როდესაც ღალატზე ვსაუბრობთ, ხშირად ვხედავთ ამას, როგორც ქმედებას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის წინააღმდეგ. თუმცა, არსებობს უფრო ნატიფი და, ალბათ, კიდევ უფრო მტკივნეული ღალატი — საკუთარი სულის ღალატი.
ღალატი შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ გარეგნულ ქმედებებში, არამედ ჩვენს შინაგანშიც, როცა შიშები და ეჭვები გვიკავებს იმისგან, რომ მივყვეთ ჩვენს ნამდვილ გზას. ჩვენ ვღალატობთ საკუთარ თავს, როცა არ ვაძლევთ ჩვენს ოცნებებს და პოტენციალს სრულად გამოვლენის საშუალებას. გაუგებრობის ან განკიცხვის შიშმა შეიძლება შეგვაჩეროს, დავმალოთ ჩვენი ნიჭი და ცოდნა, რომლებიც ჩვენთვის არის მოცემული, იმისათვის რომ გავუზიაროთ ისინი სამყაროს.
ეს შინაგანი კონფლიქტი — ტკივილის წყაროა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი განიცდის. შეიძლება არ ვაცნობიერებთ რომ როცა ჩვენს გზას ვემალებით, ვღალატობთ ჩვენს სულს. მაგრამ ამის გაცნობიერება — პირველი ნაბიჯია განკურნებისა და ტრანსფორმაციისკენ.
როცა ვიწყებთ ცხოვრებას ჩვენს ნამდვილ „მე“-სთან შესაბამისობაში, ვიწყებთ იმ გზაზე სიარულს, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი, ვთავისუფლდებით შიშის ბორკილებისგან და ვიწყებთ ნამდვილ ჰარმონიასა და სიხარულის შეგრძნებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველი ნაბიჯი ჩვენი ნამდვილი ბუნებისკენ გვიახლოვებს მიზანს, გვეხმარება, გავხდეთ მთლიანები და საკუთარი გზის მიმართ უფრო თავდაჯერებულები.
როცა ჩვენს შიშებს ვაღიარებთ და ვიღებთ, ჩვენ ვაძლევთ თავს შესაძლებლობას, რომ გავიზარდოთ და შევიცვალოთ.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, შთაგონება იმაზე რომ ვიყოთ ერთგული საკუთარი თავისა და ჩვენი სულის მიმართ.
არ შეგეშინდეთ თქვენი გზის გავლა. არ უღალატოთ საკუთარ თავს.
სამყაროს სჭირდება თქვენნაირი ადამიანები — ნამდვილი, გულწრფელი და სავსე სინათლით.
თუ ეს პოსტი შენთან ახლოსაა გააკეთე უკუკავშირი, რა იგრძენი, როგორ რეზონირებს ეს ინფორმაცია შენთან?


დატოვეთ კომენტარი