცოცხლის არსს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დასავლეთში. ეს სიტყვაც ზუსტად იგივეს ნიშნავს. ეს არის გაცნობიერებული ცხოვების სტილი, როდესაც იცი შენი ცხოვრების აზრი, ფასი და იცი რატომ ცხოვრობ. ეს იკიგაის მთავარი აზრია.
‘LIVING IN THE BLUE ZONES’
დასავლეთში, ამ ტრადიციის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ იაპონიაში მასზე ლოცულობენ. არამარტო ლოცულობენ თუ ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტს დან ბეთნერს მოვუსმენთ, იკიგაი არის მიზეზი იოპონიის კუნძულ ოკინავაზე ხალხის საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრების.
www.bluezones.com, ბეთნერი არის შემქმნელი ვებ-საიტის, სადაც ის წერს რა განსხვავებაა დასავლურ ცხოვრების წესსა და იოპონურ წესს შორის .
იაპონელი რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის აკვირდება არის თუ არა ეს მისი იკიგაი , მაგალითად ბეთნერი წერს, რომ ისინი ცხოვრების წესს არ ცვლიან პენსიაზე გასვლის შემდეგაც. აკეთებენ იმას რაც ძალიან უყვართ, მაგალითად მოხუცი მეთევზე პენსიის შემდეგაც დილით ადრე დგება, რომ თავის ოჯახს თევზი მოუტანოს, რადგან ეს მისი იკიგაია. ანუ პენსიაზე კი გადიან, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებას აგრძელებენ. პასუხისმგებლობა იცვლება საყვარელი საქმე კი არა.
იპოვე შენი იკიგაი…
მოკლედ იკიგაი – საიდუმლოა დიდი ხნის და ჯანმრთელი ცხოვრების, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა იპოვო შენი იკიგაი?! ეს იმაზე მარტივია ვიდრე შენ ამას ფიქრობ… ამისათვის მხოლოდ ოთხ შეკითხვაზე პასუხი გჭირდება:
- რა გიყვარს ?
- რას აკეთბ ყველაზე საუკეთესოდ?
- რა სჭირდება სამყაროს?
-
როგორ შეგიძლია იშოვო ფული?
ადგილი, სადაც ამ კითხვებზე პასუხები ერთად შეიკრიბება ეს არის შენი იკიგაი, მაგრამ დაუკვირდი სურვილს თავიდან და გულიდან წამოსულს. ის, რაც თავიდან მოდის მას მალე შეწყვეტ, რადგან ნებისყოფა არ გეყოფა, ხოლო ის რაც გულიდან მოდის იმის კეთებას არასოდეს შეწყვეტ, პირიქით უფრო მეტი ინსპირაცია და სიხარულის მოვა. ეძებე შენი იკიგაი. ჯანმრთელად, ბედნიერად ცხოვრება და დაბერება ეს ყველა ადამიანის სურვილია, ხოლო ყველაზე კარგი დრო ახალი სურვილების ასასრულებლად ეს სწორედ ახალი წელია.


დატოვეთ კომენტარი