Მუდრა არის ხელის პოზიცია, რომელიც ათავისუფლებს, კურნავს და მიმართულებას აძლევს ენერგიას და გავლენას ახდენს ჩვენი გონების მოქმედებაზე. Ხელები არის ჩვენი ენერგიის რუქა. Ხელის ყოველი არე უკავშირდება სხეულის და ტვინის სხვადასხვა ნაწილს და პასუხისმგებელია სხვადასხვა ემოციებსა და მოქმედებებზე. Თითოეული თითი განასახიერებს პლანეტარულ ენერგიას და ახდენს მათ გამოთავისუფლებას ადამიანის სხეულში. Სხვადასხვა მუდრას და ხელის პოზიციას, ასევე თითების შეერთებას განსხვავებული ეფექტი აქვს. Მუდრის შესრულების დროს დააჭირეთ თითები ერთმანეთს საკმარისად ძლიერად, ისე რომ იგრძნოთ ენერგია მაგრამ არ გეტკინოთ ხელები.
Ჯიან მუდრა (პასიური) Როდესაც საჩვენებელი და ცერა თითის ბალიშები ერთმანეთს ეხება, ხოლო დანარჩენი სამი თითი გაშლილია. Ეს არის მიმღებლობის მუდრა და აღვიძებს ცოდნას და სიბრძნეს.
Ჯიან მუდრა (აქტიური) Როდესაც ცერა თითი ზემოდან ეხება საჩვენებელი თითი ფრჩხილს, დანარჩენი სამი თითი გაშლილია. Ის ხშირად გამოიყენება პრანაიამას და კუნდალინი იოგის სხვადასხვა სავარჯიშოების დროს.
Შუნი მუდრა Როდესაც ცერა და შუა თითის ბალიშები ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილ მდგომარეობაში რჩება. Ეს მუდრა გვეხმარება შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში. Შუა თითი არის სატურნის ენერგია, რომელიც წარმოადგენს დავალებების ოსტატს,ძალას რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
Სურია ან რავი მუდრა იგივე მზის ენერგია Როდესაც ცერა და არა თითის ბალიშები ეხება ერთმანეთს, სხვა თითბი რჩება გაშლილ მდგომარეობაში. Სურია მუდრა აღვიძებს გამაჯანსაღებელ ენერგიას, გაძლევს სიძლიერეს და უზრუნველყოფს გამარჯვებას. Არა თითი წარმოადგენს ურანის ენერგიას, რომელიც პასუხისმგებელია ინტუციაზე, სიძლიერესა და ცვლილებებზე.
Ბუდი მუდრა Როდესაც ცერა და ნეკა თითის ბალიშები ეხება ერთმანეთს, სხვა თითები რჩება გაშლილ მდგომარეობაში. Ნეკა თითი განასახიერებს პლანეტა მერკურს, რომელიც პასუხისმგებელია მენტალურ ძალასა და კომუნიკაციაზე.
Ანჯალი მუდრა Იგივე მლოცველის პოზა, როდესაც ხელისგულები შეერთებულია გულის წინ. Მარჯვენა ხელი განასახიერებს მამაკაცურ ენერგიას, ხოლო მარცხენა ქალურს. Ამ მუდრას ვიწყებთ კრიის დაწყების წინს მოსამზადებელი და გამახურებელი ადი მანტრის დროს, ასევე გამოიყენება სულიერი სიმშვიდის და საკუთარი თავის შეცნობისთვის.
მასალები თარგმნილია და მომზადებულია სპეციალურად ლოტუსისთვის.
წყარო KRI (Kundalini Research Institute)
სტატიის ავტორი თეონა თეთრაძე.


დატოვეთ კომენტარი