აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაული სიახლესთან, ხელეხლა დაბადებასთანაა კავშირში.
წელს აღდგომას სხვაგვარად შევხდებით, ახლებურად?
არა, არ ვფიქრობ ასე. ყველა თავის თავში შეხვდება ამ დღესასაწაულს და თუ ღრმად დაუკვირდება, რაიმე ახალს და საოცარს აღმოაჩენს, ამიტომ მიეცი თავს ამის საშუალება..
ჩაიხედე ღრმად შენში..
ყველა ჩვენგანში არის სინათლე და სიბნელე;
შუქი 🕯ვლინდება ადამიანში, სიყვარულით, სიკეთით, მადლიერებით, პატიოსნებით, საკუთარი თავისა და სხვების მიღებით. სინათლე ეს სულის სიდიადეა და სიბრძნე ცნობიერების.
სითბო ჩვენი გულის…სიბნელე ეს კრიტიკაა, მოუთმენლობა, მოთხოვნილებები, სიბრაზე, სიამაყე, ეგოიზმი, ეჭვიანობა, უზრდელობა, გაუმაძღრობა და შავი ხვრელი.
როდესაც ადამიანს უყურებ თუ როგორ იზრდება, დააკვირდები და მიხვდები რამ გაიმარჯვა…თუ სინათლემ – მეტია შემწყნარებლობა, სიკეთე და სიყვარული.
თუ სიბნელემ- მეტია კატეგორიულობა და ეგოცენტრულობა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გარდა ზეიმისა, ეს არის დიდი სულიერი სამუშაო, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს.
უპასუხე ამ კითხვებს და შენ მიხვდები მზე უფრო მეტია შენში თუ შავი ხვრელი. მიხვდები თუ რაზე გაქვს სამუშაო.
იყავი გულწრფელი, როდესაც კითხვებს გასცემ პასუხს:
როდესც სხვის წარმატებებეს ხედავ გშურს თუ გიხარია ?
უფრო მეტს გასცემ თუ იღებ?
მადლიერი ხარ თუ კრიტიკული?
როდესაც რაღაც ხდება ყველაზე ფიქრობ თუ საკუთარ სარგებელზე?
მე ვფიქრობ, წმინდანები იმიტომ მოდიან რომ დაგვანახონ ყველას შესაძლებლობა ამ სამყაროში. მართალია ეს დიდი შრომაა, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამის გამო ხშირად რაღაცაზე უარის თქმა გვიწევს, ტრადიციებზე, ერთად ყოფნაზე. ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, ამ დროს განსაკუთრებით ისწავლე საკუთარი თავის მოსმენა და ხმის რომელიც გარედან ისმის.
განა იესომ უარი არ თქვა ბევრ რამეზე, როდესაც ჩვენი ყველა ცოდვა იტვირთა?
ძალიან დიდი დღესასაწაულია აღდგომა. ამიტომ ყველამ ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ თავში და უფალი საკუთარ თავში ეძიეთ და არა გარეთ. ის ხომ ყველგან არის!
არ არსებოსბს ესეთი, რამ რომ ადამიანმა თქვას გვიანია მე ვეღარ შევიცვლები, უბრალოდ შენს თავში უნდა იპოვო რა უფრო მეტია და გადადგა ნაბიჯი სინათლისკენ და საკუთარი თავისაკენ.


დატოვეთ კომენტარი