1/3 მოსახლეობის სუნთქავს ზედაპირულად და გულმკერდით.
ამის გამო სისხლში ცოტა ჟანგბადი ხვდება, სტრესს და დაღლილობას ვიღებთ შედეგად. მოჭერილი ტანსაცმელი, არასწორი სხეულის მდგომარეობა, სიგარეტი და ზედმეტი წონა, საბოტაჟს უწყობს სწორი სუნქვის ყველა გამოვლენას.
თუ კი იცი რომ სუნთქვა განაპირობებს შენი სიცოცხლის ხარისხს, მაშინვე გესმის რომ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ კი უმნიშველოდ ღრმად ჩაისუნთქავ და ამოსუნთქავ დაინახავ როგორ მოიმატებს ენერგია და ხასიათიც საგრძნობლად გაგიუმჯობესდება.
მოდი ერთ მარტივ მაგრამ ძალიან კარგ სუნთქვით ტექნიკას შემოგთავაზებ. როდესაც მას დაახელოვნებ ნახავ რომ ენერგიის ბუსტს მიიღებ.
დაწექი ზურგზე ისე რომ ზურგი მთლიანად გასწორებული იყოს. კომფორტული მდგომარეობისათვის ძირს რაიმე დაიფინე. ხელები მუცელზე დაიდე.
მოადუნე ყელი, გულმკერდი და მუცელი. ხელ
ჩაისუნთქე ღრმად ისე რომ ნეკნები გაიწიოს და მუცელი გარეთ გამოიწიოს. ფილტვები ნელნელა აავსე ჰაერით და დააკვირდი რომ თითები იმდენად მოდუნებულია რომ ერთმანეთს ცილდება.
გაარძელე ჩასუნთქვა მანამ სანამ არ იგრძნობ რომ ფილტვები მთლიანად აივსო ჰაერით და მხრები ცოტა წინ წამოიწია.
დაიწყე ამოსუნთქვა ცხვირით, ნელა, მშვიდად ჯერ მხრებში იგრძენი როგორ გადის ნელნელა ჰაერი ფილტვებიდან, შემდეგ გულმერდი როგორ ეშვება დაბლა და ბოლოს ამოსუნთქვისას იგრძენი როგორ ეკვრება მუცელი ხერხემალს.
ისევ ჩაისუნთქე…
თუ პირველ ჯერზე არ გამოვიდა არ დანებდე, ახალი თვისების შესწავლას დრო უნდა.
რისთვის არის სწორად სუნთქვა კარგი?
გადუნებს და უფრო ენერგიულს გხდის. კარგი იმუნიტეტი, გამძლეობა, ძალა და გამჭრიახობა
რაც უფრო კარგად სუნთქავ, ასტიმულირებ შენს ლიმფურ ჯირკვლებს, სისხლის მიმოქცევას და დეტქოსურ პროცესებს უწყობ ხელს.
ყოველთვის როდესაც მუცელი დაბლა იწევა ამოსუთქვისას ორგანოების მასაჟი ხდება
ცნობიერი სუნთქვა გამოუმუშავებს ენდორფინს, ჰორმონს რომელიც ბედნიერების შეგრძნებას გაძლევს.
გაცნობიერებული სუნთქვა გაძლევს საშუალებას გაუმკლავდე მარტივად ნეგატიურ ემოციას,
გამოიმუშაო მოთმინება და თავი დააღწიო მუდმივ ეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებზე.
სუნთქვაზე ფოკუსის მიმართვით შენ რჩები აქ და ამაჟმად და გაქვს სრული მიმღებლობა შენს ფიქრებთან.
რაც უფრო კარგად ამოისუნთქავ ჰაერს მით უფრო მეტი ადგილია კარგი ჰაერისათვის როგორც ცხოვრებაში როდესაც იმას იშორებ რაც ძველია ადგილს უთმობ სიახლეს და ახალ შესაძლებლობებს.
იცოდი რომ თუ კი ჩასუნთქვა გიჭირს ესეგი ცხოვრებაში სიახლის შემოშვება გიჭირს ხოლო თუ ამოსუნქვა ბოლომდე არ გამოგდის მაშინ გიჭირს იმის გაშვება რაც აღარ გჭირდება .
გისურვებ ბედნიერების და სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას
სატ ნამ


დატოვეთ კომენტარი