ერთხელ ერთმა ადამიანმა სადჰანაზე თქვა,თუკი ერთხელ მაინც გააკეთებ სადჰანას მაშინ არაფერი აღარ მოხდება. მე კი ვუპასუხე არა, როდესაც სადჰანას გააკეთებ მაშინ მოხდება ყველაფერი და შენ გამოხვალ გამარჯვებული. ეს არის ის რასაც სადჰანა გაძლევს. ის არ გაძლევს წერილობით გარანტიას ღმერთისგან, მაგრამ ისინი ვინც მას აკეთებს აშენებენ იმდენად ძლიერ ხასიათს რომ შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის გადალახვა. ეს არის რატომაც ვაკეთებს ჩემს საკუთარ სადჰანას უკვე რამდენიმე წელია დღემდე. ზოგიერთი ადამიანი მეკითხება, კი მაგრამ შენ ხომ მასტერი ხარ რატომ აკეთებ სადჰანას? მე კი ვპასუხობ, რომ დავრჩე მასტერი!
იოგი ბაჯანი
სადჰანა
სადჰანა არის ყოველდღიური სულიერი პრაქტიკა, თვით დისციპლინა რომელიც საშუალებას გაძლევს გამოხატო შენი შინაგანი უსასრულობა.
ის არის გონებისა და სხეულის დისციპლინა, რომ ემსახუროს სულს. გაძლევს საშუალებას რომ შენი გონება შეინარჩუნო სუფთა, რათა ძალიან სუფთად მიჰყვე და აკონტროლო შენი ქცევები.
იოგი ბაჯანმა ათასობით ლექცია ჩაატარა იოგაზე, ცოდნაზე, ვარჯიშზე, მედიტაციაზე, საკვებ რეცეპტებსა და სულიერ გამოცდილებაზე. რასაც ის მუდმივად იმეორებდა რომ მოსმენა და კითხვა არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ყოველდღიური სულიერი გამოცდილება, ვარჯიში და მედიტაცია, ეს კომპლექტი წარმოადგენს ზუსტად სადჰანას.
სადჰანაში ღმერთის სიყვარულის ნექტარი იღვრება
სადჰანაში არის იოგის მედიტაცია
სადჰანაში ხედავ ღმერთის დიდებას
სადჰანაში გამოცდი უსასრულობას
სადჰანაში არის სადჰუს დღიური მედიტაცია.
სადჰანა არის შეგნებული და გააზრებული მოქმედება. ჩვენ შეგნებულად ვირჩევთ რომ ავდგეთ, ვივარჯიშოთ და ვიმედიტიროთ. ყოველი დღე განსხვავებულია, ყოველ დღე ჩვენ განსხვავებულები ვართ. ყოველ 72 საათში მთელი სხეულის უჯრედები იცვლებიან. ავადმყოფობა მოდის და მიდის. მოტივაცია იზრდება და ზოგჯერ საერთოდ იკარგება. მაგრამ გონების და გულის ყველანაირი ვარიაციის და ცვლილების მიუხედავად ჩვენ შეგნებულად ვირჩევთ რომ შევინარჩუნოთ რეგულარული პრაქტიკა.
სადჰანას შესრულება ხდება ორ საათ ნახევრის განმავლობაში მზის ამოსვლამდე. ამ დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავს კარმის კანონი ანუ ყველაფერს რასაც გასცემ უკან იღებ. თუკი შენ დაუთმობ შენი დღის ერთ მეათედს შენს ცნობიერებას, მთელი დღის განმავლობაში უკან ენერგიის სახით დაგიბრუნდება.
სავარჯიშოს მზის ამოსვლამდე შესრულება მნიშვნელოვანია რადგან დედამიწაზე მზის კუთხე მედიტაციისთვის არის კარგი. ამ საათებში ასევე მეტი პრანაა, და ამ ორის კავშირი ხელს უწყობს ფიზიკურ წმენდას ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში შესრულება.
თუკი ჩვენ პრაქტიკას ყოველდღიურად შევასრულებთ, გამოვიმუშავებთ ნებისყოფას, თავდაჯერებულობას, თვითრწმენასა და კონცენტრაციის უნარს. ეს არ არის პატარა მიღწევა. ასევე ყოველდღიურად ვსწავლობთ მედიტაციას რაც ამ პროცესს სულ უფრო და უფრო მარტივს ხდის.
