- როგორ დავიბრუნო რწმენა, ან რას დავიბრუნებ რაც არასოდეს არ მქონია?
- მაშინ უნდა ისწავლო,
- როგორ ეს ხომ არსად არ ისწავლება?
- არა არა ისწავლება, ვერც ისწავლი ეს უნდა იგრძნო.
- რანაირად? ვიგრძნო და ვენდო? იცი გრძნობამ რამდენჯერ დამღუპა?
- დაგღუპა გრძნობამ? გრძნობა შენი ნაწილია როგორ დაგღუპავდა?
- აბა რამ მაშინ? საკუთარმა თავმა? ხო მართალი ხარ საკუთარმა თავმა დამღუპა…
- ესეიგი არ უყვარხარ საკუთარ თავს?
- ასე გამოდის …
- არ გიყვარს შენი თავი?
- აუუუ არ დაიწყო ახლა უნდა გიყვარდეს და ეგეთები … არ მაქვს მაგის თავი ისედაც აჭრელებულია ყველგან და ყველაფერი, შეიყვარე შენი თავი და სამყაროს უყვარხარ.
- არაფერს არ გეუბნები შენ სიტყვებს ვიმეორებ რა მივამატე?
- არაფერი …
- არ გიყვარს შენი თავი?
- არა! ხო მერე?
- მერე და გრძნობას რას აბრალებ? თქვი არ მიყვარს ჩემი თავი და მე გავუკეთე რაც გავუკეთე.
- ხო ასე გამოდის …
- მერე რატომ ტირიხარ ახლა?
- მეცოდება
- ვინ?
- ჩემი თავი
- თუ არ გიყვარს რატომ გეცოდება? თუ გეტკინა?
- ხო მეტკინა
- მერე რატომ ამბობ საკუთარი თავი მეცოდებაო კი არ გეცოდება გეტკინა და ტკივილმა შეგაწუხა. ეგ ცრემლიც დისკომფორტის არის არა საკუთარი თავის შეცოდების.
- რისი თქმა გინდა?
- მე? არაფრის … შენ სიტყვებს ვიმეორებ … ფაქტებს ვაანალიზებ ხმამაღლა.
სიჩუმე … - ახლა რა ვქნა?
- რა გინდა რომ ქნა?
- შენ კითხვის დასმის გარდა კიდევ რა იცი?
- საკუთარ თავთან შეგახვედრებ
- როგორ?
- კითხვებით, ეს არის ჩემი გასაღები, კითხვის დასმა
- კითხვაზე პასუხი რომ არ მაქვს მე?
- როგორ არ გაქვს, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გამეცი.
- მერე რა გამოვიდა? არ მიყვარს ჩემი თავი, არ ვუსმენ მას და მხოლოდ ტკივილზე ვრეაგირებ.
- რისი თქმა უნდა ტკივილს?
- ასე გაგრძელება არ შეიძლება…
- აბა როგორ შეიძლება?
- უნდა გაჩერდეს ეს ტკივილი…
- როგორ? მას ვინ შეაჩერებს?
- ალბათ მე…
- როგორ?
- პირველ რიგში აღარ ვატკენ ჩემს თავს …
სიჩუმე… - რას ფიქრობ?
- აქამდე როგორ მოვედი?
- სადამდე?
- ჩემი თავი რომ ტკივლის შგრძნებით მელეპარაკება.. სად დავკარგე კავშირი, რომ ხმა ჩემი აღარ მესმოდა?
- ამას აქვს ახლა მნიშვნელობა?
- არა
- აბა რას აქვს ამ მომენტში მნიშნელობა?
- იმას რომ ტკივილი გავიგონე სანამ სხვა რაღაცად გადაიქცა და სულ რომ ვერ გამეგონა? … უცებ შემომანათა ცრემლიანი თვალები, გავიგონე … გავიგონე…
- კი გაიგონე მაგრამ ეს არ კმარა…
- არა
- რას გააკეთებ ახლა?
- ვიმოქმედებ აღარ გავჩერდები
- როგორ?
- აღარ ვატკენ… მოვუსმენ… და პასუხებიც მოვა.
- მპირდები?
- კი…
- და რწმენა როგორ დავუბრუნო?
- უნდა დაიბრუნო?
- არა ის არსად არ წასულა
- აბა?
- საკუთარ თავს როდესაც ხშირად მოვუსმენ საკუთარი თავის რწმენაც მოვა და სამყაროს ნდობა.
- ხარ მზად გახდე სამყაროს მანიფესტაცია და ინსპირაცია?
უნდობლად შემომხედა, მაგრამ თვალები ძირს დახარა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - სამყაროს არ სჭირდება ჩემი ნდობა, ის მე მჭირდება.
სამყარო არ სად არ მიდის ის მე მელოდება როდის გავიღვიძებ, რომ პროცესს მივყვე
სატ ნამ, მე ვარ ჭეშმარიტება 🙏
მარინა კვატაია


დატოვეთ კომენტარი