მოგესალმებით ჩემო კარგებო, ბევრი შეტყობინება მივიღე თუ როდის იწყება “კარატის” ახალი, მესამე ნაკადი.
ძალიან მახარებს ეს ფაქტი, რადგან წინ თქვენთვის დიდი სიამოვნება მაქვს🙏პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც მიიღო მონაწილეობა პირველ და მეორე ნაკადში და შემდეგ სათანადო უკავშირებით სხვებიც დააინტერესა.
კარატის ახალი ნაკადი დაიწყება 3️⃣0️⃣ დეკემბერს. გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე მიმდინარე პროექტი მაქვს, დროის რესურსის ნაკლებობა, არ მაძლევს საშუალებას ადრე დავიწყო პროექტი. თუმცა რეგისტრაცია დღეიდან უკვე გახსნილად გამომიცხადებია. თუ კი გინდა შენი ადგილი განაღდებული გქონდეს, გაქვს შესაძლებლობა უკვე დარეგისტრირდე ქვემოთ ლინკზე.
პროექტი იწყება 30.12.2022 და დასრულდება 31.12.2023 რა არის კარატი?კარატი – ერთ წლიანი იოგისა და პერსონალური ზრდა/ განვითარების პროგრამა, რომელიც დაგეხმარება ერთი წლის განმავლობაში დაგეგმო და შეცვალო შენი რეალობა, კუნდალინი იოგისა და თან დართული დღიურის დახმარებით.
პროექტი შედგება:
11 მთავარი ვიდეოსაგან, ზედ დართული დღიურისგან, დახურული ჯგუფი, სადაც ყოველ 3 კვირაში არის ჩემთან ერთად პრაქტიკული შეხვედრა- იოგის ვარჯიშით და მედიტაციით. ჯამში ერთი წლის განმავლობაში იღებ:
11 მთავარ ვიდეოს;
1 დღიურს;
დახურულ სივრცეს, სადაც მდგომარეობას და ზოგადად მიღწევებს გაგვიზირებ, კითხვებს დასვამ, მოტივაციას მიიღებ.
კარატის ფარგლებში გვექნება: 16 ლაივ შეხვედრა ჩემთან იოგით, მედიტაციით და კითხვა- პასუხით.

პროექტი არის 365 დღიანი შესაბამისად ფასი არის 365ლ .
ვისაც სურს რომ თავის ადგილი დაიკავოს ქონდეს შეუძლია თანხა 3 ან ორ ნაწილად დაყოს და წლის ბოლოს, როდესაც პროქტი დაიწყება თანხა გადახდილი იქნება. შეგიძლია ნაწილი შემოიტანოთ და დანარჩენი დაფაროთ დეკემბრში. და რაც მნიშვნელოვანია: პროექტის და მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში შეგიძლია გახდე კუნდალნი იოგის ინსტრუქტორი ან გაიარო ტანტრა.
კარატი ეს არის ჩაკრების მიხედვით თქვენს საჭიროებებზე მორგებული იოგა ქოუჩინგის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ: • გათავისუფლდეთ მუდმივი სტრესისა და შიშისაგან; • მოქმედებაში მოიყვანოთ თქვენი ენერგია და რესურსები; • დაიმკვიდროთ თქვენთვის შესაფერისი ადგილი ცხოვრებაში, ანუ მოახდონოთ სწორი თვითრეალიზება; • გამოავლინოთ მიზნის მიღწევისთვის საჭირო ალგორითმი; • გახდეთ მეტად მოქნილი ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისას; • გახადოთ თქვენი რეალობა ზუსტად ისეთი როგორიც გინდათ; რა ნაბიჯებს გავივლით ქოუჩინგის პროცესში?
•#სამი კვირა მომზადება განსაზღვრავთ მიზნებს, რომელთა მიღწევაც გსურთ 6 საყრდენის მიხედვით. დავამუშავებთ კუნთებს და გავაღვიძებთ ენერგიას შესაბამისი იოგის ვარჯიშებით. შემდეგ გადავდივართ უშუალოდ ჩაკრების დამუშავების პროცესზე.

• #პირველი ჩაკრა გათავისუფლდები იმისაგან რაც უკვე აღარ გემსახურება და ხელს გიშლის წინსვლაში;
• #მეორე ჩაკრა გააღვიძებ შენს კრეატიულ ენერგიას და დააბალანსებ ემოციებს; • #მესამე ჩაკრა მისცემ ენერგიას მიმართულებას;
• #მეოთხე ჩაკრა ხიდი ქვედა და ზედა ჩაკრებს შორის, სიყვარულის ენერგია, ურთიერთობები და გარემოცვა;
• #მეხუთე ჩაკრა სურვილების რეალიზაციის გზები;
• #მეექვსე ჩაკრა ინტუიცია, საკუთარი თავის მოსმენა;
• #მეშვიდე ჩაკრა სულიერება, საქმე რომელიც სიმშვიდეს მოგიტანს;
• #მერვე ჩაკრა აურა და ქარიზმა, იგრძნოს ყველამ შენი ძალა და შინაგანი მდგომარეობა;
სარეგისტრაციო ლინკი: https://bit.ly/3IVZw8v

დატოვეთ კომენტარი