მედიტაციის დროს ჩვენ ვათავისუფლებთ ქვეცნობიერს შიშებისგან, ყოველ შიშს აღვიქვამთ ნეიტრალურად და ის კარგავს ჩვენზე ძალას და ვხდებით კიდევ უფრო თავისუფლები. შიშების უმეტესობა დროის იმ მონაკვეთში გვსტუმრობს როდესაც ის განვიცადეთ. სადჰანას პრაქტიკის დანერგვით ჩვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გვიმარტივდება მათთან გამკლავება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. საბოლოოდ ჩვენი გონება იწმინდება შიშების ღრუბლებისგან და ვიწყებთ ჩვენი ქვეცნობიერის სინათლისა და კრეატიულობის დანახვას. დილის მედიტაცია წმენდს ჩვენს გონებას ყოველდღიური ნეგატივისგან.
სადჰანას პრაქტიკის რეგულარული შესრულების შემდეგ ჩვენი გონების კიდევ უფრო ღრმა ნაწილით დავინახავთ შედეგს, ამას შეიძლება 40 დღე ან წელიწად ნახევარი დასჭირდეს.
შეიძლება ზოგჯერ იფიქრო რომ როდესაც ყოველდღიურად ასრულებ სადჰანას არაფერი იცვლება. მაგრამ ამას აკეთებ იმისთვის რომ დაძლიო სიზარმაცე, ეგო და ვალდებულებები. ეს არის სადჰანა და იმისთვის არ ვაკეთებთ რომ რაიმე მივიღოთ.
იოგი ბაჯანი
მნიშვნელოვანია პერსონალური პრაქტიკა და სულიერი ზრდა, სხვა შემთხვევაში თქვენი სწავლება გახდება მშრალი და არა ინსპირაციული. კუნდალინი იოგის მასწავლებელი აძლევ მოტივაციას და ამხნევებ შენს მოსწავლეებს რომ გააკეთონ სადჰანა და დანერგონ ყოველდღიურ პრაქტიკაში. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება უბრალოდ მარტივი დილის 11 წუთიანი მედიტაცია გახდეს, ზოგიერთისთვის 45/60 წუთიანი იოგა პრაქტიკა, ხოლო ზოგიერთმა ყოველდღიურ ცხოვრებაში სრული ორ საათ ნახევრიანი სადჰანა დანერგოს.
ჯგუფური სადჰანა
სადჰანას ჯგუფში გაკეთება ამაღლებს ჯგუფის ცნობიერებას. დასაწყისში ჯგუფის ყველა წევრს სხვადასხვა ვიბრაციები აქვს. ზოგიერთს ჯერ კიდევ ატყვია სიზმრების და ძილის კვალი, ზოგიერთი დღის საზრუნავზე ფიქრით უკვე შევსებულია. ყველა სხვადასხვა მოლოდინით მოდის. რაც უფრო მეტი ადამიანი იმყოფება ჯგუფში მით უფრო მეტად ხდება ამ განსხვავების დაბალანსება და ჰარმონიაც მიიღწევა.
ერთი ადამიანის ბედნიერება მეორე ადამიანის სევდიან განწყობას აბალანსებს, შემდეგ კი მთლიანი ჯგუფი გრძნობს სადჰანას ენერგიას. ინდივიდუალური აურები ერთიანდება და ჯგუფის აურაში გარდაიქმნება. აურის ასეთი ტრანსფორმაცია ეხმარება პრაქტიკოსს გადადგას ნაბიჯი ეგოს ბალანსისაკენ. დილის სადჰანას დასრულებისას, როდესაც ყველა წევრის ენერგიები ერთმანეთს შეერწყა უფრო მარტივი გახდება კომუნიკაცია და თითოეული თავს ერთ ტალღაზე იგრძნობს, ხოლო ეფექტს კი დღის განმავლობაში შევიგრძნობთ ( ასევე შეიძლება ვიგრძნოთ გაურკვევლობა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისას. )
მომზადება სადჰანასთვის
გარემო
სადჰანას მედიტაციურ მდგომარეობაში შენ ხდები ძალიან მგრძნობიარე და ამიტომ გარემო სადაც იმყოფები ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენზე. ოთახის ფერები და ხმები პირდაპირ აისახება ქვეცნობიერში და მის ენერგიაზე ახდენს გავლენას. არის ოთახები რომელიც მხოლოდ მედიტაციისთვის გამოიყენება და მხოლოდ იქ შესვლაც კი საკმარისია რომ მოგცეს მოტივაცია მედიტაციისთვის.
