დილით ადრე ახლად დაფქვილი ყავის სურნელი, გაღვიძებს…
ზუსტად ვიცი სამზარეულოში ჩასულს ყავა და ახლა გამზადებული საუზმე დამხვდება… ეს ლოგინიდან სწრაფად ადგომიის ერთ-ერთი ხერხია. 🙂 მაგრამ რა ვქნათ ჩვენ ვინც დილით ადრე ვდგებით და ამ სასიამოვნო ექსტრას სხვას ვუკეთებთ? რა არის ჩვენი, შენი და ჩემი მოტივატორი რომ დილას 5.30 ავდგეთ და შემდეგ 7:00-სთვის საუზმე მთელ ოჯახისთავის გავამზადოთ?!
დღეს დილით მაგალითდ 5- სთვის უკვე მეღვიძა და ლოგინში ვცქმუტავდი, რადგან მაიორკაში მხოლოდ 7 სთზე თენდება, ესე ადრე ადგომას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩემი საყვარელი დილის პრაქტიკა რეპეტიცია ჩავრთე, მერე წიგნის კითხვა გავაგრძელე და ამ დროს გათენდა კიდეც. მეუღლე გავაღვიძე და ზღვისკენ გავემართეთ, ზღვა ამ დროს ძალიან თბილი და სუფთაა.. კამკამა წყალი ფეხებზე გელამუნება, ტალღები ზემოთ და ზემოთ მიიწევს და როდესაც უკვე მთელი სხეულს ზღვის მლაშე წყალი ფარავს, ხოლო აღმოსავლეთიდან ნელ-ნელა ცისმნათობის სხივები სახეზე გითამაშებს, ხვდები ამისთვის ღირს დილით ადგომა,ამისათვის ღირს სიცოცხლე, ბელგიაში ზღვა არმაქვს, მაგრამ ჩემი პრაქტიკები და იოგა სავარჯიშოები მაქვს, რომელიც ექსტრა მოტივაციას მაძლევს, ბელგიაში უკვე 6 სთ-ზე კარგად გათენეულია, ამიტომ დილას პირადპირ მედიტაციით და იოგა სავარჯიშოებით ვიწყებ.
….ეს ამბავი იმიტომ მოვაყოლე, რომ დილით ადრე ადგომისთვის გინდოდეს, საათი, საათ-ნახევარ შენთვის გქონდეს, რაღაცა უნდა გახარებდეს დილით, ჩემთვს ეს ჩემი პრაქტიკებია და იოგა, მაიორკაში ეს დილით ზღვაში ცურვა იყო. რა მაგის პასუხია და ზღვის ფსკერზე იმდენ თევზები ყოფილაა გავგიჟდი .. ვერცხლის ფერი ძალიან ლამაზები….
დილით ადგომა პრობლემას წარმოადგენს ბევრი ადამიანისათვის, მაგრამ წარმოიდგინე ქალი, რომელიც დილით ადრე ადგა,სანამ მთელი ოჯახი გაიღვიძებს და ტკბება დილის საათებით .. თუნდაც ყავით, სასიამოვნო ლიტერატურით, მუსიკით, მედიტაციით და კიდევ რამდენი სასიამოვნო რამ შეიძლება გააკეთო.. და შემდეგ უკვე სულ სხვანაირი დახვდები შენს ოჯახს ენერგიული, ღიმილიანი, ის ვინც სამუშაოზე არის წასასვლელი ის სხვაგვარად მოწესრიგებული წავა სამუშაოზე. მერწმუნე, მისი დღეც სხვაგვარი იქნება, ახლა შეიძლება იფიქრო ამას 12 სთ-ზე ვერ გავაკეთებ? არა დილას ამას სულ სხვა ეფექტი და გემო აქვს.
და წარმოიდინე ქალი, რომელიც ზუსტად იმ დროს დგება, რომ ყავის დალევას ძლივს ასწრებს და სტრესშია, რადგან ახსენდება დილის საცობები ან ისევ დილით ბავშვის ისტერიკა. 🙂 ქმრის ბუზღუნი და ა.შ
მოკლედ, დაიწყე დილით შენი საყვარელი რიტუალები, დაგეგმე, ის რაც მოტივაციას მოგცემს დილით ადრეს ადგომისთვის.
დაიწყე ყოველ დილას და 30 წთ ადრე ადექი ვიდერ აქამდე დგებოდი და თავადაც ნახავ შედეგს.
დილით ადრე ადგომას და იოგას დანერგვა ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად გაგიმარტივებს ჩვენი ახალი პროექტი “კარატი”. თუ გსურთ დაესწროთ პროექტის შესახებ უფასო მასტერკლას 26 ნოემბერს ,
შემოგვიერთდი და დაემატე ჩვენს მოსამზადებლ ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/638580823518077/?ref=share


დატოვეთ კომენტარი