2011 წელს, ჯეიმი ილენმა, გაერთიანებული ერების ფილანტროპმა და აქტივისტმა გამოაცხადა ბედნიერების საერთაშორისო დღე . გაერთიანებული ერების 193 ქვეყენის წარმომადგენალმა მას მხარი დაუჭირა და ისინი ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ყველა ადამინის ფუნდამენტალური მიზანი ცხოვრებაში ბედნიერებაა. ბედნიერებისთვის კი საჭიროა, ადამინი ნეგატიური სტრესისგან იყოს თავისუფალი. ეს ძალიან მარტივადაა შესაძლებელი თუ ქვემოთ მოყვანილ 5 ნაბიჯის გაითვალისწინებ.
სტრესულ ფიქრებს დიდი ზეგავლენა აქვს ადამინის ცხოვრებაზე. ალბათ შენთვის ნაცნობი მდგონარეობაა დილა, სტრესული ფიქრით დაწყებული. ეს თავის მხრივ იწვევს უარყოფით ემოციას და ამ რუტინას ბოლო არ უჩანს, მაგრამ მე მოგცემ რჩევებს, რომელიც ამ დგომარეობიდან თავის დაღწევაში დაგეხმარება.
1. დაწერე შენი სტრესული ფიქრები
ამით შენს სტრესულ ფიქრებს გამოავლენ და გააცნობიერებ, რამდენჯერ გაუცნობიერებლად დაგიწყია რაღაცაზე ფიქრი, რასაც საბოლოოდ ცუდ განწყობამდე მიუყვანიხარ. არადა თითქოს ამის საფუძველი არც ყოფილა. მაგ: შენ არაფერს წარმოადგენ, ან შენ ისევ მსუქანი ხარ, ან შენ არაფერი გამოგდის…. გეცნობა ეს ფიქრები??? და შემდეგდ ის მდგომარეობა, რაც მას მოჰყვება???
2. ყოველ სტრესულ ფიქრს დაუპირისპირე დადებითი, საწინააღმდეგო ფიქრი
ახლა, როდესაც შენი სტრესის გამოწვევი ფიქრები ჩამოწერე და დააფიქსირე, შეეცადე ყველა ფიქრს საწინააღმდეგო, დადებითი შეფასება მიუწერო, მართალი რომ შენ არაფერს წარმოადგენ?? ნუთუ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი გაგიკეთებია, რის გამოც საკუთარ თავს პატივი შეიძლება სცე?
თუ ჯერ ისევ წონა გაწუხებს, შენ ხომ გაქვს სურვილი, რომ ამას გაუმკლავდე? ამიტომ საკუთარი თავს ხელში აიყვანე და აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს.
მართლა არაფერი არ გამოგდის? ნუთუ ცხოვრებაში ერთი რამ არ არსებობს, რაც არასოდე გამოგსვლია?
შეეცადე ყველა ფიქრს ესე მიუდგე და მათ აუცილებლად საპირისპირო, დადებითი მოუძებნო.
3. დადებითი ტექსტები, ის რაც მოტივაციას გაძლევს სარკეზე დააწებე.
იმ ადგილებში, სადაც დილით ყველაზე პირველად გხვდება დააწებე დადებითი ტექსტები, ეს მოტივაციას მოგცემს და შენს დღეს დადებითად დაგაწყებინებს. ეს შეიძლება ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ დამიჯერე თუ დილა დადებითად იწყება, დღის სტრესს მარტივად უმკლავდები და მას შენზე ნაკლები გავლენა აქვს.
4. ესაუბრე შენს თავს, ისე, როგორც საყვარელ მეგობარს ესაუბრები
შენ არასოდეს ეტყვი შენს მეგობარს ღორივით გამოიყურები, მაპატიე ესეთი შედარებისათვის 🙂
არც იმას ეტყვი, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს იპოვი ცხოვრების პარტნიორს. როდესაც ის გიყვება, რომ რაღაც არ გამოუვიდა აუცილელაბლად დაამშვიდებ და ეტყვი კარგი რა ეს კატასტროფა და ქვეყნის დასასრული არ არის, ალბათ იმასაც ეტყვი, მომდევნო ჯერზე აუცილებლად უკეთესად გამოგივა. და რატომ არ ეუბნები ამას საკუთარ თავს?
შეეცადე საკუთარ თავს ასე მიუდგე, შეცდომების გამო კი არ დასაჯო და შეჩერდე, პირიქით შეეცადე გააკეთო უკეთესად და თუ არ გამოგივიდა შენ ხომ იცი რომ ყველფერი სცადე. ნუ შეეცდები იყო ფერფექციონისტი. ყველა ადამიანები ვართ და შეცდომები იმიტომ ვუშვებთ, რომ მომავალში უკეთ გავაკეთოთ რაღაც.
5. გამეორება ცოდნის დედაა.
თუ ამ ნაბიჯებს ხშირად გაიმეორებ დაინახავ, რომ შედეგი არ დააყოვნებს. თავიდან ეს ყველაფერი მოგეჩვენება უჩვეულოდ და სასაცილოდ, მაგრამ იცოდე სხვა ფიქრებით, სხვა შეგრძნებებს მიიღებ. თუ გიჭირს სტრესულ ფიქრს დადებითი დაუპირისპირო შეეკითხე მეგობრებს, ნუ გაჩუმდები შენს სტრესზე და ისაუბრე მასზე მეგობრებთან. გაუზიარე შენ სტრესული ფიქრები და სთხოვე დახმარება, რომ შენი დადებით თვისებები შეგახსენონ. შეგიძლია ამ ნაბიჯებში ახლო მეგობრები ან პარტნიორი ჩართო.
- 27 მაისს იწყება 14 დღიანი პროექტი «სტრესისაგან თავისუფალი» რომელიც დაგეხმარება იპოვო:
- შინაგანი სიმშვიდე
- ბალანსი
- ჰარმონია.
მოტივირებულ ჯგუფთან ერთად ყოველდღე
- ივარჯიშებ იოგას
- მიიღებ ახალ დავალებებს
- დახვეწავ შენი კვების რაციონს.
მისი ფასი დღეს შედაგენს 37ლ.
შემოგვიერთდი ლინკზე… და მიიღე საჩუქარად სტრესისგან გასათავისუფლებელი სავარჯიშოების კომპლექსი და უკვე იგრძნობ ზოგიერთი სტრესის სიმპტომის მოხსნას.
გისურვებ სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას
სატ ნამ ?
გაუზიარე პოსტი მეგობრებს, შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე
#27_მაისი #lotusi #სტრესისგან_თავისუფალი #მარინა_კვატაია
წარმატებებს გისურვებ და სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას 🙂


დატოვეთ კომენტარი