მედიტაციის ოთახი უნდა იყოს ახალი განიავებული, ჰაერს უნდა მისცეთ ცირკულაციის საშუალება. ტემპერატურა ზომიერი, ზედმეტი სიცივისგან შეიძლება დაზიანდეს სხეული როდესაც ღრმა მედიტაციაში იმყოფები, ხოლო მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ცუდი ცირკულაცია. ადგილი სადაც ზიხართ უნდა იყოს დაფარული ან ცხოველის ბეწვით, ან შალის გადასაფარებლით. მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან ძლიერი ხმები თქვენს ირგვლივ და ეცადეთ არავინ შეგიშალოთ ხელი. მედიტაციის რაღაც ეტაპზე შეიძლება დახურული კარი აფეთქების ხმადაც მოგეჩვენოთ.
სხეულის მომზადება
შექმენი შენი დილის მოსამზადებელი რუტინა, გაიღვიძე დილით ადრე და გააკეთე სტანდარტული დილის იოგა სავარჯიშოები. აუცილებლად დალიე რამდენიმე ჭიქა წყალი. მიიღე ცივი შხაპი, რადგან მთლიანად ვერ გადახვალ მედიტაციურ მდგომარეობაში თუკი შენი ცირკულაცია ისევ ძილის მოდუსშია. ცივი შხაპის შემდეგ ჩაიცვი სუფთა და კომფორტული ტანსაცმელი. თეთრი საუკეთესო ფერია სადჰანას პრაქტიკისათვის. არ ივარჯიშო იმავე ტანსაცმლით რომლითაც გეძინა. შენს ქვეცნობიერს უნდა გააგებინო რომ სადჰანა არის განსაკუთრებული პროცესი და ტანსაცმელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობით არჩევ. შენი გონება უფრო მობილიზებული იქნება თუკი ეცოდინება რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ხდება. აირჩიე მედიტაციისთვის ბამბის, აბრეშუმის ან შალის საგები. გამოიყენე მხოლოდ მედიტაციისთვის, რადგან შალი დროთა განმავლობაში შთანთქავს სადჰანას ვიბრაციებს და მისი დაფარებაც კი დაგეხმარება.
იოგის სავარჯიშოები
სადჰანას მნიშვნელოვანი ნაწილი არის კრია, ანუ სავარჯიშოების კომპლექსი. სხეული უნდა იყოს ნავარჯიშები რადგან შეინარჩუნოს ცირკულაცია ბალანსში და გაათავისუფლოს დაგროვილი ბლოკებისგან და ემოციებისგან რომელიც აღარ გვემსახურება. ძლიერი სავარჯიშოების ეფექტი აღვიძებს სურვილს. სავარჯიშოებს რომელსაც შეასრულებ უნდა ემყარებოდეს იოგი ბაჯანის სწავლებას. მათ უნდა აგავსონ ძალიან დიდი ენერგიით, სიფხიზლითა და ენთუზიაზმით. ძალიან ძლიერი სავარჯიშოები და გამწმენდი სადჰანა უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრაქტიკის შემდეგ საკმარისი დრო გექნებათ დასვენებისთვის. დაბალანსებული სავარჯიშოების კომპლექსი რომელიც განკუთვნილია სუნთქვის, ნერვების, ყელისა და ზურგისთვის იდეალურია სადჰანასთვის.
