- ქორწინება ვერ გადაგარჩენს ვერც პრობლემებისგან, ვერც სიცარიელესგან და ვერც მარტოობისგან. პარტნიორი ვერ გაგათავისუფლებს შენი კომპლექსებისგან, პირიქით ის მათ გააძლიერებს და შენ უნდა გაუმკლავდე.
- ვერავინ ვერ გეტყვის რომ არ უნდა დაქორწინდე შიშით მარტო არ დავრჩე ან ვაი თუ უკეთესი აღარ გამოჩნდეს.
- ბავშვები, ეს დიდი პასუხიმგებლობაა, არასაკმარისი ძილი, პრობლემები, საკუთარი თავისთვის დროის არ ქონა. თუ ამას გააცნობიერებ, პირველ ხანებში ბევრად უფრო გაგიმარტივდება მათი აღზრდა.
- ურთიერთობა ეს პასუხისმგებლობაა და ყველამ თავისთავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამით უფრო კომფორტული იქნება ოჯახში ყოფნა.
- ოჯახები, რომელზეც ფიქრობ რომ იდეალურია, მათ თავისი პრობლემები აქვთ, თავისი ბნელი მხარეები, მაგრამ უმკლავდებიან, იდეალური ოჯახები არ არსებობს.
- მიყვარხარ, პეპლები… მალე სრულდება. რჩება პატივისცემა, ურთიერთგაგება, საუბარი. თუ ეს არ გაგიცნობიერებია მაშინ არ ღირდა ოჯახის შექმნა.
- წყვილები ხშირად იტყუებიან სექსის შესახებ. ქალები ორგაზმის იმიტირებენ. მამაკაცები ვერ კმაყოფილდებიან. ისწავლეთ ღია საუბარი სექსის შესახებ. რა მოგწონს რა არა. ეს გაგიმარტივებს და სასიამოვნოს გახდის ურთიერთობას.

- თუ პარტიორთან თავიდანვე არაფერი გქონდა საერთო ძალიან ცოტა შანსია რომ ეს შემდეგ გექნება. ამიტომ თუ არჩევანი გააკეთე, მიმღებლობაც უნდა გქონდეს.
- იყავი მართალი საკუთარ თავთან, თუ შეცდომა დაუშვი აღიარე კიდეც. მოიხადე ბოდიში.
- თუ მიხვდი რომ შეცდომა დაუშვი და ეს ადამინი არ არის შენი, წადი დროზე ნუ ატყუება ნურც მას ნურც საკუთარ თავს.
- ადამინები არ იცვლებიან, ისინი უბრალოდ იხსნებიან, იხსნიან ნიღბებს. შენ შენი სიყვარულით მხოლოდ საკუთარ თავს შეცვლი და მიმღებლობა გექნება. ადამიანს თუ უნდა შეიცვლება თუ არა. ეს მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
- სულიერი პრაქტიკები კარგია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად, ისინი პრობლემებს არ აქრობენ. ისინი გამოსავალს დაგანახაბენ, შენ კი უნდა იმოქმედო.
- დაიმახსოვრე რომ ყველას თავისი გამოცდილება აქვს. მხოლოდ თავისი და ის შენ გამოგადგება მხოლოდ იმის გასაგება რომ მარტო შენ არ გაქვს პრობლემები. სხვა შემთხევევაში ეს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლაა.
- მამაკაცს მხარდაჭერა ჭირდება, მოსმენა, კარგი სადილი და არ უნდა წაართვა მას სახლში მისი ფუნქცია. ქალს სჭირდება საუბარი, თავდაცულობის შეგრძნება და სიყვარული.
- ორივეს სჭირდება გულწრფელობა და არა ნებისმიერი გზით პარტნიორის გატეხვა და საკუთარი უპირატესობის დანახვება.
- ოჯახის შექმნას, შვილების გაჩენას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე, იმის გაცნობიერებით რატომ გინდა ეს შენ. სხვისი აზრი და ჩარჩოები აქ უარყოფითად მოქმედებენ.
- თუ შეგეშალა, აპატიე პირველ რიგში საკუთარ თავს და გააგრძელე გზა. ცხოვრება ძალიან ლამაზია რომ ერთი შეცდომისთვის დაანგრიო ის.


დატოვეთ კომენტარი