გაზაფხული შემოგვპარია...
შეგიმჩნევია , სეზონის ცვლილებას ყოველთვის რაღაც პატარა პაუზას მოაქვს შენს ცხოვრებაში, თითქოს უნდა გადაამოწმოს სად ხარ ? რას აკეთებ? რა ხდება გარშემო? შინგნით/გარეთ?
გაზაფხულის ხომ თან მოჰყვება სხეულის, ბუნების, გარშემო გაღვიძება, გალამაზება… გაზაფხული ახლის დასაწყისის, განახლების პერიოდია.ზამთრის მოკლე დღეები, გაზაფხულის, ჯერ არც ისე ცხელი, მაგრამ თბილი და სასიმოვნო სხივებით გაჟღენთილმა დღეებმა შეცვალეს. ეს საუკეთესო დროა სხეულისა და სულის სტიმულისთვის, გეგმების და სურვილების გადასახედა, რაიმეს შესაქმნელად, საოცნებოდ და დასახული მიზნების განსახორციელებლად, აივსე ისევ ენერგიით და დაიწყე თავიდან ან გააგრძელე დაწყებული საქმე.
და ახალი სტარტისთვის, ენერგის გადატვირთვა, შევსება და დაბალანსება განსაკუთრებულად გჭირდება, ჯანმრთელი სხეული, სტრესის გარეშე, რომელიც ძალას მოგცემს, ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.
უკვე მრავალი წელია, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, პერიოდის ცვლილებას სჭირდება ყოველდღიურ რიტუალების გადახარისხებას და შერჩევას. სწორად არჩეული რიტუალები, გაგათავისუფლებენ სტრესისგან, აგიმაღლებენ ენერგია-განწყობას და გარდა ამისა თუ სწორ კვების რიტუალსაც დანერგავ შენს ცხოვრებაში, ვიტამინებით და ენერგიით შეივსები.
დღეს, მე, შენთან ერთად, 3 ძირითად რიტუალს გავარჩევ, რომელიც ჩემს “ანტისტრესს სავარჯიშოების” პაკეტში შედის, რომლის ფასიც 77 ლარია, მაგრამ ის ღირებულება, რასაც ის მოგცემს გაცილებით მეტია…
მოკლედ დავიწყოთ :
პირველი რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ძილი. ძილი, დღე-ღამეში მინიმუმ 8 სთ. აუცილებელია ადამიანისთვის. ეს მართლა არა ჩვეულებრივი რჩევა. დამეთანხმები გამოძინებული და დასვენებული ადამიანი ნაკლებად ღიზიანდება, სტრესი მას ნაკლებად აწუხებს და ენერგიაც ექნება დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მოკლედ, 8 სთ ძილი აუცილებელია სხეულისთვის, გონებისთვის და ყველა ორგანოს ყველა ფუნქციონირებისთვის.
- სრულყოფილად ძილისთვის, ყოველდღე დაგეგმე შენი დღე, რუტინად აქციე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინება.
მოემზადე დასაძინებლად, მშვიდა და წყნარად, საღამოს აუცილებელი რიტუალებით. შეგიძლია სახის მასაჟი,თბილი ზეთით რიტუალებში შეიყვანო.
ძილისთვის აუცილებლად გარემო უნდა შეიქმნა, ანუ წინასწარ გამორთე ტელევიზორი, გაჯეტები, ინტერენეტი.
მათთვის ვისაც უჭირთ დაძინება და მოდუნება ანტისტრესს პაკეტში შედის ასევე აუდიო მედიტაცი, რომელიც დაგეხმარება უკეთ მოდუნდე და დაიძინო.
კვება, რომ აუცილებელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯანმრთელი და სწორი კვება კი ძალინ აუცილებელია,რადგან ჩვენ სწორედ ის ვართ, რასაც მივირთმევთ და როგორც ვიკვებებით.
აუცილებლად დილა ჯანმრთელი საუზმით დაიწყო , შეიყვანეთ შენს რაციონში მარცველული, ხილი, ბოსტნეული.შეამცირე შაქარი განსაკუთრებით დილით, რადგან ის მართალია ენერგიას გაძლევს, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. საბოლოდდ კი ორგანიზმს ანადგურებს.
შეეცადე მთელი კვირის მენიუ დაგეგმო. ეს დაგეხმარება უფრო სტრუქტურირებული იყო და მაღაზიაშიც წინასწარ შეიძინე ის რაც გჭირდება, ეს აგარიდებს ზედმეტ ხარჯებსაც და გარდა ამისა აღარ გექნება “სუსნაობის” სურვილი.
ჩემს, სტრესისგან გასათავისუფლებელი ვარჯიშების კომპლექსში, მე მოგიმზადე სმუზების რეცეპტები, რომელიც არა მარტო აგავსებს ვიტამინებით, არამედ მოგცემს ენერგიას და შენს წონასაც გაუკეთებ კორექტირებას, რადგან გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ეს საკითხიც წინ დგება. სმუზები, რომელიც მე პაკეტში მაქვს მარტივი მოსამზადებელია, ვიტამინებით სავსეა, ისინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს, ძალიან გემრიელია და ორგანიზმისგან სწრაფად შეიწოვება, რაც ვიტამინების სწრაფ შეწოვასაც იწვევს სხეულში. ასევე ნოყიერიც არის და ერთი სმუზით, შეგიძლია ერთი კვება უნდა შეცვალოთ.
ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის აუცილებელი წინა პირობაა- მოძრაობა, ამიტომ ჩემს ყველა პროექტს მე იოგით ვიწყებ, სხეულის მოქნილობა და ენერგიულობა დამოკიდებულია თუ რამდენს ვმოძრაობთ.
- ჯანსაღი სხეულში ჯანსაღი სულია;
- დღეში 30 წთ მოძრაობაც საკმარისია, რომ კარგ ხასიათზე მოხვიდე;
- თუ კი ცუდ გუნებაზე ხარ, იმოძრავეთ აუცილებლათ და ნახავ როგორ შეიცვლებაშენი ემოციური მდგომარეობა.
სტრეასისგან გასათავისუფლებელ პაკეტში მე შეტანილი მაქვს იოგის მარტივი სავარჯიშო, რომელიც ყველას შეუძლია შეასრულო და პაკეტში შემავალი დინამიური მედიტაცია, დაგეხმარება გათავისუფლდე სტრესისგან და აიმაღლო ენერგია, მოკლედ აუდიო მედიტაცია, დინამიური მედიტაცია, იოგის სავარჯიშო და სასარგებლო სმუზების მარტვი და ჯანსაღი რეცეპტები დღეს მხოლოდ 77 ლარად.
გადადი ლინკზე, გაიგე მეტი ინფორმაცია და გაიართ მარტივი რეგისტრაცია: https://kundaliniyoga.ge/services/სტრესისგან-თავისუფალი/
იაქტიურე, იმოძრავე და შეიგრძენი სიხარული ყოველდღე
სატ ნამ 🙂


დატოვეთ კომენტარი