სადჰანას ჯგუფი
მას შემდეგ რაც გაიარე ყველა ფიზიკური მომზადება შეგიძლია შენი ცნობიერება მოამზადო ჯგუფური პრაქტიკისთვის. თუ შენ ატარებ სადჰანას ან უბრალოდ მონაწილე ხარ ეცადე თავიდან აიცილო დაუპატიჟებელი სტუმრები, ან წინასწარ გააფრთხილო ისინი. ნათლად ჩამოაყალიბეთ თუ ვინ იწყებს სადჰანას, რადგან როდესაც მარტო გალობ შენ ხარ ერთადერთი ხმა ხოლო ჯგუფური გალობის დროს სხვები ისმენენ და იმეორებენ შენს ხმას.
სადჰანას ეფექტი
ბევრი ადამიანი იწყებს რეგულარული სადჰანას პრაქტიკას მაგრამ მალევე ვარდება მოწყენილობაში არასწორი მოლოდინების გამო. მათ სურთ მოციმციმე შუქი და ბრჭყვიალა ენერგიები შეიგრძნონ. შეიძლება ეს რაღაც მონაკვეთში მოხდეს კიდეც, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გქონდეთ კონტაქტის შეგრძნება უსასრულობასთან. გაიაზრეთ ის ფაქტი რომ ერთი და იგივე გალობა ან მანტრა რომელიც რამდენჯერმე უკვე შეგისრულებიათ სულ სხვა ეფექტს მოგცემთ ამ ჯერზე. ჩვენ არ ვართ იგივე ადამიანი რომელიც რამდენიმე საათის წინ დასაძინებლად წავიდა. ჩვენი უჯრედები შეიცვალა და ღრმა მედიტაციაში ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს თავებს წინა დღეს დაშვებული შეცდომები. ჩვენ განახლებულნი ვართ.
კითხვებზე პასუხები იოგი ბაჯანი
- რა არის ყველაზე დიდი ჯილდო რომელსაც სადჰანას კეთების შედეგად მივიღებთ?
ყველაზე დიდი ჯილდო არის ის რომ ადამიანი ხდება დაუმარცხებელი. სადჰანა არის თვით გამარჯვება, გამარჯვება დროზე და სამყაროზე(სივრცეზე). დილით ადგომა არის გამარჯვება დროზე, ხოლო სადჰანას გაკეთება კი გამარჯვება სივრცეზე. როდესაც აკეთებ სადჰანას შენ ამდიდრებ შენ თავს ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში იზოლაცია და შენი შინაგანი სამყარო რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაარღვიოს და შემოიჭრას დამარცხებულია. სადჰანა არ არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეს არის პროცესი როდესაც შეგიძლია დაამარცხო შენი შეზღუდული შესაძლებლობები და წარუმატებლობა. ეს არის ძალიან პირადული პროცესი, რომელიც მხოლოდ შენ გეხება. ერთ მხარეს ღმერთია როგორც შენი უპირატესობა, მეორე მხარეს ხარ შენ , ხოლო მესამე მხარეს ეშმაკი როგორც შენი არასრულფასოვნება. ამ სამში უნდა შეაფასო შენი თავი. სადჰანა არის თვით დისციპლინის ტექნიკა, ცხოვრების სამეცნიერო გზა.
- მე მაქვს პრობლემა სადჰანასთან მიმართებაში. ყოველ დილით მეძინება ერთი და იგივე პოზაში.
თუკი თქვენ გაქვთ პრობლემა სადჰანას პრაქტიკის დროს ესეიგი თქვენ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ, რადგან ეს მიუთითებს რომ თქვენ მუშაობთ რაღაცაზე.
- როგორ გავარკვიო თუ რა არის ეს (სადჰანა)
აქ არაფერია გასარკვევი, უბრალოდ მიიღეთ გამოცდილება. თუკი თქვენ სადჰანას პრაქტიკისას პრობლემებს წააწყდით, ესეიგი იღბალმა გაგიღიმათ. ეს არის რასაც ელოდებოდით, გამოწვევა, ასე რომ მიიღეთ გამოწვევა.
- როგორ უპირისპირდებით იღებთ სადჰანას კეთების გამოწვევას?
