სიყვარული — ეს არის ღვთიური ძალა
სიყვარული — ეს არის ღვთიური ძალა, რომელიც სამყაროს ყველაზე ლამაზ და ძლიერ განცდას გვაძლევს. ის გზას გვიკვლევს უსასრულობაში, გვაძლევს ძალას, რომ გადავლახოთ ცხოვრების ყველა დაბრკოლება და ვიპოვოთ ჩვენი ჭეშმარიტი მოწოდება. თუმცა, როცა ამ წმინდა გრძნობას შიში, შური და ეჭვი ებადება, სიყვარული კარგავს თავის პირველსაწყის სიწმინდეს. ნამდვილი სიყვარული — ეს არის ანგელოზური, უპირობო გრძნობა, რომელიც არაფერს ითხოვს სანაცვლოდ, ის უბრალოდ მოდის გულიდან და მისი ნათელი გვავსებს სიცოცხლითა და სინათლით.
ეს ზეციური სიყვარულის ყველაზე მცირე ანარეკლი არის ქალისა და მამაკაცის სიყვარული. როცა გვიყვარს, ჩვენი თვალები თითქოს იხსნება, და ვხედავთ არა დაბრკოლებებს, არამედ შესაძლებლობებს. მზად ვართ შევიცვალოთ, გავიზარდოთ, დავთმოთ ყველაფერი, რაც გვაქვს, მხოლოდ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი ბედნიერი იყოს. ახლა კი წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ ეს წმინდა სიყვარული მთელ სამყაროს მიმართ გექნება? თუ ყველაფერში, რასაც ხედავ, ღმერთს დაინახავ? რა უდიდეს ძალას მოგცემდა ასეთი ხედვა!
ასევე შვილის მიმართ სიყვარული — ყველაზე წმინდა და უპირობო გრძნობაა, ისინი მთელი გულით და მთელი სულით გვიყვარს, ყოველგვარი მიზეზის ან პირობითობის გარეშე. ეს სიყვარული გვასწავლის, რომ ასე, უპირობოდ და სუფთად უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ საკუთარი შვილი, არამედ მთელი სამყარო. თუ ჩვენ შვილის მიმართ ამ წმინდა სიყვარულს გავავრცელებთ ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემოა, დავინახავთ, რომ ყოველი არსება და ყოველი მოვლენა ღვთიურია.
მაგრამ ხშირად ვცდილობთ, მიკროსამყაროში დავრჩეთ, რადგან გვეშინია დაკარგვის. რატომ ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს, როცა შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი შევიძინოთ? შიში გვატყუებს, გვკარნახობს, რომ ეს სიხარული შეიძლება გაქრეს, და ამიტომ ვეჭიდებით ჩვენს მიკროკოსმოსს. მაგრამ თუ გვჯერა, რომ სიყვარული, ისევე როგორც სული, უკვდავია, ჩვენი ცხოვრება გარდაიქმნება და სავსე იქნება უსასრულო სიხარულითა და სიბრძნით.
არ შეგეშინდეს დაკარგვის, რადგან ამ სამყაროში არაფერი გაქვს, გარდა შენი სუფთა, უსაზღვრო სულისა, რომელიც აქ მოვიდა სიყვარულით სავსე. გადაიატენ შენი უპირობო სიყვარული გარშემომყოფებზე… გახსენი გული…
მიეცი საკუთარ თავს უფლება,
გიყვარდეს მთელი გულით, ყოველგვარი შიშის გარეშე, და შენს ცხოვრებაში შემოვა უდიდესი ნათელი, რომელიც გაანათებს შენს გზას და მიგიყვანს საუკუნეების სიბრძნესთან.


დატოვეთ კომენტარი