შეგიმჩნევიათ, სეზონის ცვლილებას ყოველთვის რაღაც პატარა პაუზას მოაქვს ცხოვრებაში, თითქოს უნდა გადაამოწმოს სად ვართ? რას ვაკეთებთ? რა ხდება ჩვენს გარშემო? შინგნით/გარეთ?
გაზაფხულის მოაქვს სხეულის, ბუნების, და ყოველივეს გარშმო გაღვიძება. ზამთრის მოკლე დღეები, გაზაფხულის, ჯერ არც ისე ცხელი, მაგრამ თბილი და სასიმოვნო სხივებით გაჟღენთილმა დღეებმა შეცვალეს. გამოიყენე ეს დრო სხეულისა და სულის სტიმულისთვის, გეგმების და სურვილების გადასახედათ, აივსე ისევ ენერგიით და დაიწყე თავიდან ან გააგრძელე დაწყებული საქმე.
ამ დროს განსაკუთრებული ენერგია გჭირდება, სტრესის გარეშე და ჯანმრთელი სხეული, რომელიც ძალას მოგცემს ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.
გაზაფხული ახალის დასაწყისის, განახლების პერიოდია. ყოველი გაზაფხულის დღე შეგიძლია გამოიყენო რაიმეს შესაქმნელად, საოცნებოდ და დასახული მიზნების განსახორციელებლად.
ამ დროს ჯანმრთელ, ყოველდღიურ რიტუალებს განსაკუთრებული ძალა აქვს, სწორად არჩეული რიტუალები, გაგათავისუფლებენ სტრესისგან, აგიმაღლებენ ენერგია-განწყობას და გარდა ამისა თუ სწორ კვების რიტუალსაც შეიტან შენს ცხოვრებაში, ვიტამინებითაც შეივსები.
დღეს, მე, შენთან ერთად, სამ ძირითად რიტუალს გავარჩევ, რომელიც ჩემს ანტისტრესს სავარჯიშოების პაკეტში შედის და მისი ფასი დღეს მხოლოდ 37 ლ. შეადგენს, მაგრამ ის ღირებულება, რასაც ის მოგცემს გაცილებით დიდია. აქვე შეგიძლია დარეგისტრირდე ან თუ ჩაიკითხავ ბოლომდე ამ სტატიას, ბოლოში გელოდება სიურპრიზი და ვინ იცის იქნე ეს სავარჯიშო კომპლექსი სულაც მოიგო და უფასოდ გადმოგეცეს.
პირველი რიგში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის ძილი. ძილი, დღე-ღამეში მინიმუმ 8სთ, აუცილებელია ადამიანისთვის. ეს მართლა არა ჩვეულებრივი რჩევა. დამეთანხმები გამოძინებული და დასვენებული ადამიანი ნაკლებად ღიზიანდება, სტრესი მას ნაკლებად შეაწუხებს და ენერგიაც ექნება დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მოკლედ, 8სთ ძილი აუცილებელია სხეულისთვის, გონებისთვის და ველა ორგანოსთვის.
- სრულყოფილად ძილისთვის, ყოველდღე დაგეგმე შენი დღე და აუცილებალდ რუტინად აქციე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინება.
- მოემზადე დასაძინებლად მშვიდა და წყნარად, საღამოს აუცილებელი რიტუალებით. შეგიძლია სახის მასაჟი,თბილი ზეთით რიტუალებში შეიყვანო.
- ძილისთვის აუცილებლად გარემო უნდა შეიქმნა, ანუ წინასწარ გამორთე ტელევიზორი, გაჯეტები, ინტერენეტი.
- მათთვის ვისაც უჭირთ დაძინება და მოდუნება ანტისტრესს პაკეტში შედის ასევე აუდიო მედიტაცი, რომელიც დაგეხმარება უკეთ მოდუნდე და დაიძინო.
კვება, რომ აუცილებელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯანმრთელი და სწორი კვება კი ძალინ აუცილებელია, რადგან ჩვენ სწორედ ის ვართ, რასაც მივირთმევთ და როგორც ვიკვებებით.
- აუცილებლად დილა ჯანმრთელი საუზმით დაიწყეთ, შეიყვანეთ თქვენს რაციონში მარცველული, ხილი, ბოსტნეული.
- შამცირე შაქარი განსაკუთრებით დილით, რადგან ის მართალია ენერგიას გაძლევს, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. საბოლოდდ კი ორგანიზმს ანადგურებს.
- შეეცადე მთელი კვირის მენიუ დაგეგმო. ეს დაგეხმარება უფრო სტრუქტურირებული იყო და მაღაზიაშიც წინასწარ შეიძინ ის რაც გჭირდება, ეს აგარიდებს ზედმეტ ხარჯებსაც და გარდა ამისა აღარ გექნება “სუსნაობის” სურვილი.
- ჩემს, სტრესისგან გასათავისუფლებელი ვარჯიშების კომპლექსში, მე მოგიმზადე სმუზების რეცეპტები, რომელიც არა მარტო აგავსებს ვიტამინებით, არამედ მოგცემს ენერგიას და შენს წონასაც გაუკეთებ კორექტირებას, რადგან გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ეს საკითხიც წინ დგება ჩვენს რეალობაში. სმუზები, რომელიც მე პაკეტში მაქვს ჩასმული, მარტივი მოსამზადებელია, ვიტამინებით სავსეა, ისინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს, ძალიან გემრიელია და ორგანიზმისგან სწრაფად შეიწოვება, რაც ვიტამინების სწრაფ შეწოვასაც იწვევს სხეულში. ასევე ნოყიერიც არის და ერთი სმუზით, ერთი კვება უნდა შეცვალოთ.
ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის აუცილებელი წინა პირობაა- მოძრაობა, ამიტომ ჩემს ყველა პროექტს მე იოგით ვიწყებ, სხეულის მოქნილობა და ენერგიულობა დამოკიდებულია თუ რამდენს ვმოძრაობთ.
- ჯანსაღი სხეულში ჯანსაღი სულია;
- დღეში 30 წთ მოძრაობაც საკმარისია, რომ კარგ ხასიათზე მოხვიდეთ;
- თუ კი ცუდ გუნებაზე ხართ, იმოძრავეთ აუცილებლათ და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ემოციური მდგომარეობა.
სატ ნამ 🙂


დატოვეთ კომენტარი