მე მას ვუპირისპირდები მისი შესრულებით. სადჰანა გაძლევს უშიშრობას, წონასწორობას, პატივისცემას, ერთიანობას, შინაგან და გარეგან ცოდნას, სიწმინდეს, ღირსებასა და მადლს. გარდა ამისა გასხივოსნებას, პრანიკურ და აურულ შაქთის. საბოლოოდ კი ის გაძლევს მეტალის ხარისხს რომელიც სამუდამოდ ბრწყინავს. ხარისხი განსახიერებულია loh მეტალში რომელიც შთანთქავს მთელ სიცხეს. Sarab loh ნიშნავს იმას რაც შთანთქავს სამყაროს მთლიან სიცხესა და სიცივეს და მაინც ნეიტრალური რჩება. თუ გინდა რომ იყო კეთილშობილი, მაშინ გააკეთე სადჰანა.
- უნდა შევცვალო თუ არა სავარჯიშოები და კრიები ყოველ დღე?
სადჰანას ერთი ნაწილი უნდა დარჩეს უცვლელი, რათა იგრძნოთ ტექნიკის ეფექტი. ყოველ კრიასა და მანტრას თავისი ინდივიდუალური ეფექტი აქვს. ისწავლე კრიის უნიკალურობის და ფასდაუდებლობის დაფასება. 40 დღის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკა გათავისუფლებს ძველი ჩვევებისგან, 90 დღე არის საჭირო იმისთვის რომ დანერგოთ ახალი ჩვევები.
- თუ მომიწია სადჰანას დატოვება, რა არის საუკეთესო გზა?
სადჰანა შეგიძლიათ დატოვოთ ისე როგორც შემოხვედით პროცესში. იყავი ჩუმად ისე რომ არაფერი შეაწუხო, აარჩიე დრო მედიტაციასა და კრიას შორის. ძლიერი ხმა ღრმა მედიტაციის დროს შოკია მთლიანი სისტემისთვის. არ მოხვიდე და წახვიდე ისე როგორც შენ გინდა, არამედ როგორც უმაღლეს მასწავლებელს.
- უნდა გავაღვიძო თუ არა სადჰანას დროს ჩაძინებული ადამიანი?
არა ის ადამიანი ღმერთმა უნდა გამოაღვიძოს. სადჰანას გამოცდილება არის გამოცდილება შენს თავსა და ღმერთს შორის, არავის აქვს ჩარევის უფლება. თუ ძილი არის ქრონიკული ჩვევა ეს შეგიძლიათ კონკრეტულ პიროვნებასთან შესაფერის დროს განიხილოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გააღვიძოთ სადჰანას დროს, რადგან ის შეიძლება ამ მომენტში სულ სხვა გამოცდილებას იღებს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
თუ თქვენ ხართ სადჰანას წამყვანი მაშინ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი სავარჯიშოები რომელიც გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე, აწვდის გონებას სისხლს და ეხმარება ადამიანებს სიფხიზლის შენარჩუნებაში. სადჰანა არის ფიზიკური და მენტალური ცოდნის შეძენა. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაღლილი მოგეჩვენოთ, ეს მათი უიღბლობის ამბავია რადგან ვერ აცნობიერებენ მომენტს, მაგრამ ჩვენთვის ეს კიდევ უფრო მძიმე სულიერი გამოცდილებაა იმის ნაცვლად რომ ადამიანების შთაგონების წყარო გავხდეთ დავიწყოთ მათი კრიტიკა.
დილით როდესაც ვემზადებით სადჰანას პრაქტიკისთვის შეიძლება ზოგიერთი ადამიანისგან სკეპტიკური დამოკიდებულებაც ვიგრძნოთ, მაგრამ ეს ადამიანი აკეთებს მაინც რაღაცას, ბოლოსდაბოლოს ღვიძავს და არ აგრძელებს თბილ და მყუდრო ძილს თავის ლოგინში. ხვდებით? სადჰანა არის ძალისხმევა, დაამტკიცოთ რომ არ ხართ ზარმაცი. როდესაც დილით ადრიანად მზე ამოდის, თვით იდიოტებიც კი დგებიან, მაგრამ დალოცვილნი არიან ისინი ვინც მზის ამოსვლამდე დგება.
- როგორც სადჰანას წინამძღოლმა და ლიდერმა უნდა მივიღო თუ არა ყველა სავარჯიშოში მონაწილეობა?
როგორც ლიდერის, შენი მოვალეობა არის რომ იყო ძალიან კარგი მაგალითი მონაწილეებისთვის და მისცე ზუსტი და განსაზღვრული ინსტრუქციები თითოეული ნაბიჯის დროს. აუცილებელია რომ შეამოწმო ყველამ გაიგო თუ არა სწორად სავარჯიშოები სანამ გადავლენ პრაქტიკაზე. ზოგჯერ უკეთესიც კი იქნება რომ საერთოდ არ მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ გალობის დროს აუცილებლად ჩაერთეთ. როდესაც მოსწავლეებს სადჰანას გარეთ ასწავლით, ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოთ ფიზიკურ სავარჯიშოებში, მოახდინეთ კონცენტრაცია მოსწავლეების მსახურებასა და შთაგონებაზე.
- დილის გალობის დროს ხშირად ჟღერადობა კლებულობს, შესაძლებელია რომ გაკეთდეს რაიმე რომ შევცვალოთ ჟღერადობა?
იგალობეთ საშულო დიაპაზონის ჟღერადობაზე რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ თქვენი სუნთქვის რიტმი არასწორია, თუ ხერხემალი არ არის გასწორებული და თუ არ აკეთებთ სრულ სუნთქვას ადი შაქთი მანტრის დროს მაშინ თქვენი გალობის ჟღერადობა დაკარგავს ენერგიას. თუკი მუდმივად მოუსმენ შენს გალობას მას სხვადასხვა ჟღერადობაზე აღიქვამ. მაღალი ბგერები ძირითადად მაღალი დიაპაზონის ჟღერადობისაა და მთლიანად ავსებს ოთახს. ამ ბგერების სხვა ადამიანთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მოხდეს მათი კომბინაცია. როგორც კი გაიგონებ პირველ ბგერას და იგრძნობ სიმშვიდეს, მაშინვე გაიზრდება ბგერის სიმაღლე და დიაპაზონი.
გალობა არ არის სიმღერა. გალობის დროს ვიბრირებს სხეულის ყოველი უჯრედი. მედიტაციის დროს გალობისას ხდება პირადი გალობა, მაგრამ ასევე ხდები ჯგუფის ცნობიერების ნაწილი, რომელიც სოციალურ ცნობიერებას ემსახურება. არ იფიქროთ ხმის და ჯგუფის გალობის ჰარმონიზებაზე. იფიქრეთ რომ გალობის დროს ჰარმონიაში მოიყვანოთ სხეული, სული და გონება.
- როდესაც ცუდად ვარ არის თუ არა სადჰანას პრაქტიკა რეკომენდირებული?
თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ და მთელი დღე ლოგინში მოგიწევთ ყოფნა, მაშინ არა. თუ ეს ძალიან ძლიერი არ არის (ასევე იგულისხმება მენსტრუალური ციკლი) მაშინ შეგიძლიათ შეასრულოთ სადჰანას პრაქტიკა და გააკეთეთ ისე როგორც გამოგდით. თუ არ შეგიძლიათ სავარჯიშოების და მედიტაციის კარგად შესრულება მინიმუმ ეცადეთ რომ იმედიტიროთ. შემდეგ დაწექით და დაისვენეთ და მენტალურად მოუსმინეთ შაბდს. ამ გზით თქვენ უფრო სწრაფად გამოკეთდებით და დაუბრუნდებით სადჰანას ჩვეულ რიტმს. ასევე შესაძლებელია რომ გქონდეთ წარმოსახვითი ავადმყოფობა რათა გაექცეთ თვით დისციპლინას და სადჰანას პრაქტიკას, მაგრამ ნუ იქნებით ფანატიკოსი და კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ სერიოზულ ავადმყოფობას.
2. მე ვარ დამწყები და შეიძლება რომ მხოლოდ ერთი საათი გავაკეთო სადჰანა და თუ ექნება მას ეფექტი?
ყოველთვის გააკეთეთ სადჰანა არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მოკლეა ის, რადგან გონების ყოველი მცდელობა შეხვდეს საკუთარ თავს უკან გაათასმაგებულად დაგიბრუნდებათ. იდეალური სადჰანას პრაქტიკა ორ საათ ნახევარი გრძელდება, მაგრამ სანამ სირბილს ვისწავლით სიარული უნდა ვისწავლოთ. ერთი საათი არაჩვეულებრივია. ზოგიერთი ადამიანისთვის აუცილებელია ნელი დასაწყისი. თუ ეცდები პირდაპირ ევერესტის დაპყრობას ისე რომ მანამდე არცერთ პატარა გორაკზე არ ასულხარ წარუმატებლობა მოტივაციას და სურვილს გაგიქობს. დაიწყე შენება ნელა, მაგრამ აუცილებლად გააკეთე რაღაც.
3.გვჭირდება რაიმე განსაკუთრებული ადგილი სადჰანას შესასრულებლად?
სპეციალური ადგილი იდეალური იქნებოდა. რაც უფრო მეტად იზრუნებ იმ გარემოზე რომელშიც იმყოფები ეს იქნება შენი ინტენსიის სიმბოლო და ნიშანი. გარეგანი ასახავს შინაგანს. თუ მედიტაციის ადგილი მოუწესრიგებელია მაშინ ნიშნავს რომ თქვენ არ აფასებთ ამ პროცესს. როდესაც მოგზაურობთ ცდილობთ რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინოთ ამ ადგილს, ასევე მოიქეცით მედიტაციის დროსაც.
4.მოვიყვანო თუ არა ჩემი შვილები სადჰანას პრაქტიკაზე?
ბავშვები არიან მომავალი. მომავალი ისეთივე უსაფრთხო უნდა იყოს როგორც საძირკველი რომელსაც ვაშენებთ ახალ თაობაში. ძალიან შთამაგონებელია იმ ბავშვების დანახვა რომელიც სადჰანას პრაქტიკას ესწრებიან. დროის ეს მონაკვეთი საუკეთესო პერიოდია მათი მშვიდი ძილისთვის, მაგრამ ისინი სადჰანას დროს კარგ ვიბრაციებში იმყოფებიან, ასე რომ შეგიძლიათ მათი მოყვანა რათა იგრძნონ სადჰანას საოცარი ვიბრაციები. თუ თქვენი შვილი გაიზარდა ისეთ გარემოში სადაც იოგის პრაქტიკა მედიტაცია და გალობა ცხოვრების ნაწილია, მაშინ შეგიძლიათ მისი მოყვანა, მაგრამ თუკი ფიქრობთ რომ თქვენი შვილი ხელს შეუშლის სადჰანას პროცესს მაშინ ეს ჯგუფის დანარჩენ წევრებთან წინასწარ უნდა შეათანხმოთ.
5.აუცილებელია თუ არა სადანას დროს თავსაბურავის ტარება?
სადჰანას დროს თავზე დაიფარეთ, მაგრამ დარწმუნდით რომ მატერია არის ბუნებრივი და არა სინთეტიკა, მაგალითად კოტონი, თმა აიწიეთ ზემოთ. თმა არეგულირებს სხეულში მზის ენერგიის შემოსვლას. მზის ენერგიას რომ წინააღმდეგობის გარეშე თქვენს სხეულში შემოსვლის საშუალება მისცეთ გაუშვით მის ბუნებრივ სიგრძეზე და კარგად მოუარეთ მას, მთლიანი ენერგია რომელიც მეშვიდე ჩაკრიდან ქვემოთ მიედინება საოცრად იზრდება. ის აბალანსებს სხეულის ენერგიას. თუკი სადჰანას დროს თმა არის გაშლილი დაბლა და თავსაბურავის გარეშე, ეს ხელს შეუშლის კუნდალინი ენერგიის ზრდის ბუნებრივ პროცესს.
6.არის თუ არა სწორი სადანას შემდეგ დაძინება?
სადჰანას შემდეგ არის დრო როდესაც შეგიძლიათ ნებისმიერი რამის გაკეთება, ნაყინის ჭამაც კი. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ რაც გენდომებათ. რაც ღმერთისაა, მიეცი ღმერთს სადჰანას პრაქტიკისას. მიიღე ყველაფერი იმ დღისგან რის მიღებაც შეგიძლია, ეს შენი დღეა.


დატოვეთ კომენტარი